https://sputnik-georgia.com/20240207/hamasis-samsvidobo-gegma-286157180.html
ჰამასის შემხვედრი წინადადება: ცნობილია, რას ითვალისწინებს სამეტაპიანი სამშვიდობო გეგმა
ჰამასის შემხვედრი წინადადება: ცნობილია, რას ითვალისწინებს სამეტაპიანი სამშვიდობო გეგმა
Sputnik საქართველო
თბილისი, 7 თებერვალი − Sputnik. მოძრაობა ჰამასმა ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ საკუთარი გეგმა წარმოადგინა, რომელიც 4,5 თვით სიმშვიდესა და საბოლოოდ... 07.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-07T14:58+0400
2024-02-07T14:58+0400
2024-02-07T14:58+0400
მსოფლიო დღეს
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
ისრაელი-ჰამასის ომი
ღაზის სექტორი
პალესტინა
ისრაელი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/07/283064321_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_207145b4a8da80291875b2774e281407.jpg
თბილისი, 7 თებერვალი − Sputnik. მოძრაობა ჰამასმა ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ საკუთარი გეგმა წარმოადგინა, რომელიც 4,5 თვით სიმშვიდესა და საბოლოოდ ომის შეწყვეტას გულისხმობს, იუწყება სააგენტო Reuters.ჰამასის წინადადების მიხედვით, ღაზის სექტორში ბრძოლები მინიმუმ 4,5 თვით უნდა შეწყდეს და სამ ეტაპს მოიცავდეს − თითოეულს 45 დღის ხანგრძლივობით.ჰამასის გეგმის მიხედვით, პირველ ეტაპზე ისრაელთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები შუამავლების მეშვეობით წარიმართება. ამავე ეტაპზე განხორციელდება ისრაელის ჯარების გაყვანა ღაზის სექტორის დასახლებული უბნებიდან, დაიწყება საავადმყოფოებისა და ლტოლვილთა ბანაკების აღდგენა.სამშვიდობო გეგმის მეორე ეტაპზე ისრაელსა და ჰამასს შორის ტყვეების გაცვლა უნდა მოხდეს − ჰამასმა 7 ოქტომბერს მძევლად აყვანილი ყველა პირი უნდა გაათავისუფლოს (მამაკაცების ჩათვლით), ხოლო ისრაელმა − თავის ციხეებში მყოფი პალესტინელები (რაოდენობა დაუზუსტებელია). ამავე პერიოდში უნდა მოხდეს ისრაელის არმიის სრული გაყვანა ღაზის სექტორის მთელი ტერიტორიიდან.რაც შეეხება მესამე სტადიას, როგორც Reuters-ი წერს, ამ ეტაპზე მხარეები დაღუპულთა ნეშტებს გაცვლიან.არსებული ცნობით, ჰამასმა ეს გეგმა იმ წინადადების პასუხად შეიმუშავა, რომელიც მას ინავრის ბოლოს გადაეცა. საუბარია ისრაელის, აშშ-ის, ეგვიპტისა და კატარის მიერ პარიზში მიღწეულს ახალი გარიგებაზე, რომელიც ღაზის სექტორში მძევლების ეტაპობრივ გათავისუფლებას, საბრძოლო მოქმედებებში პაუზებს, ღაზის სექტორისთვის დახმარების მიწოდებასა და ასევე ისრაელის ციხეებიდან პალესტინელი პატიმრების გათავისუფლებას მოიცავდა.ჰამასმა მაშინ განაცხადა, რომ სწავლობს ამ წინადადებას და მის ინიციატორებს პასუხს იმის საფუძველზე გასცემს, რომ პრიორიტეტი − ეს ღაზის სექტორის წინააღმდეგ ისრაელის სასტიკი აგრესიის შეჩერება და სექტორიდან საოკუპაციო ძალების სრული გაყვანაა.
ღაზის სექტორი
პალესტინა
ისრაელი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/07/283064321_341:0:3072:2048_1920x0_80_0_0_6ae1e12d77c7a9e28732f31dccd700f8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, ისრაელი-ჰამასის ომი, ღაზის სექტორი, პალესტინა, ისრაელი
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, ისრაელი-ჰამასის ომი, ღაზის სექტორი, პალესტინა, ისრაელი
თბილისი, 7 თებერვალი − Sputnik. მოძრაობა ჰამასმა ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ საკუთარი გეგმა წარმოადგინა, რომელიც 4,5 თვით სიმშვიდესა და საბოლოოდ ომის შეწყვეტას გულისხმობს, იუწყება სააგენტო
Reuters.
ჰამასის წინადადების მიხედვით, ღაზის სექტორში ბრძოლები მინიმუმ 4,5 თვით უნდა შეწყდეს და სამ ეტაპს მოიცავდეს − თითოეულს 45 დღის ხანგრძლივობით.
ჰამასის გეგმის მიხედვით, პირველ ეტაპზე ისრაელთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები შუამავლების მეშვეობით წარიმართება. ამავე ეტაპზე განხორციელდება ისრაელის ჯარების გაყვანა ღაზის სექტორის დასახლებული უბნებიდან, დაიწყება საავადმყოფოებისა და ლტოლვილთა ბანაკების აღდგენა.
სამშვიდობო გეგმის მეორე ეტაპზე ისრაელსა და ჰამასს შორის ტყვეების გაცვლა უნდა მოხდეს − ჰამასმა 7 ოქტომბერს მძევლად აყვანილი ყველა პირი უნდა გაათავისუფლოს (მამაკაცების ჩათვლით), ხოლო ისრაელმა − თავის ციხეებში მყოფი პალესტინელები (რაოდენობა დაუზუსტებელია). ამავე პერიოდში უნდა მოხდეს ისრაელის არმიის სრული გაყვანა ღაზის სექტორის მთელი ტერიტორიიდან.
რაც შეეხება მესამე სტადიას, როგორც Reuters-ი წერს, ამ ეტაპზე მხარეები დაღუპულთა ნეშტებს გაცვლიან.
არსებული ცნობით, ჰამასმა ეს გეგმა იმ წინადადების პასუხად შეიმუშავა, რომელიც მას ინავრის ბოლოს
გადაეცა. საუბარია ისრაელის, აშშ-ის, ეგვიპტისა და კატარის მიერ პარიზში მიღწეულს ახალი გარიგებაზე, რომელიც ღაზის სექტორში მძევლების ეტაპობრივ გათავისუფლებას, საბრძოლო მოქმედებებში პაუზებს, ღაზის სექტორისთვის დახმარების მიწოდებასა და ასევე ისრაელის ციხეებიდან პალესტინელი პატიმრების გათავისუფლებას მოიცავდა.
ჰამასმა მაშინ განაცხადა, რომ სწავლობს ამ წინადადებას და მის ინიციატორებს პასუხს იმის საფუძველზე გასცემს, რომ პრიორიტეტი − ეს ღაზის სექტორის წინააღმდეგ ისრაელის სასტიკი აგრესიის შეჩერება და სექტორიდან საოკუპაციო ძალების სრული გაყვანაა.