მუშაობა არ უნდათ: მიხეილ სარჯველაძემ ოპოზიციის ნაწილი გააკრიტიკა

© Parliament of Georgiaმიხეილ სარჯველაძე
მიხეილ სარჯველაძე - Sputnik საქართველო, 1920, 05.02.2024
გამოწერა
დეპუტატის აზრით, ახლა ოპოზიცია იბრძვის იმაზე, თუ ვინ მოიგებს დაპირისპირებაში ვერცხლსა და ბრინჯაოს მედლებს, მიაჩნია დეპუტატს
თბილისი, 5 თებერვალი – Sputnik. საქართველოში არის ოპოზიცია, რომელსაც სულაც არ აინტერესებს საქმეებზე მუშაობა და კონკრეტული ფუნქციების შესრულება, განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჟველაძემ არასამთავრობო ორგანიზაცია „ფლანგვის დეტექტორის“ კვლევის კომენტირებისას, რომელიც საკრებულოში ოპოზიციის მუშაობას ეხება.
არასამთავრობო ორგანიზაცია „ფლანგვის დეტექტორმა“, რომელიც ხელისუფლების კრიტიკაზეა ორიენტირებული, გამოაქვეყნა ანგარიში, რომელიც მუნიციპალიტეტების საკრებულოებში „ნაციონალური მოძრაობის“ მანდატით მოხვედრილთა მრავალრიცხოვან გაცდენებს ეხება.
„ჩვენს ქვეყანაში არის ოპოზიცია, რომელსაც სულ არ ანაღვლებს რეალურად საქმეებზე მუშაობა და კონკრეტული ფუნქციის შესრულება. არ მიაჩნიათ, რომ ეს მათი სამსახურია“, - განაცხადა სარჯველაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
მისი თქმით, რადგან ისინი არ არიან ხელისუფლებაში, ვალდებულებებს არ ასრულებენ აბსოლუტურად უპასუხისმგებლოდ ექცევიან საკუთარ მანდატებს.
„აზრს თუ მმარტო იმაში ხედავენ, რომ გადაწყვეტილებას იღებენ თვითონ დამოუკიდებლად თუ არა, ეს, რა თქმა უნდა, ნიშნავს იმას, რომ ისინი არც კვალიფიციურები არიან, არც კეთილსინდისიერები არიან“, - აღნიშნავს სარჯველაძე.
დეპუტატი ასევე არ გამორიცხავს, რომ „ნაცმოძრაობაზე“ მიტანილი ეს კონკრეტული შეტევა შესაძლოა ფართო ჭრილში სააკაშვილის დანაყოფების შიდა ბრძოლის ნაწილად იყოს აღქმული.
დეპუტატი: საქართველოში ოპოზიციას ერთი ამოცანა აქვს - მუდმივი დისკრედიტაცია >>
„რატომ დაისვა საკითხი არასამთავრობო სექტორიდან მხოლოდ ახლა? რეალურად, ყველა კარგად ხვდება, რომ დღეს პოლიტიკური სიტუაცია საქართველოში ისეთია, რომ ოპოზიციაშიც შეგუებულები არიან იმ აზრს, რომ „ქართულ ოცნებას“ ეკუთვნის ოქროს მედალი და პირველი ადგილი“, - განაცხადა სარჯველაძემ.
მისი თქმით, ახლა მთელი ბრძოლა მოდის იმაზე თუ ვინ იქნება თვითონ ოპოზიციაში ვერცხლის და ბრინჯაოს მედლის მფლობელი.
„როგორც ჩანს, დაიწყეს ერთმანეთის გაშავება“, - განაცხადა სარჯველაძემ.
მმართველი პარტიაში ფიქრობენ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ისეთ მძიმე მდგომარეობაშია, რომ შესაძლოა 2024 წლის შემოდგომის საპარლამენტო არჩევნებამდეც ვერ მიაღწიოს.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს პირველად აირჩევენ ახალი სისტემით: არჩევნები იქნება მთლიანად პროპორციული და საარჩევნო უბნებზე ელექტრონული კენჭისყრით ჩატარდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი იქნება 5%. პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს.
2023 წლის წინასწარი გამოკითხვებით, ბარიერის გადალახვას ორიდან ხუთამდე პარტია შეძლებს. ლიდერობას ინარჩუნებს „ქართული ოცნება", „ნაცმოძრაობა" იკავებს მეორე პოზიციას და ყოველ გამოკითხვის დროს სხვაობა ამ პარტიებს შორის იზრდება „ოცნების" სასარგებლოდ.
იმავდროულად, ოპოზიციურ სპექტრში ამჟამად მიმდინარეობს ძალების გადანაწილება და პოლიტიკოსები ახალი პოლიტიკური ძალებისა და კოალიციების შექმნის საკითხზე აქტიურ კონსულტაციებს აწარმოებენ.
ყველა ახალი ამბავი
0