დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 6 თებერვალი

© Pexels / Johannes Plenioმზის ჩასვლა
მზის ჩასვლა - Sputnik საქართველო, 1920, 06.02.2024
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები.
დღეს 2024 წლის 6 თებერვალია, სამშაბათი. ამ დღეს პლანეტა მარსი მფარველობს.
დილით მშვიდი და შენელებული მუშაობაა საჭირო, ხოლო ნაშუადღევს უკვე ამოცანები გვაიძულებს, ტემპს მოვუმატოთ. შესაძლებელია დახმარების თხოვნა – ახლობლები მხარს დაგვიჭერენ.
რთული და საქმიანი მოლაპარაკებები საღამოსთვის უნდა გადავდოთ – ამ დროს ჩვენი გონება უფრო სხარტად იმუშავებს. შეიძლება ხვალინდელი დღის დაგეგმვა.
ვერძი: დღეს ბევრი რამ გაგიფანტავთ ყურადღებას და საქმეების დასასრულებლად დიდი ძალისხმევა დაგჭირდებათ. ხშირად გაიხსენეთ, რისთვის აკეთებთ ყველაფერს და ასე სამუშაო სწრაფად წავა. ვისაც შეზღუდული დრო აქვს და ვადებში ვერ ეტევა, დახმარებისთვის უნდა მიმართოს. ასტროლოგების რჩევაა, რთულ საქმეებს საღამოს მიხედოთ, ამ დროს მეტი ენერგია გექნებათ.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 04.11.2023
ჰოროსკოპი: ვინ როგორ იშუშებს ჭრილობებს
კურო: ყველაფრის კონტროლი გაგიჭირდებათ – გეგმები ჩაიშლება, ხოლო გარშემომყოფები იმედებს გაგიცრუებენ. ეცადეთ, ბედს არ გაუძალიანდეთ, გარემოებებს მოერგოთ და მაინც წინ იაროთ. ასტროლოგები სერიოზული საქმეების გაკეთებას საღამოს გირჩევენ. ამ დროს მეტი ძალა გექნებათ და ასევე გაგიჩნდებათ პრობლემების გადაჭრის სურვილი.
ტყუპი: დღეს რეკომენდებულია არაფორმალური ურთიერთობები, თუმცა, ამავე დროს, საჭიროა დიპლომატიურობა, რათა არავის მიაყენოთ შეურაცხყოფა. მუშაობისთვის საუკეთესო დრო საღამოა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ამოცანა დღის მეორე ნახევრისთვის გადადოთ, ასე დრო არ გეყოფათ. ამიტომ რაღაც საქმეები, ნაკლებად საპასუხისმგებლო, დილითაც უნდა გააკეთოთ.
კირჩხიბი: დღეს არცთუ ნაყოფიერი შრომით გამოირჩევით. გახსოვდეთ, რომ ყველას შეიძლება რამე შეეშალოს და გამონაკლისი თქვენ არ ხართ. მუშაობის სურვილი მხოლოდ დღის მეორე ნახევარში გაჩნდება, ამიტომ დილით მხოლოდ მსუბუქი ამოცანები გადაწყვიტეთ. ასევე ასტროლოგების რჩევაა, თუ შეატყობთ, რომ საქმეებს ვერ უმკლავდებით, დახმარება ახლობლებს სთხოვოთ.
თაჯ-მაჰალი, აგრა, ინდოეთი - Sputnik საქართველო, 1920, 13.02.2018
ინდური ჰოროსკოპი – დაინახეთ საკუთარი თავი განსხვავებული რაკურსით
ლომი: არ ღირს დილიდანვე აჩქარება. რთულ ამოცანებთან შეჭიდება ნაშუადღევს აჯობებს, მანამდე კი მსუბუქი და თქვენთვის კარგად ნაცნობი ამოცანები შეასრულეთ. იზრუნეთ ჯანმრთელობაზე – ასტროლოგები გირჩევენ, ფრთხილად იყოთ, მოერიდოთ გაციებას, უარი თქვათ არაჯანსაღ საკვებზე და ფიზიკურად იაქტიუროთ. ასე თავს ბევრად კარგად იგრძნობთ.
ქალწული: შესანიშნავი დღეა ოცნებისთვის, ფანტაზიებისა და გეგმების დაწყობისთვის. თქვენი ზოგიერთი სურვილი ნამდვილად ახდება. ნაშუადღევს კი სერიოზულ მუშაობას უნდა შეუდგეთ – გექნებათ არაერთი გადაუჭრელი ამოცანა, სამუშაო, საქმიანი საუბარი. მაგრამ ასტროლოგები გირჩევენ, პანიკაში არ ჩავარდეთ – გეყოფათ ყველაფერთან გამკლავების ძალა.
სასწორი: როგორც ყოველთვის, არჩევნის გაკეთება დღესაც გაგიჭირდებათ, იმდენად საინტერესო რაღაცები იქნება თქვენ ირგვლივ. მაგრამ, პირველ რიგში, დაფიქრდით, რა მოგიტანთ არა მარტო ფულს, არამედ კაშკაშა ემოციებსაც. სწორედ ეს გჭირდებათ ახლა. საღამოს მოდუნდით, განმარტოვდით. ახლა ჯობია ჩაიძიროთ ოცნებებში და სამომავლო გეგმები მარტომ დააწყოთ.
შეყვარებულები - Sputnik საქართველო, 1920, 02.02.2024
მე და შენ, ანუ როგორ მოვიგოთ ზოდიაქოს ნიშნების გული - ასტროლოგების რჩევები
მორიელი: შესაძლოა, გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვათ, ამიტომ რთული და სერიოზული საქმეები შეძლებისდაგვარად გადადეთ. მოემზადეთ საღამოსთვის, როდესაც ბევრი ამოცანა გახდებ თქვენი გადასაწყვეტი. ყველაფერს გაუმკლავდებით, თუ გონებას მოიკრებთ და ფხიზლად იქნებით. თუ რამე არ გამოგდით, დახმარება ითხოვეთ.
მშვილდოსანი: დილით ცოტა ჭირვეულობა და კაპრიზები დასაშვებია, საღამოს კი ამისთვის დრო საერთოდ არ გექნებათ. ნაშუადღევს რთული საქმეები გექნებათ გასაკეთებელი. ადვილი არ იქნება, მაგრამ შედეგები გაგახარებთ. მუშაობის შემდეგ რეკომენდებულია დასვენება განმარტოებით – დაფიქრდით, სწორი გადაწყვეტილებები მიიღეთ თუ არა. შესაძლოა, რაღაცის შეცვლა გახდეს საჭირო.
თხის რქა: შეგიძლიათ იფიქროთ, იოცნებოთ, მაგრამ ეს მხოლოდ დღის პირველ ნახევარში, საღამოს ბევრი საქმე გექნებათ. ამიტომ დილით მიეცით თავს დასვენების უფლება. ჰოროსკოპი გირჩევთ, რაღაც საქმეები შემდეგი დღისთვის გადადოთ, რადგან დღეს არ გექნებათ გვიან ღამემდე მუშაობის ძალა და სურვილი.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 21.08.2023
ზოდიაქოს სამი ნიშანი - სამი ნამდვილი „ოტელო“
მერწყული: დღის პრიველი ნახევარი შესანიშნავი დროა, რომ დაისვენოთ, იფიქროთ, იოცნებოთ. დღის მეორე ნახევარში კი დიდი ჯაფა დაგადგებათ – გექნებათ უამრავი ამოცანა გადასაწყვეტი. ასტროლოგები გირჩევენ, სამუშაო მალე დაასრულოთ, ისე, რომ სახლში არ მოგიწიოთ კიდევ შრომა. საღამო ახლობლებს დაუთმეთ – მათ თქვენი ყურადღება სჭირდებათ.
თევზები: დღეს არ ღირს საბედისწერო გადაწყვეტილებების მიღება. სულ პატარა გადაწყვეტილებებიც კი შეიძლება ძირეულად შეიცვალოს, თქვენ კი გარემოებებზე მორგებისთვის ძალა არ გეყოფათ. ჯობია, მოდუნდეთ, იოცნებოთ, მაგრამ მხოლოდ დღის პირველ ნახევარში. რთულ საქმეებს საღამოს მიხედეთ – ამ დროს მეტი ენერგია გექნებათ.
ყველა ახალი ამბავი
0