https://sputnik-georgia.com/20240205/susi-qartulma-specsamsaxurebma-rusetshi-teraqtebi-agkvetes-286107587.html
ქართულმა სპეცსამსახურებმა რუსეთში ტერაქტები აღკვეთეს: სუს-ი საქმის დეტალებს ავრცელებს
ქართულმა სპეცსამსახურებმა რუსეთში ტერაქტები აღკვეთეს: სუს-ი საქმის დეტალებს ავრცელებს
Sputnik საქართველო
ასაფეთქებელი მოწყობილობები საქართველოში „სარფის" საბაჟოს გავლით უკრაინის მოქალაქემ 19 იანვარს მინივენით შემოიტანა. 05.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-05T16:41+0400
2024-02-05T16:41+0400
2024-02-05T16:41+0400
საქართველო
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
უკრაინა
სომხეთი
რუსეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23370/57/233705793_0:79:1498:922_1920x0_80_0_0_2d914442f43ebdfc2b12ab970f4eb5f8.jpg
თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა დაადგინეს უკრაინიდან რუსეთში ასაფეთქებელი მოწყობილობების საქართველოს გავლით ტრანსპორტირების ორგანიზატორი და გამოავლინეს ბოროტმოქმედების სავარაუდო მიზნები, ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.სუსის მონაცემებით, S-4 ასაფეთქებელი ნივთიერებები - საერთო მასით 14 კილოგრამი, დაყოფილი იყო ექვს ასაფეთქებელ მოწყობილობად დეტონატორებით და ქრონომეტრებით დაპროგრამებული აფეთქების დროით. ბოროტმოქმედებმა ეს მოწყობილობები ელექტრომობილის ორ ბატარეაში დამალეს - თითოეულ ბატარეაში სამი.ასაფეთქებელი მოწყობილობები საქართველოში საკონტროლო-გამშვები პუნქტ „სარფის" გავლით უკრაინის მოქალაქემ მინივენის ტიპის ავტომობილით 19 იანვარს შემოიტანა.ტვირთი და მისი ტრანსპორტირებაროგორც გამოძიებამ დაადგინა, ასაფეთქებელი მოწყობილობები საქართველოში უკრაინის ქალაქ ოდესიდან რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის გავლით იქნა შემოტანილი.თავდაპირველად იგეგმებოდა ექვსივე ასაფეთქებელი მოწყობილობის რუსეთის ქალაქ ვორონეჟში ჩატანა, თუმცა, მოგვიანებით, დამკვეთის დავალებით გადაწყვეტილება შეიცვალა და პროცესში ჩართულმა პირებმა, ერთ-ერთი კონტეინერის, სადაც სამი ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო მოთავსებული, ქვეყნიდან გატანა სცადეს, დანარჩენი სამი კი თბილისში კონკრეტულ მისამართზე დატოვეს.კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლების მიერ ამოღებულ იქნა აღნიშნული მოწყობილობები იმ დროს, როდესაც მას უნდა გადაეკვეთა საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარი საქართველოს მხრიდან.ასაფეთქებელი მოწყობილობების პირველადი შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ექვსივე მოწყობილობა დამზადებულია მაღალი დონის სპეციალისტის მიერ და გათვლილია დაზიანების ფართო რადიუსზე.უწყების ცნობით, პროცესში ჩართული იყო საქართველოს შვიდი, უკრაინის სამი და სომხეთის ორი მოქალაქე.ორგანიზატორები და მიზანიგამოძიებამ დაადგინა, რომ ასაფეთქებელი ნივთიერების უკრაინიდან რუსეთის ფედერაციაში საქართველოს გავლით ტრანზიტის პროცესის ორგანიზატორი იყო უკრაინის მოქალაქე, წარმოშობით ბათუმელი ანდრეი შარაშიძე, რომელიც 2020 წელს იყო დეპუტატობის კანდიდატი მმართველი პარტიიდან „ხალხის მსახური".სპეცსამსახურებმა უკრაინიდან რუსეთში ასაფეთქებელი ნივთიერების გადაზიდვა აღკვეთეს>>>გამოძიების ვარაუდით, მისთვის ცნობილი იყო ასაფეთქებელი მოწყობილობების შესახებ, რადგანაც აქტიურად ადევნებდა თვალყურს აღნიშნული ტვირთის გადაადგილებას. ამ დროისთვის გამოძიება ცდილობს დაადგინოს, თბილისში დტოვებული ასაფეთქებელი მოწყობილობები განკუთვნილი იყო საქართველოსთვის თუ შემდგომი ტრანზიტისთვის.ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას. თუმცა, გამოძიების პროცესში შესაძლოა დაზუსტდეს კვალიფიკაცია და გამოძიება სსკ-ის 18-323 მუხლით გაგრძელდეს, რაც ტერორისტული აქტის მომზადებას გულისხმობს.
საქართველო
უკრაინა
სომხეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23370/57/233705793_82:0:1415:1000_1920x0_80_0_0_c1ef6e675a16df03c1b80e6efaa2c9b1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები, უკრაინა , სომხეთი, რუსეთი
საქართველო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები, უკრაინა , სომხეთი, რუსეთი
ქართულმა სპეცსამსახურებმა რუსეთში ტერაქტები აღკვეთეს: სუს-ი საქმის დეტალებს ავრცელებს
ასაფეთქებელი მოწყობილობები საქართველოში „სარფის" საბაჟოს გავლით უკრაინის მოქალაქემ 19 იანვარს მინივენით შემოიტანა.
თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა დაადგინეს უკრაინიდან რუსეთში ასაფეთქებელი მოწყობილობების საქართველოს გავლით ტრანსპორტირების ორგანიზატორი და გამოავლინეს ბოროტმოქმედების სავარაუდო მიზნები, ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.
სუსის მონაცემებით, S-4 ასაფეთქებელი ნივთიერებები - საერთო მასით 14 კილოგრამი, დაყოფილი იყო ექვს ასაფეთქებელ მოწყობილობად დეტონატორებით და ქრონომეტრებით დაპროგრამებული აფეთქების დროით. ბოროტმოქმედებმა ეს მოწყობილობები ელექტრომობილის ორ ბატარეაში დამალეს - თითოეულ ბატარეაში სამი.
ასაფეთქებელი მოწყობილობები საქართველოში საკონტროლო-გამშვები პუნქტ „სარფის" გავლით უკრაინის მოქალაქემ მინივენის ტიპის ავტომობილით 19 იანვარს შემოიტანა.
„ტვირთის შემდგომი გადაადგილების პროცესს კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლები აკონტროლებდნენ. საგამოძიებო მოქმედებების ძირითადი მიზანი იყო დამკვეთის და სხვა პირების იდენტიფიცირება, რომლებიც, შესაძლოა, მონაწილეობდნენ აღნიშნული ტვირთის გადაზიდვაში, ასევე ასაფეთქებელი მოწყობილობების გადაადგილების მარშრუტისა და მათი გამოყენების საბოლოო მიზნის დადგენა“, - ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.
ტვირთი და მისი ტრანსპორტირება
როგორც გამოძიებამ დაადგინა, ასაფეთქებელი მოწყობილობები საქართველოში უკრაინის ქალაქ ოდესიდან რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის გავლით იქნა შემოტანილი.
თავდაპირველად იგეგმებოდა ექვსივე ასაფეთქებელი მოწყობილობის რუსეთის ქალაქ ვორონეჟში ჩატანა, თუმცა, მოგვიანებით, დამკვეთის დავალებით გადაწყვეტილება შეიცვალა და პროცესში ჩართულმა პირებმა, ერთ-ერთი კონტეინერის, სადაც სამი ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო მოთავსებული, ქვეყნიდან გატანა სცადეს, დანარჩენი სამი კი თბილისში კონკრეტულ მისამართზე დატოვეს.
კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლების მიერ ამოღებულ იქნა აღნიშნული მოწყობილობები იმ დროს, როდესაც მას უნდა გადაეკვეთა საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარი საქართველოს მხრიდან.
ასაფეთქებელი მოწყობილობების პირველადი შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ექვსივე მოწყობილობა დამზადებულია მაღალი დონის სპეციალისტის მიერ და გათვლილია დაზიანების ფართო რადიუსზე.
„ხალხმრავალ ადგილებში მსგავსი მოწყობილობის ამოქმედება გამოიწვევდა ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვან დაზიანებას და მასშტაბურ მსხვერპლს. აღნიშნული ნივთიერების მუხტი სიმძლავრით ბევრად აღემატება ასაფეთქებელი ნივთიერება ტროტილის მუხტს", - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ცნობით, პროცესში ჩართული იყო საქართველოს შვიდი, უკრაინის სამი და სომხეთის ორი მოქალაქე.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ასაფეთქებელი ნივთიერების უკრაინიდან რუსეთის ფედერაციაში საქართველოს გავლით ტრანზიტის პროცესის ორგანიზატორი იყო უკრაინის მოქალაქე, წარმოშობით ბათუმელი ანდრეი შარაშიძე, რომელიც 2020 წელს იყო დეპუტატობის კანდიდატი მმართველი პარტიიდან „ხალხის მსახური".
გამოძიების ვარაუდით, მისთვის ცნობილი იყო ასაფეთქებელი მოწყობილობების შესახებ, რადგანაც აქტიურად ადევნებდა თვალყურს აღნიშნული ტვირთის გადაადგილებას.
ამ დროისთვის გამოძიება ცდილობს დაადგინოს, თბილისში დტოვებული ასაფეთქებელი მოწყობილობები განკუთვნილი იყო საქართველოსთვის თუ შემდგომი ტრანზიტისთვის.
„აღიშნული საქმის დეტალები და ფაქტობრივი მდგომარეობა იძლევა იმის ეჭვის საფუძველს, რომ საქართველოს ტერიტორიის გამოყენება და მთელ ამ პროცესში საქართველოს მოქალაქეების მრავლად ჩართვა ემსახურებოდა იმ მოსაზრების შექმნას, რომ ტერორისტული აქტები, რომლებიც განხორციელდებოდა საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ, დაბრალებოდა საქართველოს როგორც დაგეგმვის, ისე განხორციელების ნაწილში, ნათქვამია განცხადებაში.
ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას. თუმცა, გამოძიების პროცესში შესაძლოა დაზუსტდეს კვალიფიკაცია და გამოძიება სსკ-ის 18-323 მუხლით გაგრძელდეს, რაც ტერორისტული აქტის მომზადებას გულისხმობს.