https://sputnik-georgia.com/20240205/saqartvelostvis-es-sasineli-datyma-iqneboda-petre-mamraze-sesazlo-teraqtebis-sesaxeb-286111009.html
საქართველოსთვის ეს საშინელი დარტყმა იქნებოდა - პეტრე მამრაძე შესაძლო ტერაქტების შესახებ
საქართველოსთვის ეს საშინელი დარტყმა იქნებოდა - პეტრე მამრაძე შესაძლო ტერაქტების შესახებ
Sputnik საქართველო
ექსპერტმა ქართული სპეცსამსახურების მუშაობა დადებითად შეაფასა 05.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-05T19:10+0400
2024-02-05T19:10+0400
2024-02-05T19:10+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
რუსეთი
უკრაინა
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/18/250985113_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_0ffbb717bac3c6579f2b53a50b01a828.jpg
თბილისი, 5 თებერვალი – Sputnik. ქართულმა სპეცსამსახურებმა შესანიშნავად იმუშავეს და მოახერხეს ფართომასშტაბიანი ტერაქტის აღკვეთა, რაც საქართველოსთვის საშინელი დარტყმა იქნებოდა, - ამის შესახებ Sputnik-საქართველოსთან ინტერვიუში პოლიტოლოგმა პეტრე მამრაძემ განაცხადა.ორშაბათს, 5 თებერვალს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დიდი ტერაქტების განსახორციელებლად განკუთვნილი ასაფეთქებელი მოწყობილობების უკრაინიდან რუსეთში ტრანსპორტირების აღკვეთის შესახებ განაცხადა.მისი თქმით, უკრაინაში კონფლიქტის დაწყების შემდეგ, საქართველოში არაერთხელ ჩამოვიდნენ საერთაშორისო დამკვირვებლები და შეამოწმეს ჩვენი მესაზღვრეების მუშაობა, კერძოდ, ირღვევა თუ არა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციები საქართველოს გავლით ტრანზიტის დროს.„ვერც ერთხელ ვერაფერი ვერ აღმოაჩინეს, ყველაფერი რიგზე იყო. ტერაქტები რომ მომხდარიყო, ბევრი კითხვა გაჩნდებოდა სანქციების დაცვასთან დაკავშირებით", - აღნიშნა ექსპერტმა.ექსპერტის თქმით, რა მიზნით დატოვეს საქართველოში მძლავრი ასაფეთქებელი მოწყობილობები, ამას გამოძიება დაადგენს და ყველა კითხვას პასუხს გასცემს.გამოიტანეთ დასკვნები: სარჯველაძე უკრაინიდან რუსეთში ტრანზიტის მცდელობაზე>>მამრაძის თქმით, როდესაც მოისმინა სუსის განცხადება „ხალხის მსახურის“ წევრის, ბათუმელი ალექსანდრე შარაშიძის ასაფეთქებელი ნივთიერების გადაზიდვაში მონაწილეობის შესახებ, მაშინვე გაახსენდა უმაღლეს რადაში „ხალხის მსახურის“ ფრაქციის ლიდერი დავით არახამია.„მაშინვე გამახსენდა არახამიას მიერ 2021 წელს ნათქვამი სიტყვები, რომ უკრაინას სჭირდებოდა ბირთვული დანადგარები სხვა ქვეყნების და მთელი მსოფლიოს შანტაჟისთვის. რომ მემორანდუმის ხელმოწერა საბედისწერო შეცდომა იყო. მე არ ვარღვევ უდანაშაულობის პრეზუმფციას. მე უბრალოდ ვამბობ, რომ მაშინვე გამახსენდა მისი სიტყვები, როდესაც ვფიქრობდი შესაძლო მასშტაბურ ნგრევაზე“, - განაცხადა მამრაძემ.იმედი ვიქონიოთ, რომ ეს კარგი გაკვეთილი იქნება ტერორისტებისთვის, ხაზგასმით აღნიშნა ექსპერტმა.
საქართველო
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/18/250985113_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_26021c544f27469f5cd09e74784596e3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, რუსეთი, უკრაინა , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, რუსეთი, უკრაინა , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
საქართველოსთვის ეს საშინელი დარტყმა იქნებოდა - პეტრე მამრაძე შესაძლო ტერაქტების შესახებ
ექსპერტმა ქართული სპეცსამსახურების მუშაობა დადებითად შეაფასა
თბილისი, 5 თებერვალი – Sputnik. ქართულმა სპეცსამსახურებმა შესანიშნავად იმუშავეს და მოახერხეს ფართომასშტაბიანი ტერაქტის აღკვეთა, რაც საქართველოსთვის საშინელი დარტყმა იქნებოდა, - ამის შესახებ Sputnik-საქართველოსთან ინტერვიუში პოლიტოლოგმა პეტრე მამრაძემ განაცხადა.
ორშაბათს, 5 თებერვალს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დიდი ტერაქტების განსახორციელებლად განკუთვნილი ასაფეთქებელი მოწყობილობების უკრაინიდან რუსეთში ტრანსპორტირების აღკვეთის შესახებ განაცხადა.
„ქართულმა სპეცსამსახურებმა შესანიშნავად გაართვეს თავი სამუშაოს და მოახერხეს ფართომასშტაბიანი ტერაქტის თავიდან აცილება, რაც საქართველოსთვის საშინელი დარტყმა იქნებოდა. რადგან როცა საზღვარზე ამხელა მოცულობის ასაფეთქებელი ნივთიერების გადაზიდვა ხდება, მაშინ რთულია დაამტკიცო, რომ ამაში ხელისუფლების ხელი არ ურევია“, - განაცხადა ექსპერტმა.
მისი თქმით, უკრაინაში კონფლიქტის დაწყების შემდეგ, საქართველოში არაერთხელ ჩამოვიდნენ საერთაშორისო დამკვირვებლები და შეამოწმეს ჩვენი მესაზღვრეების მუშაობა, კერძოდ, ირღვევა თუ არა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციები საქართველოს გავლით ტრანზიტის დროს.
„ვერც ერთხელ ვერაფერი ვერ აღმოაჩინეს, ყველაფერი რიგზე იყო. ტერაქტები რომ მომხდარიყო, ბევრი კითხვა გაჩნდებოდა სანქციების დაცვასთან დაკავშირებით", - აღნიშნა ექსპერტმა.
ექსპერტის თქმით, რა მიზნით დატოვეს საქართველოში მძლავრი ასაფეთქებელი მოწყობილობები, ამას გამოძიება დაადგენს და ყველა კითხვას პასუხს გასცემს.
მამრაძის თქმით, როდესაც მოისმინა სუსის განცხადება „ხალხის მსახურის“ წევრის, ბათუმელი ალექსანდრე შარაშიძის ასაფეთქებელი ნივთიერების გადაზიდვაში მონაწილეობის შესახებ, მაშინვე გაახსენდა უმაღლეს რადაში „ხალხის მსახურის“ ფრაქციის ლიდერი დავით არახამია.
„მაშინვე გამახსენდა არახამიას მიერ 2021 წელს ნათქვამი სიტყვები, რომ უკრაინას სჭირდებოდა ბირთვული დანადგარები სხვა ქვეყნების და მთელი მსოფლიოს შანტაჟისთვის. რომ მემორანდუმის ხელმოწერა საბედისწერო შეცდომა იყო. მე არ ვარღვევ უდანაშაულობის პრეზუმფციას. მე უბრალოდ ვამბობ, რომ მაშინვე გამახსენდა მისი სიტყვები, როდესაც ვფიქრობდი შესაძლო მასშტაბურ ნგრევაზე“, - განაცხადა მამრაძემ.
იმედი ვიქონიოთ, რომ ეს კარგი გაკვეთილი იქნება ტერორისტებისთვის, ხაზგასმით აღნიშნა ექსპერტმა.