https://sputnik-georgia.com/20240205/saqartvelosi-narkotikebis-zedozirebit-yovelwliurad-30-40-adamiani-irupeba-gomelauri-286120192.html
საქართველოში ნარკოტიკების ზედოზირებით ყოველწლიურად 30-40 ადამიანი იღუპება - შსს
საქართველოში ნარკოტიკების ზედოზირებით ყოველწლიურად 30-40 ადამიანი იღუპება - შსს
Sputnik საქართველო
ნარკოტიკებთან საბრძოლველად კომპლექსური მუშაობა სხვა უწყებების ჩართულობაა საჭირო - ეს პრობლემის მოგვარების ერთადერთი გზაა, განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა 05.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-05T21:41+0400
2024-02-05T21:41+0400
2024-02-06T01:03+0400
ახალი ამბები
საქართველო
ვახტანგ გომელაური
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24854/60/248546080_0:51:2048:1203_1920x0_80_0_0_d6720ea06efe2eb2ba53a4c81bf5dcd6.jpg
თბილისი, 5 თებერვალი – Sputnik. საქართველოში ზედოზირების შედეგად სიკვდილიანობა მაღალია, მაგრამ ნარკოდანაშაულზე მხოლოდ სასჯელის გამკაცრება საკმარისი არაა, განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა.საქართველოში ნარკოდანაშაულისთვის სასჯელი ერთ-ერთი ყველაზე მკაცრია, ამასთან ნარკომოვაჭრეების პასუხისმგებლობა და ნარკოდამოკიდებულთა მიერ მცირე რაოდენობით ნარკოტიკულ ნივთიერებათა შენახვა-შეძენაზე სხვადასხვა პასუხისმგებლობა განცალკევებულია.ნარკოტიკების უკანონო მოხმარება და პირადი მიზნებისთვის დამზადება, შენახვა, გადაზიდვა და ტრანსპორტირება ისჯება ჯარიმით ან გამონაკლისის სახით ადმინისტრაციული თავისუფლების აღკვეთით 15 დღემდე ვადით.განმეორების შემთხვევაში, მოხმარებისთვის სასჯელი იქნება არა თავისუფლების აღკვეთა, არამედ ჯარიმა ან გამოსასწორებელი სამუშაოები.2017 წლიდან საქართველოში მოქმედებს ე.წ. მეტადონით ჩანაცვლების თერაპია, რომლის ფარგლებში პაციენტებს ნარკოტიკის ნაცვლად რეგულარულად მეტადონს უნიშნავენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24854/60/248546080_0:0:1828:1371_1920x0_80_0_0_e952297c9c77527e5ed7eb1666430bb1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ვახტანგ გომელაური , საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
ახალი ამბები, საქართველო, ვახტანგ გომელაური , საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
საქართველოში ნარკოტიკების ზედოზირებით ყოველწლიურად 30-40 ადამიანი იღუპება - შსს
21:41 05.02.2024 (განახლებულია: 01:03 06.02.2024) ნარკოტიკებთან საბრძოლველად კომპლექსური მუშაობა სხვა უწყებების ჩართულობაა საჭირო - ეს პრობლემის მოგვარების ერთადერთი გზაა, განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა
თბილისი, 5 თებერვალი – Sputnik. საქართველოში ზედოზირების შედეგად სიკვდილიანობა მაღალია, მაგრამ ნარკოდანაშაულზე მხოლოდ სასჯელის გამკაცრება საკმარისი არაა, განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა.
საქართველოში ნარკოდანაშაულისთვის სასჯელი ერთ-ერთი ყველაზე მკაცრია, ამასთან ნარკომოვაჭრეების პასუხისმგებლობა და ნარკოდამოკიდებულთა მიერ მცირე რაოდენობით ნარკოტიკულ ნივთიერებათა შენახვა-შეძენაზე სხვადასხვა პასუხისმგებლობა განცალკევებულია.
„სამწუხაროდ, 30-დან 40-ის ფარგლებში მერყეობს ყოველწლიურად ზედოზირებით გარდაცვალების ფაქტები. ეს მსოფლიო პრობლემაა. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს პრობლემა აღმოვფხვრათ“, - განაცხადა გომელაურმა და აღნიშნა, რომ საჭიროა კომპლექსური სამუშაო და შსს-ს გარდა, სხვა უწყებების ჩართულობა.
ნარკოტიკების უკანონო მოხმარება და პირადი მიზნებისთვის დამზადება, შენახვა, გადაზიდვა და ტრანსპორტირება ისჯება ჯარიმით ან გამონაკლისის სახით ადმინისტრაციული თავისუფლების აღკვეთით 15 დღემდე ვადით.
განმეორების შემთხვევაში, მოხმარებისთვის სასჯელი იქნება არა თავისუფლების აღკვეთა, არამედ ჯარიმა ან გამოსასწორებელი სამუშაოები.
2017 წლიდან საქართველოში მოქმედებს ე.წ. მეტადონით ჩანაცვლების თერაპია, რომლის ფარგლებში პაციენტებს ნარკოტიკის ნაცვლად რეგულარულად მეტადონს უნიშნავენ.