https://sputnik-georgia.com/20240205/rodis-miirebs-saqartvelo-axal-sveulmfrenebs-286120352.html
როდის მიიღებს საქართველო ახალ შვეულმფრენებს
როდის მიიღებს საქართველო ახალ შვეულმფრენებს
Sputnik საქართველო
შვეულმფრენების ჯამური ღირებულება 26,5 მილიონ ევროს შეადგენს. 05.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-05T23:00+0400
2024-02-05T23:00+0400
2024-02-06T01:14+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ვახტანგ გომელაური
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/05/286114363_0:234:3072:1962_1920x0_80_0_0_abefbc1a46ed63b68a8b1abcfae8a9c5.jpg
თბილისი, 5 თებერვალი – Sputnik. საქართველოს სასაზღვრო პოლიცია ახალ ვერტმფრენს მიმდინარე წლის მარტში მიიღებს, ხოლო ზაფხულში კიდევ ორს, განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა.საქართველოში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები ასრულებენ როგორც საზღვრის დაცვის ფუნქციას, ასევე მონაწილეობენ სამაშველო ოპერაციებში.„Airbus Helicopters-თან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, სასაზღვრო პოლიციას პირველი შვეულმფრენი მიმდინარე წლის მარტის თვეში გადაეცემა, ხოლო ივნისის ბოლომდე, განხორციელდება დამატებით 2 შვეულმფრენის გადმოცემა. ჯამში სასაზღვრო პოლიციას, მიმდინარე წელს 3 ახალი შვეულმფრენი ეყოლება“, - აღნიშნა გომელაურმა.იმის შესახებ, რომ საქართველო ფრანგული კომპანია Airbus Helicopters-სგან H145-ის მარკის სამი ახალი შვეულმფრენის შეძენას აპირებს, 2022 წელს გახდა ცნობილი, მას მერე, რაც 29 ივლისს გუდაურის მთებში პარაპლანერისტის გადარჩენის ოპერაციის დროს შსს-ს ერთ-ერთი ვერტმფრენი ჩამოვარდა. იმ დღეს ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა.შვეულმფრენების ჯამური ღირებულება 26,5 მილიონ ევროს შეადგენს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/05/286114363_341:0:3072:2048_1920x0_80_0_0_7c15027c03059ab14fb914acef97a1e0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , ვახტანგ გომელაური
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , ვახტანგ გომელაური
როდის მიიღებს საქართველო ახალ შვეულმფრენებს
23:00 05.02.2024 (განახლებულია: 01:14 06.02.2024) შვეულმფრენების ჯამური ღირებულება 26,5 მილიონ ევროს შეადგენს.
თბილისი, 5 თებერვალი – Sputnik. საქართველოს სასაზღვრო პოლიცია ახალ ვერტმფრენს მიმდინარე წლის მარტში მიიღებს, ხოლო ზაფხულში კიდევ ორს, განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა.
საქართველოში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები ასრულებენ როგორც საზღვრის დაცვის ფუნქციას, ასევე მონაწილეობენ სამაშველო ოპერაციებში.
„Airbus Helicopters-თან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, სასაზღვრო პოლიციას პირველი შვეულმფრენი მიმდინარე წლის მარტის თვეში გადაეცემა, ხოლო ივნისის ბოლომდე, განხორციელდება დამატებით 2 შვეულმფრენის გადმოცემა. ჯამში სასაზღვრო პოლიციას, მიმდინარე წელს 3 ახალი შვეულმფრენი ეყოლება“, - აღნიშნა გომელაურმა.
იმის შესახებ, რომ საქართველო ფრანგული კომპანია Airbus Helicopters-სგან H145-ის მარკის სამი ახალი შვეულმფრენის შეძენას აპირებს, 2022 წელს გახდა ცნობილი, მას მერე, რაც 29 ივლისს გუდაურის მთებში პარაპლანერისტის გადარჩენის ოპერაციის დროს შსს-ს ერთ-ერთი ვერტმფრენი ჩამოვარდა. იმ დღეს ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა.
შვეულმფრენების ჯამური ღირებულება 26,5 მილიონ ევროს შეადგენს.