https://sputnik-georgia.com/20240202/deputati-saqartvelos-opozicias-erti-amocana-aqvs-mudmivi-diskreditacia-286059052.html
დეპუტატი: საქართველოში ოპოზიციას ერთი ამოცანა აქვს - მუდმივი დისკრედიტაცია
დეპუტატი: საქართველოში ოპოზიციას ერთი ამოცანა აქვს - მუდმივი დისკრედიტაცია
Sputnik საქართველო
პრემიერობის კანდიდატს წარადგენს ის პარტია, რომელსაც საპარლამენტო არჩევნებზე საუკეთესო შედეგები ჰქონდა. შემდგომ პარლამენტმა ამ კანდიდატსა და მის მიერ წარდგენილ... 02.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-02T14:13+0400
2024-02-02T14:13+0400
2024-02-02T14:13+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოცნება
ქართული ოპოზიცია
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს მთავრობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/10/250625591_0:149:2400:1499_1920x0_80_0_0_8229becadecc2926eb1a0b2aed45cac5.jpg
თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი კობახიძე მაღალი დონის პროფესიონალია, ოპოზიციას კი მხოლოდ ერთი მიზანი აქვს - შეიმუშავოს მუდმივი დისკრედიტაციის სტრატეგია, განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ.კობახიძის კანდიდატურა მთავრობის მეთაურის პოსტზე მას შემდეგ დაასახელეს, რაც 29 იანვარს მისმა წინამორბედმა ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა. პარლამენტს სამთავრობო პროგრამა 2 თებერვალს წარედგინება. უკვე ცნობილია, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები არ აპირებენ კობახიძის კანდიდატურის და მის მიერ წარდგენილი სამთავრობო გუნდის მხარდაჭერას.ამ დროისთვის ცნობილია, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მთავრობის რადიკალურ განახლებას არ აპირებს და მის კაბინეტში მხოლოდ ერთი ახალი სახე იქნება - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩიქოვანი, ვინაიდან ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის მინისტრობიდან გადადგომა გადაწყვიტა.სუბიექტური ვიქნები - საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი პარლამენტთან ურთიერთობაზე>>>რაც შეეხება პროგრამას, კობახიძის მინისტრთა კაბინეტის პროგრამა იქნება დროებითი და გათვლილია 10 თვეზე - საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოცხადებამდე. საქართველოში არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება.ირაკლი ღარიბაშვილმა ორშაბათს, 29 იანვარს მთავრობის მეთაურის თანამდებობიდან გადადგომის შესახება განაცხადა. კობახიძის კანდიდატურა პრემიერის პოსტზე 1 თებერვალს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერვე რიგგარეშე ყრილობაზე წარადგინეს. პარასკევს იგი პარლამენტს სამთავრობო პროგრამას და განახლებულ მინისტრთა კაბინეტს წარუდგენს.პრემიერობის კანდიდატს წარადგენს ის პარტია, რომელსაც საპარლამენტო არჩევნებზე საუკეთესო შედეგები ჰქონდა. შემდგომ პარლამენტმა ამ კანდიდატსა და მის მიერ წარდგენილ მთავრობასა და სამთავრობო პროგრამას ნდობა უნდა გამოუცხადოს.მთავრობამ ნდობის მისაღებად პარლამენტის სულ ცოტა 76 დეპუტატის მხარდაჭერა უნდა მიიღოს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/10/250625591_302:151:2234:1600_1920x0_80_0_0_168f5648a3b7f42291f3d631477df82a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , ქართული ოპოზიცია, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს მთავრობა
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , ქართული ოპოზიცია, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს მთავრობა
დეპუტატი: საქართველოში ოპოზიციას ერთი ამოცანა აქვს - მუდმივი დისკრედიტაცია
პრემიერობის კანდიდატს წარადგენს ის პარტია, რომელსაც საპარლამენტო არჩევნებზე საუკეთესო შედეგები ჰქონდა. შემდგომ პარლამენტმა ამ კანდიდატსა და მის მიერ წარდგენილ მთავრობასა და სამთავრობო პროგრამას ნდობა უნდა გამოუცხადოს.
თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი კობახიძე მაღალი დონის პროფესიონალია, ოპოზიციას კი მხოლოდ ერთი მიზანი აქვს - შეიმუშავოს მუდმივი დისკრედიტაციის სტრატეგია, განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ.
კობახიძის კანდიდატურა მთავრობის მეთაურის პოსტზე მას შემდეგ დაასახელეს, რაც 29 იანვარს მისმა წინამორბედმა ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა. პარლამენტს სამთავრობო პროგრამა 2 თებერვალს წარედგინება. უკვე ცნობილია, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები არ აპირებენ კობახიძის კანდიდატურის და მის მიერ წარდგენილი სამთავრობო გუნდის მხარდაჭერას.
„ოპოზიციას აქვს მხოლოდ ერთი ამოცანა - შეიმუშაოს მუდმივი დისკრედიტაციის სტრატეგია. ირაკლი კობახიძეს ჩვენი საზოგადოება იცნობს, როგორც მაღალი დონის პროფესიონალს. იგი არის პროფესიონალი და ენერგიული ადამიანი, რომელიც კარგად ერკვევა საერთაშორისო და საშინაო პოლიტიკაში და კარგად შეასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს”, - განაცხადა ვოლსკიმ.
ამ დროისთვის ცნობილია, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მთავრობის რადიკალურ განახლებას არ აპირებს და მის კაბინეტში მხოლოდ ერთი ახალი სახე იქნება - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩიქოვანი, ვინაიდან ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის მინისტრობიდან გადადგომა გადაწყვიტა.
რაც შეეხება პროგრამას, კობახიძის მინისტრთა კაბინეტის პროგრამა იქნება დროებითი და გათვლილია 10 თვეზე - საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოცხადებამდე. საქართველოში არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება.
ირაკლი ღარიბაშვილმა ორშაბათს, 29 იანვარს მთავრობის მეთაურის თანამდებობიდან გადადგომის შესახება განაცხადა. კობახიძის კანდიდატურა პრემიერის პოსტზე 1 თებერვალს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერვე რიგგარეშე ყრილობაზე წარადგინეს. პარასკევს იგი პარლამენტს სამთავრობო პროგრამას და განახლებულ მინისტრთა კაბინეტს წარუდგენს.
პრემიერობის კანდიდატს წარადგენს ის პარტია, რომელსაც საპარლამენტო არჩევნებზე საუკეთესო შედეგები ჰქონდა. შემდგომ პარლამენტმა ამ კანდიდატსა და მის მიერ წარდგენილ მთავრობასა და სამთავრობო პროგრამას ნდობა უნდა გამოუცხადოს.
მთავრობამ ნდობის მისაღებად პარლამენტის სულ ცოტა 76 დეპუტატის მხარდაჭერა უნდა მიიღოს.