https://sputnik-georgia.com/20240207/ezeben-mamas-da-mis-mcirewlovan-shvilebs-286156514.html
ეძებენ მამას და მის სამ მცირეწლოვან შვილს: ბოლო ინფორმაცია სტიქიის ზონიდან
ეძებენ მამას და მის სამ მცირეწლოვან შვილს: ბოლო ინფორმაცია სტიქიის ზონიდან
Sputnik საქართველო
ბოლო ინფორმაციით, ნაპოვნია ერთი ოჯახის სამი გარდაცვლილი წევრი – დედა, შვილი და დედამთილი. მეორე ოჯახიდან კი, რომელიც მეწყერში მოხვდა, ნაპოვნია ერთი ქალი. 07.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-07T12:40+0400
2024-02-07T12:40+0400
2024-02-07T12:40+0400
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
საქართველოს რეგიონები
იმერეთი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/07/286153370_153:219:1280:853_1920x0_80_0_0_10d81ec5774934181ba3604d4a48bfa7.jpg
თბილისი, 7 თებერვალი – Sputnik. მაშველები ბაღდათის მუნიციპალიტეტში მომხდარი სტიქიის შედეგად დაკარგულ მამას და მის მცირეწლოვან შვილებს ეძებენ, იუწყება გამოცემა „ბათუმელები“.მეწყერი სოფელ ნერგეეთში, რობაქიძეების უბანში 7 თებერვალს, დაახლოებით ღამის ორ საათზე ჩამოწვა და 4 საცხოვრებელი სახლი მოიყოლა - სამ სახლში ოჯახები ცხოვრობდნენ, ხოლო ერთი ცარიელი იყო.გავრცელებული ინფორმაციით, სტიქიას გადურჩა მხოლოდ ერთი ადამიანი, რომელიც მეწყრული მასიდან მაშველებმა მალევე ამოიყვანეს. იგი ამჟამად კლინიკაშია გადაყვანილი. ბოლო მონაცემებით, ნაპოვნია ოთხი ადამიანის ცხედარი. ამ დრომდე ეძებენ ხუთ ადამიანს.მისი თქმით, ნაპოვნია ერთი ოჯახის სამი გარდაცვლილი წევრი – დედა, შვილი და დედამთილი. მეორე ოჯახიდან კი, რომელიც მეწყერში მოხვდა, ნაპოვნია ერთი ქალი.მეწყერი ბაღდათში: მაშველებმა მეოთხე ცხედარი იპოვეს>>>როგორც სოფლის მკვიდრმა ნათია თავართქილაძემ „ბათუმელებს“ უამბო, მას და მის მეზობლებს, ვინც სტიქიის ზონაში მოხვდა, უსაფრთხო ადგილას გასვლაში სხვა მეზობლები დაეხმარნენ.„ხმა რომ გავიგეთ, მიწისძვრა გვეგონა. რომ გამოვიხედეთ ჩვენი სახლის 12-მეტრიანი აივანი იყო ძირს ჩატანილი. ვერ გამოვედით სახლიდან, უკანა ფანჯრიდან გადავედით, მერე მეზობლებმა გამოგვიყვანეს,“ – განაცხადა თავართქილაძემ.ამჟამად სტიქიის ზონაში იმყოფება 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, ადგილობრივი ხელისუფლების და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, ასევე, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, დრონები, კინოლოგთა ჯგუფი და აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაოები.
საქართველო
იმერეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/07/286153370_285:198:1158:853_1920x0_80_0_0_4b3a0d2ef9f466dde0e897dd7b784584.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, შემთხვევები საქართველოში, საქართველოს რეგიონები, იმერეთი , ახალი ამბები
საქართველო, შემთხვევები საქართველოში, საქართველოს რეგიონები, იმერეთი , ახალი ამბები
ეძებენ მამას და მის სამ მცირეწლოვან შვილს: ბოლო ინფორმაცია სტიქიის ზონიდან
ბოლო ინფორმაციით, ნაპოვნია ერთი ოჯახის სამი გარდაცვლილი წევრი – დედა, შვილი და დედამთილი. მეორე ოჯახიდან კი, რომელიც მეწყერში მოხვდა, ნაპოვნია ერთი ქალი.
თბილისი, 7 თებერვალი – Sputnik. მაშველები ბაღდათის მუნიციპალიტეტში მომხდარი სტიქიის შედეგად დაკარგულ მამას და მის მცირეწლოვან შვილებს ეძებენ, იუწყება გამოცემა
„ბათუმელები“.
მეწყერი სოფელ ნერგეეთში, რობაქიძეების უბანში 7 თებერვალს, დაახლოებით ღამის ორ საათზე ჩამოწვა და 4 საცხოვრებელი სახლი მოიყოლა - სამ სახლში ოჯახები ცხოვრობდნენ, ხოლო ერთი ცარიელი იყო.
გავრცელებული ინფორმაციით, სტიქიას გადურჩა მხოლოდ ერთი ადამიანი, რომელიც მეწყრული მასიდან მაშველებმა მალევე ამოიყვანეს. იგი ამჟამად კლინიკაშია გადაყვანილი. ბოლო მონაცემებით, ნაპოვნია ოთხი ადამიანის ცხედარი. ამ დრომდე ეძებენ ხუთ ადამიანს.
„ჯერჯერობით ვერ ვიპოვეთ მამა და მისი სამი მცირეწლოვანი შვილი. მეწყერში მოყოლილი მესამე ოჯახიდან ვეძებთ ერთ ასაკოვან ქალს“, – განაცხადა სოფელ ნერგეეთში მერის წარმომადგენელმა.
მისი თქმით, ნაპოვნია ერთი ოჯახის სამი გარდაცვლილი წევრი – დედა, შვილი და დედამთილი. მეორე ოჯახიდან კი, რომელიც მეწყერში მოხვდა, ნაპოვნია ერთი ქალი.
როგორც სოფლის მკვიდრმა ნათია თავართქილაძემ „ბათუმელებს“ უამბო, მას და მის მეზობლებს, ვინც სტიქიის ზონაში მოხვდა, უსაფრთხო ადგილას გასვლაში სხვა მეზობლები დაეხმარნენ.
„ხმა რომ გავიგეთ, მიწისძვრა გვეგონა. რომ გამოვიხედეთ ჩვენი სახლის 12-მეტრიანი აივანი იყო ძირს ჩატანილი. ვერ გამოვედით სახლიდან, უკანა ფანჯრიდან გადავედით, მერე მეზობლებმა გამოგვიყვანეს,“ – განაცხადა თავართქილაძემ.
ამჟამად სტიქიის ზონაში იმყოფება 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, ადგილობრივი ხელისუფლების და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, ასევე, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, დრონები, კინოლოგთა ჯგუფი და აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაოები.