ზემო აჭარაში სტიქიას პოლიციის ინსპექტორი ემსხვერპლა

© photo: Sputnik / Stringerთოვლი აჭარაში
თოვლი აჭარაში - Sputnik საქართველო, 1920, 06.02.2024
გამოწერა
დღეს მაღალმთიან აჭარაში თოვისა და ძლიერი წვიმის გამო რამდენიმე ლოკაციაზე მეწყრული პროცესები განვითარდა.
თბილისი, 6 თებერვალი - Sputnik. ქედის მუნიციპალიტეტში საკუთარ საცხოვრებელ სახლში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად პოლიციის ინსპექტორი თემურ ბარამიძე გარდაიცვალა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შემთხვევა ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ წონიარისში მოხდა.
უწყება ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მეწყერის ჩამოწოლის შედეგად ქედის რაიონული სამმართველოს უბნის უმცროსი ინსპექტორის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.
დღეს მაღალმთიან აჭარაში თოვისა და ძლიერი წვიმის გამო რამდენიმე ლოკაციაზე მეწყრული პროცესები განვითარდა. ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ თხილვანაში ზვავი ჩამოწვა და ორი ადამიანი მოიყოლა, რის შედეგადაც გარდაიცვალა ერთ ადამიანი, მეორე კი უსაფრთხო ადგილას არის გადაყვანილი.
სტიქიის ადგილზე იმყოფებიან შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, ასევე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაოები.
ყველა ახალი ამბავი
0