გამოიტანეთ დასკვნები: სარჯველაძე უკრაინიდან რუსეთში ტრანზიტის მცდელობაზე

© Parliament of Georgiaმიხეილ-სარჯველაძე
მიხეილ-სარჯველაძე - Sputnik საქართველო, 1920, 05.02.2024
გამოწერა
დეპუტატის თქმით, კარგია, რომ ასეთი ფაქტების შესახებ ინფორმაცია საჯაროვდება, რადგანაც იგი საზოგადოებაში უსაფრთხოების განცდისთვისაა აუცილებელი
თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ტერიტორიის გავლით უკრაინიდან რუსეთში ასაფეთქებელი მოწყობილობების ტრანზიტის მცდელობის აღკვეთის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით სწორი დასკვნების გამოტანის შესაძლებლობას იძლევა, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ.
ორშაბათს, 5 თებერვალს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დიდი ტერაქტების განსახორციელებლად განკუთვნილი ასაფეთქებელი მოწყობილობების რუსეთში ტრანსპორტირების აღკვეთის შესახებ განაცხადა. სუს-ის ვარაუდით, ტრანზიტის ორგანიზება ემსახურებოდა წარმოდგენის შექმნას, რომ ტერორისტულ აქტებზე პასუხისმგებლობა, რომელიც განხორციელდებოდა საქართველოში ან მის საზღვრებს გარეთ, დაკისრებოდა საქართველოს.
„კარგია, რომ ასეთი ფაქტების შესახებ ინფორმაცია საჯაროვდება, რადგან ერთი მხრივ, ეს საზოგადოებაში უსაფრთხოების განცდისთვისაა აუცილებელი და მეორე, რაც მნიშვნელოვანია, ყველას აქვს შესაძლებლობა, პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით სწორი დასკვნები გამოიტანოს“, - განაცხადა სარჯველაძემ.
მან სუს-ის მუშაობა დადებითად შეაფასა.
„საქართველოში თუ არის ადამიანი, მისი მოქალაქეობისგან დამოუკიდებლად, იქნება ეს საქართველოს თუ სხვა ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს ინტერესი, საქართველოში რაიმე ფორმით, აკრძალული ნივთების გამოყენებით აფეთქება მოაწყოს და რაღაც უბედურება დაატრიალოს, ყველა ასეთ „ინტერესთან“, „ინიციატივასთან“ დაკავშირებით სუს-ს უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, ადევნებდეს თვალს და სამართლებრივად უნდა რეაგირებდეს", - განაცხადა სარჯველაძემ.
გამოძიების დეტალები
როგორც გამოძიებამ დაადგინა, ასაფეთქებელი მოწყობილობები საქართველოში უკრაინის ქალაქ ოდესიდან რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის გავლით იქნა შემოტანილი და მათი რუსეთის ქალაქ ვორონეჟში ჩატანა იგეგმებოდა.
სუსის მონაცემებით, S-4 ასაფეთქებელი ნივთიერებები - საერთო მასით 14 კილოგრამი - დაყოფილი იყო ექვს ასაფეთქებელ მოწყობილობად დეტონატორებით და ქრონომეტრებით დაპროგრამებული აფეთქების დროით. ბოროტმოქმედებმა ეს მოწყობილობები ელექტრომობილის ორ ბატარეაში დამალეს - თითოეულ ბატარეაში სამი.
თავდაპირველად იგეგმებოდა ექვსივე ასაფეთქებელი მოწყობილობის რუსეთის ქალაქ ვორონეჟში ჩატანა, თუმცა, მოგვიანებით, დამკვეთის დავალებით გადაწყვეტილება შეიცვალა და პროცესში ჩართულმა პირებმა, ერთ-ერთი კონტეინერის, სადაც სამი ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო მოთავსებული, ქვეყნიდან გატანა სცადეს, დანარჩენი სამი კი თბილისში კონკრეტულ მისამართზე დატოვეს.
სპეცსამსახურებმა უკრაინიდან რუსეთში ასაფეთქებელი ნივთიერების გადაზიდვა აღკვეთეს>>>
კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლების მიერ ამოღებულ იქნა აღნიშნული მოწყობილობები იმ დროს, როდესაც მას უნდა გადაეკვეთა საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარი საქართველოს მხრიდან - ამ დროისთვის გამოძიება ცდილობს დაადგინოს, თბილისში დტოვებული ასაფეთქებელი მოწყობილობები განკუთვნილი იყო საქართველოსთვის თუ შემდგომი ტრანზიტისთვის.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ასაფეთქებელი ნივთიერების უკრაინიდან რუსეთის ფედერაციაში საქართველოს გავლით ტრანზიტის პროცესის ორგანიზატორი იყო უკრაინის მოქალაქე, წარმოშობით ბათუმელი ანდრეი შარაშიძე, რომელიც 2020 წელს იყო დეპუტატობის კანდიდატი მმართველი პარტიიდან „ხალხის მსახური".
გამოძიების ვარაუდით, მისთვის ცნობილი იყო ასაფეთქებელი მოწყობილობების შესახებ, რადგანაც აქტიურად ადევნებდა თვალყურს აღნიშნული ტვირთის გადაადგილებას.
სუს-ის ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობების ტრანზიტის პროცესში ჩართული იყო საქართველოს შვიდი, უკრაინის სამი და სომხეთის ორი მოქალაქე.
ამ ეტაპზე გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას. თუმცა, გამოძიების პროცესში შესაძლოა დაზუსტდეს კვალიფიკაცია და გამოძიება სსკ-ის 18-323 მუხლით გაგრძელდეს, რაც ტერორისტული აქტის მომზადებას გულისხმობს.
ყველა ახალი ამბავი
0