საქართველომ ნარკომოვაჭრეთა დაკავებით რეკორდი დაამყარა - გომელაური

© Ministry of the Internal Affairs of Georgiaდაკავებები ფონიჭალაში
დაკავებები ფონიჭალაში - Sputnik საქართველო, 1920, 06.02.2024
გამოწერა
ვინაიდან საქართველო სატრანზიტო ქვეყანაა, ნარკოტიკების ნაკადის დაბლოკვა შეუძლებელია, განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა
თბილისი, 6 თებერვალი – Sputnik. საქართველოში 2023 წელს ნარკორეალიზაციის ბრალდებით 284 ადამიანი დააკავეს, რაც რეკორდული მაჩვენებელია, განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა.
დღეს საქართველოში ნარკოტიკების რეალიზაციასთან დაკავშირებით მკაცრი პოლიტიკა მოქმედებს. საუბარია როგორც მძიმე ნარკოტიკებზე, ასევე სტიმულატორებზე და მარიხუანაზე, გამონაკლისია მცირე რაოდენობა პირადი მოხმარებისთვის. მაქსიმალური სასჯელი არის უვადო თავისუფლების აღკვეთა.
„2023 წელს 284 პირი დავაკავეთ ნარკოტიკებით ვაჭრობაზე. წინა წლებში იყო 70, 30, 20. 2022 წელს კი იყო 202. ამდენი ნარკომოვაჭრე არცერთ წელიწადს არ დაუკავებიათ საქართველოში“, - განაცხადა გომელაურმა.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ ვინაიდან საქართველო სატრანზიტო ქვეყანაა, ნარკოტიკების ნაკადის დაბლოკვა შეუძლებელია.
„ტრანზიტული ქვეყანა ვართ და სამწუხაროდ, შემოდის, ყველაფერს ვაკეთებთ საბაჟოსთან ერთად, თუმცა ბოლომდე 100%-იან გადახურვას ვერ მოვახერხებთ“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
ნარკოტიკები საქართველოში რამდენიმე გზით ხვდება. მძიმე ნარკოტიკები ძირითადად აღმოსავლეთის ქვეყნებიდან „ფონიჭალის არხით“ ხვდება, ხოლო ევროპიდან საქართველოში ე.წ. კლუბური ნარკოტიკები ჩამოაქვთ. ნარკოტიკების გავრცელება-გასაღების ერთ-ერთი მთავარი არხია გაყიდვები ინტერნეტის მეშვეობით.
ყველა ახალი ამბავი
0