მეწყერი ბაღდათში: მაშველებმა მეოთხე ცხედარი იპოვეს

© Ministry of Internal Affairs of GeorgiaПоследствия оползня в Имерети
Последствия оползня в Имерети - Sputnik საქართველო, 1920, 07.02.2024
გამოწერა
მაშველები მეწყერში მოყოლილებს - მათ შორის, სავარაუდოდ, სამ არასრულწლოვანს ამ დრომდე ეძებენ
თბილისი, 7 თებერვალი – Sputnik. ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყერის შედეგად დაღუპულთა რიცხი ოთხამდე გაიზარდა, განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა.
მისი თქმით, ამ დრომდე მიმდინარეობს დაკარგულების ძებნა-შველის ღონისძიებები.
შემთხვევა სოფელ ნერგეეთში გუშინ, გვიან ღამით მოხდა - მიწის მასაში მოყოლილია 4 საცხოვრებელი სახლი.
„ამ დროისთვის ინტენსიური ძებნა-შველის ღონისძიების შედეგად, ნანახია ოთხი ადამიანის ცხედარი. მიმდინარეობს ხუთი დაკარგულის ძებნა-შველის ღონისძიება. სამუშაოებში ჩართულია 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, კინოლოგიური ჯგუფი. ტექნიკის მობილიზება ხდება დამატებით და ინტენსიურად ვაგრძელებთ მუშაობს, ვიდრე კიდევ არ იქნება სხვა ცხედრები ნაპოვნი", - განაცხადა მღებრიშვილმა.
ოფიციალური მონაცემებით, სოფელ ნერგეეთში მაშველების მიერ ჩატარებული სამძებრო ღონისძიების ფარგლებში ამ დროისთვის გადარჩენილი და უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია ერთი მოქალაქე. მაშველები კიდევ ხუთ მოქალაქეს ეძებენ.
ყველა ახალი ამბავი
0