მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ფული მხოლოდ ისრაელისთვის: კონგრესმა რესპუბლიკელების კანონპროექტი არ მიიღო

© photo: Sputnik / Igor' Mikhalev / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 07.02.2024
გამოწერა
თბილისი, 7 თებერვალი − Sputnik. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უარყო რესპუბლიკელების მიერ წარდგენილი კანონპროექტი, რომელიც ისრაელისთვის 17,6 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებდა და რომელშიც უკრაინისთვის დახმარება არ შედიოდა, იუწყება Reuters.
გავრცელებული ინფორმაციით, კანონპროექტის განხილვა დაჩქარებული პროცედურით ჩატარდა. მისი მიღებისთვის კონგრესმენთა ორი მესამედის ხმები იყო საჭირო, მაგრამ დოკუმენტს უფრო ნაკლებმა დაუჭირა მხარი.
კენჭისყრის შედეგების თანახმად, კანონპროექტს 180-მა კანონმდებელმა მისცა ხმა, 250 კი წინააღმდეგი იყო.
როგორც დემოკრატებმა განაცხადეს, სურთ, რომ კენჭი უფრო ფართო კანონპროექტს უყარონ, რომელშიც უკრაინისთვისა და საზღვრების უსაფრთხოებისთვის ფინანსების გამოყოფის საკითხებიც შევა.
მანამდე თეთრმა სახლმაა გაავრცელა განცხადება, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ვეტოს დაადებს ისრაელისთვის დახმარების გამოყოფის შესახებ კანონპროექტს, თუ კონგრესი ისეთ დოკუმენტს დაამტკიცებს, რომელშიც უკრაინის დაფინანსება არ იქნება შესული. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ „დაბეჯითებით“ მოუწოდა კონგრესის ორივე პალატას, უარი თქვან „პოლიტიკურ ხრიკებზე“ და სასწრაფოდ გაუგზავნონ პრეზიდენტს ორპარტიული კანონპროექტი.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს 106 მილიარდი დოლარის გამოყოფა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დასახმარებლად და ასევე ქვეყნის სამხრეთ საზღვარზე უსაფრთხოების გასაძლიერებლად, გასული წლის ოქტომბერში სთხოვა. გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ არის მიღებული. რესპუბლიკელები საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებას მოითხოვენ და ეს საკითხი უკრაინისთვის დამატებითი დახმარების გამოყოფის განხილვის პირობად აქციეს.
აღსანიშნავია, რომ წარმოამდგენელთა პალატამ, სადაც უმრავლესობას რესპუბლიკელებს აქვთ, ჯერ კიდევ ნოემბერში მიიღო კანონპროექტი მხოლოდ ისრაელის დაფინანსების შესახებ. მაგრამ სენატს, რომელსაც დემოკრატები აკონტროლებენ, ეს კანონპროექტი არ განუხილავს.
ყველა ახალი ამბავი
0