გომელაური: საქართველომ სახელმწიფო საზღვრის კონტროლი გააძლიერა

© photo: Sputnik / Stringerთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 06.02.2024
გამოწერა
საქართველოს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე მიმდინარეობს სახის ამომცნობი სისტემის დამონტაჟება და შესაბამისი პროგრამის ტესტირება, განაცხადა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა
თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. საქართველოს საზღვრის კონტროლის ღონისძიებები გაძლიერებულია და ვიზიტორთა მონიტორინგის ახალი ტექნოლოგიები ინერგება, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა.
შსს-ს ინფორმაციით, 2023 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში ქვეყანაში 7.157,742 უცხოელის შემოსვლა დაფიქსირდა. ამასთან, ტრანზიტული შემოსვლების რაოდენობამ წლის მანძილზე 1,3 მილიონი შეადგინა, ხოლო 24 საათზე ნაკლები დროით - 1,6 მილიონი.
„საზღვარი მაქსიმალურად კონტროლდება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად ვამოწმებთ ყველას. საუბარია საზღვრის კონტროლზე, სახის ამომცნობი სისტემის დამონტაჟებაზე. დანერგილია ახალი პროგრამა და მიმდინარეობს შემოწმება", - განაცხადა გომელაურმა.
მისი თქმით, წინა წლებთან შედარებით საზღვარზე კონტროლი გამკაცრებულია.
2023 წლის პერიოდში შემოსვლა-გასვლების რაოდენობით ლიდერობენ რუსები, მეორე ადგილზეა თურქეთის, მესამეზე კი სომხეთის მოქალაქეები.
ყველა ახალი ამბავი
0