ქუთაისის აეროპორტში მცირე სატვირთო ტერმინალი აშენდება

© photo: Sputnik / Stringerქუთაისის აეროპორტი
ქუთაისის აეროპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 06.02.2024
გამოწერა
დღეს საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდული ტვირთის ძირითადი ნაწილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტზე მოდის
თბილისი, 6 თებერვალი – Sputnik. პირველი მცირე სატვირთო ტერმინალი ქუთაისის აეროპორტში 2024 წელს აშენდება, რაც სატვირთო არეალის განვითარების შესაძლებლობას იძლევა, განაცხადა ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა ლევან დავითაშვილმა.
სატვირთო ავიაციის განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
„წელს მოეწყობა პირველი მცირე სატვირთო ტერმინალი ქუთაისში, რაც სატვირთო ოპერაციების განვითარების შესაძლებლობას მოგვცემს ავია მიმართულებით მთელს დასავლეთ საქართველოში, რაც ბევრი პროდუქტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა დავითაშვილმა.
დღეს საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდული ტვირთის ძირითადი ნაწილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტზე მოდის, რაც ზრდის ტვირთის ქვეყნის დასავლეთ ნაწილში გადაზიდვის დროს.
ყველა ახალი ამბავი
0