https://sputnik-georgia.com/20240205/-------286103491.html
სპეცსამსახურებმა უკრაინიდან რუსეთში ასაფეთქებელი ნივთიერების გადაზიდვა აღკვეთეს
სპეცსამსახურებმა უკრაინიდან რუსეთში ასაფეთქებელი ნივთიერების გადაზიდვა აღკვეთეს
Sputnik საქართველო
როგორც გაირკვა, საქმეში პოლიტიკოსი ფიგურირებს 05.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-05T13:53+0400
2024-02-05T13:53+0400
2024-02-05T14:03+0400
საქართველო
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
უკრაინა
სომხეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/05/283000008_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_c2a383675c7b44640ff9becdaf2e7b56.jpg
თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. საქართველოს სპეცსამსახურებმა ასაფეთქებელი მოწყობილობებისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების ოდესიდან ვორონეჟში გადაზიდვის მცდელობა აღკვეთა, დანაშაულში ეჭვმიტანილია საქართველოს შვიდი, უკრაინის სამი და სომხეთის ორი მოქალაქე, ნათქვამია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.უწყების ცნობით, მიმდინარე წლის 19 იანვარს ოდესიდან რუმინეთის, ბულგარეთის და თურქეთის გავლით უკრაინის მოქალაქის მფლობელობაში არსებული მინივენის ტიპის ავტომობილით ექვსი ასაფეთქებელი მოწყობილობა საქართველოში შემოიტანეს ელექტრომობილების აკუმულატორით და სასაზღვრო-გამშვები პუნქტ „დარიალის" გავლით ვორონეჟში ჩატანას გეგმავდნენ.სამი ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელთა გატანასაც ტრანზიტული კონტეინერით ცდილობდნენ, ქართულმა მხარემ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში ამოიღო. სუსმა დაადგინა, რომ ორგანიზატორი წარმოშობით ბათუმელი, პარტია „ხალხის მსახურის“ დეპუტატობის კანდიდატი ანდრეი შარაშიძე იყო.ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას. აღნიშნული დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ექვს წლამდე. თუმცა, გამოძიების პროცესში შესაძლოა დაზუსტდეს კვალიფიკაცია და გამოძიება ასევე 18-323 მუხლით გაგრძელდეს, რაც ტერორისტული აქტის მომზადებას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 10-დან 15-წლამდე.
საქართველო
უკრაინა
სომხეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/05/283000008_334:0:3065:2048_1920x0_80_0_0_c5a3cd89758ad3c6cbd1b132814aedd0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები, უკრაინა , სომხეთი
საქართველო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები, უკრაინა , სომხეთი
სპეცსამსახურებმა უკრაინიდან რუსეთში ასაფეთქებელი ნივთიერების გადაზიდვა აღკვეთეს
13:53 05.02.2024 (განახლებულია: 14:03 05.02.2024) როგორც გაირკვა, საქმეში პოლიტიკოსი ფიგურირებს
თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. საქართველოს სპეცსამსახურებმა ასაფეთქებელი მოწყობილობებისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების ოდესიდან ვორონეჟში გადაზიდვის მცდელობა აღკვეთა, დანაშაულში ეჭვმიტანილია საქართველოს შვიდი, უკრაინის სამი და სომხეთის ორი მოქალაქე, ნათქვამია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.
უწყების ცნობით, მიმდინარე წლის 19 იანვარს ოდესიდან რუმინეთის, ბულგარეთის და თურქეთის გავლით უკრაინის მოქალაქის მფლობელობაში არსებული მინივენის ტიპის ავტომობილით ექვსი ასაფეთქებელი მოწყობილობა საქართველოში შემოიტანეს ელექტრომობილების აკუმულატორით და სასაზღვრო-გამშვები პუნქტ „დარიალის" გავლით ვორონეჟში ჩატანას გეგმავდნენ.
სამი ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელთა გატანასაც ტრანზიტული კონტეინერით ცდილობდნენ, ქართულმა მხარემ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში ამოიღო. სუსმა დაადგინა, რომ ორგანიზატორი წარმოშობით ბათუმელი, პარტია „ხალხის მსახურის“ დეპუტატობის კანდიდატი ანდრეი შარაშიძე იყო.
ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას. აღნიშნული დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ექვს წლამდე. თუმცა, გამოძიების პროცესში შესაძლოა დაზუსტდეს კვალიფიკაცია და გამოძიება ასევე 18-323 მუხლით გაგრძელდეს, რაც ტერორისტული აქტის მომზადებას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 10-დან 15-წლამდე.