https://sputnik-georgia.com/20240206/kidev-ertxi-mewyeri-batumi-axalcixis-centralur-magistralze-mozraoba-gadaiketa-286144892.html
კიდევ ერთი მეწყერი - ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრაობა გადაიკეტა
კიდევ ერთი მეწყერი - ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრაობა გადაიკეტა
Sputnik საქართველო
დასავლეთ საქართველოში 6 თებერვალს დაფიქსირდა ძლიერი ქარი, ზღვაზე 6 ბალიანი შტორმი, მთიან რაიონებში ქარბუქი, გზებზე ლიპყინულია 06.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-06T20:10+0400
2024-02-06T20:10+0400
2024-02-06T20:10+0400
ახალი ამბები
საქართველო
სტიქიური მოვლენები
აჭარა
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/13/249495823_0:20:1000:583_1920x0_80_0_0_01a16e69a83e0ebfa9f4a02e2abb0db1.jpg
თბილისი, 6 თებერვალი – Sputnik. ბათუმი-ახალციხის ცენტრალური ავტომაგისტრალზე, ქედის მონაკვეთზე ზვავის გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა, იუწყება „პირველი არხი“.საქართველოს რამდენიმე რეგიონში სტიქიის შედეგებს ებრძვიან. ქარის, თოვლისა და ძლიერი წვიმის გამო ქვეყნის ზოგიერთ რაიონში გააქტიურდა მეწყრული პროცესები, ძლიერი წვიმა და წყალდიდობაა. მაღალმთიან აჭარაში სტიქიამ მსხვერპლი გამოიწვია - ხულოსა და ქედაში ორი ადამიანი გარდაიცვალა.ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალზე რამდენიმე კილომეტრიანი საცობია. გზა გადაკეტილია ზვავის გამო, რომელიც ძლიერი და ხანგრძლივი წვიმის შედეგად ჩამოწვა.ჩამოწოლილი მეწყრის შედეგად შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქედას რაიონული სამმართველოს უმცროსი ლეიტენანტი თემურ ბარამიძე საკუთარ სახლში დაიღუპა. გარდა ამისა, სოფელ თილვანაში (ხულოს მუნიციპალიტეტი) ზვავმა ორი ადამიანი მოიყოლა. მეზობლებმა მხოლოდ მამაკაცის გამოყვანა მოახერხეს, ქალი გარდაიცვალა.დასავლეთ საქართველოში 6 თებერვალს დაფიქსირებულია ძლიერი ქარი, ზღვაზე ექვსბალიანი შტორმი, მთიან რაიონებში ქარბუქი, გზებზე ლიპყინული. 8 თებერვლიდან სინოპტიკოსები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ტემპერატურის მკვეთრ მატებას და უნალექო ამინდს პროგნოზირებენ.
საქართველო
აჭარა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/13/249495823_99:0:902:602_1920x0_80_0_0_840e49eaf44dbb2db5b2c999f1adbe70.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სტიქიური მოვლენები, აჭარა , შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები
ახალი ამბები, საქართველო, სტიქიური მოვლენები, აჭარა , შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები
კიდევ ერთი მეწყერი - ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრაობა გადაიკეტა
დასავლეთ საქართველოში 6 თებერვალს დაფიქსირდა ძლიერი ქარი, ზღვაზე 6 ბალიანი შტორმი, მთიან რაიონებში ქარბუქი, გზებზე ლიპყინულია
თბილისი, 6 თებერვალი – Sputnik. ბათუმი-ახალციხის ცენტრალური ავტომაგისტრალზე, ქედის მონაკვეთზე ზვავის გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა, იუწყება „პირველი არხი“.
საქართველოს რამდენიმე რეგიონში სტიქიის შედეგებს ებრძვიან. ქარის, თოვლისა და ძლიერი წვიმის გამო ქვეყნის ზოგიერთ რაიონში გააქტიურდა მეწყრული პროცესები, ძლიერი წვიმა და წყალდიდობაა. მაღალმთიან აჭარაში სტიქიამ მსხვერპლი გამოიწვია - ხულოსა და ქედაში ორი ადამიანი გარდაიცვალა.
ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალზე რამდენიმე კილომეტრიანი საცობია. გზა გადაკეტილია ზვავის გამო, რომელიც ძლიერი და ხანგრძლივი წვიმის შედეგად ჩამოწვა.
„იშვიათად ხანგრძლივი და ძლიერი წვიმაა, ამდენი მეწყერი ერთდროულად პრაქტიკულად არასდროს ყოფილა. ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ხუთ ადგილზეა ჩამოწოლილი მეწყერი, მობილიზებულია ყველა სამსახური, ცენტრალური გზის გაწმენდის შემდეგ საშუალება გვექნება, გავიდეთ სოფლებში“, – განაცხადა ქედის მერმა, როლანდ ბერიძემ.
ჩამოწოლილი მეწყრის შედეგად შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქედას რაიონული სამმართველოს უმცროსი ლეიტენანტი თემურ ბარამიძე საკუთარ სახლში დაიღუპა. გარდა ამისა, სოფელ თილვანაში (ხულოს მუნიციპალიტეტი) ზვავმა ორი ადამიანი მოიყოლა. მეზობლებმა მხოლოდ მამაკაცის გამოყვანა მოახერხეს, ქალი გარდაიცვალა.
დასავლეთ საქართველოში 6 თებერვალს დაფიქსირებულია ძლიერი ქარი, ზღვაზე ექვსბალიანი შტორმი, მთიან რაიონებში ქარბუქი, გზებზე ლიპყინული. 8 თებერვლიდან სინოპტიკოსები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ტემპერატურის მკვეთრ მატებას და უნალექო ამინდს პროგნოზირებენ.