https://sputnik-georgia.com/20240205/mnisvnelovania-xalxis-da-ara-opoziciis-mxardawera-kalaze-mtavrobis-axal-semadgenlobaze-286114022.html
მნიშვნელოვანია ხალხის და არა ოპოზიციის მხარდაჭერა - კალაძე მთავრობის ახალ შემადგენლობაზე
მნიშვნელოვანია ხალხის და არა ოპოზიციის მხარდაჭერა - კალაძე მთავრობის ახალ შემადგენლობაზე
Sputnik საქართველო
კალაძის თქმით, ხელისუფლების წყარო არის ხალხი. 05.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-05T20:52+0400
2024-02-05T20:52+0400
2024-02-05T20:52+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
კახა კალაძე
ქართული ოცნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/01/286042955_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_80e039b1e250f67b11382961e992c25d.jpg
თბილისი, 5 თებერვალი – Sputnik. ოპოზიციის მხრიდნ საქართველოს მთავრობის განახლებული შემადგენლობის მხარდაჭერას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მეტად მნიშვნელოვანია ხალხის მხარდაჭერა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი კობახიძე კანონმდებლებს სამთავრობო პროგრამა „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ მიმდინარე კვირაში წარუდგენს - ირაკლი კობახიძის, მისი მთავრობისა და პროგრამისადმი ნდობის გამოცხადების საკითხი პლენარულ სხდომაზე 8 თებერვალს დადგება.კალაძის თქმით, ხელისუფლების წყარო არის ხალხი.„სწორედ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის გადაწყვეტილებით, დღეს, ხელისუფლებას წარმოადგენს „ქართული ოცნება“. შესაბამისად, ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია საზოგადოების მხარდაჭერა“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.უკვე ცნობილია, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები, მათ შორის საქართველოში ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო საქართველოსთვის“, „საქართველოსთვის“, „გირჩი“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს და მის სამთავრობო პროგრამას კენჭს არ უყრიან. თუმცა, აპირებენ მონაწილეობის მიღებას როგორც საკომიტეტო მოსმენებში, ასევე პლენარულ სხდომაზე.როგორც პრემიერობის კანდიდატმა განაცხადა, სამთავრობო პროგრამა მხოლოდ 10 თვეზეა გათვლილი და მმართველი პარტიის გამარჯვების შემთხვევაში პროგრამა მთლიანად განახლდება.შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა მუშაობის მთავარი პრიორიტეტი დაასახელა>>რაც შეეხება მთავრობის შემადგენლობას, საქართველოს მინისტრთა კაბინეტში მხოლოდ ერთი ცვლილებაა დაგეგმილი - და თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ ჯუანშერ ბურჭულაძეს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩიქოვანი შეცვლის.პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი და მისი განახლებული მინისტრთა კაბინეტი პლენარულ სხდომამდე სამთავრობო პროგრამას წარუდგენს საქართველოს პარლამენტის 16-ვე კომიტეტს, ორ ფრაქციას და 10 პოლიტიკურ ჯგუფს და სხდომებზე უპასუხებს დეპუტატების შეკითხვებს.მხოლოდ ამ პროცედურის დასრულების შემდეგ დადგება პლენარულ სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი.ნდობის გამოცხადების პროცედურა ასევე ითვალისწინებს პროგრამის წარდგენას და დეპუტატების კითხვებზე პასუხის გაცემას, რის შემდეგაც პარლამენტის დეპუტატებს საშუალება ექნებათ ტრიბუნიდან შეაფასონ კანდიდატი და მის მიერ წარდგენილი მთავრობა.დებატების დასასრულს კენჭი ეყრება ნდობის გამოცხადების საკითხს. ის მიღებულად ჩაითვლება, თუ მას პარლამენტის 76 წევრი მაინც დაუჭერს მხარს. მმართველ პარტიას „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“, რომელმაც პრემიერ-მინისტრის პოსტზე ირაკლი კობახიძე წარადგინა, პარლამენტში 84 ადგილი აქვს.ოფიციალურად, კობახიძე პრემიერ-მინისტრი მხოლოდ მას შემდეგ გახდება, რაც მის დანიშვნას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოაწერს ხელს. თუ ზურაბიშვილი კენჭისყრიდან ორ დღეში უარს იტყვის პრემიერ-მინისტრის დანიშვნაზე, ის ავტომატურად ჩაითვლება მთავრობის მეთაურად.მინისტრობის კანდიდატები თავის თანამდებობებს პრემიერ-მინისტრის ბრძანების საფუძველზე კობახიძის პრემიერ-მინისტრად დანიშვნიდან ორ დღეში დაიკავებენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/01/286042955_0:0:1140:854_1920x0_80_0_0_014097a6cdf248aae46853601df7935a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, კახა კალაძე , ქართული ოცნება
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, კახა კალაძე , ქართული ოცნება
მნიშვნელოვანია ხალხის და არა ოპოზიციის მხარდაჭერა - კალაძე მთავრობის ახალ შემადგენლობაზე
კალაძის თქმით, ხელისუფლების წყარო არის ხალხი.
თბილისი, 5 თებერვალი – Sputnik. ოპოზიციის მხრიდნ საქართველოს მთავრობის განახლებული შემადგენლობის მხარდაჭერას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მეტად მნიშვნელოვანია ხალხის მხარდაჭერა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი კობახიძე კანონმდებლებს სამთავრობო პროგრამა „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ მიმდინარე კვირაში წარუდგენს - ირაკლი კობახიძის, მისი მთავრობისა და პროგრამისადმი ნდობის გამოცხადების საკითხი პლენარულ სხდომაზე 8 თებერვალს დადგება.
„პირველ რიგში, რადიკალიზმი, ოპოზიციისთვის არის დამაზიანებელი. ყველა მათი ნაბიჯი ეწინააღმდეგება ქვეყნის განვითარებას. ჩემთვის მნიშვნელოვანია ხალხის მხარდაჭერა, ოპოზიცია მხარს დაუჭერს მთავრობას თუ არა, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს“, - აცხადებს კახა კალაძე.
კალაძის თქმით, ხელისუფლების წყარო არის ხალხი.
„სწორედ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის გადაწყვეტილებით, დღეს, ხელისუფლებას წარმოადგენს „ქართული ოცნება“. შესაბამისად, ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია საზოგადოების მხარდაჭერა“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
უკვე ცნობილია, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები, მათ შორის საქართველოში ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო საქართველოსთვის“, „საქართველოსთვის“, „გირჩი“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს და მის სამთავრობო პროგრამას კენჭს არ უყრიან. თუმცა, აპირებენ მონაწილეობის მიღებას როგორც საკომიტეტო მოსმენებში, ასევე პლენარულ სხდომაზე.
როგორც პრემიერობის კანდიდატმა განაცხადა, სამთავრობო პროგრამა მხოლოდ 10 თვეზეა გათვლილი და მმართველი პარტიის გამარჯვების შემთხვევაში პროგრამა მთლიანად განახლდება.
რაც შეეხება მთავრობის შემადგენლობას, საქართველოს მინისტრთა კაბინეტში მხოლოდ ერთი ცვლილებაა დაგეგმილი - და თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ ჯუანშერ ბურჭულაძეს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩიქოვანი შეცვლის.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი და მისი განახლებული მინისტრთა კაბინეტი პლენარულ სხდომამდე სამთავრობო პროგრამას წარუდგენს საქართველოს პარლამენტის 16-ვე კომიტეტს, ორ ფრაქციას და 10 პოლიტიკურ ჯგუფს და სხდომებზე უპასუხებს დეპუტატების შეკითხვებს.
მხოლოდ ამ პროცედურის დასრულების შემდეგ დადგება პლენარულ სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი.
ნდობის გამოცხადების პროცედურა ასევე ითვალისწინებს პროგრამის წარდგენას და დეპუტატების კითხვებზე პასუხის გაცემას, რის შემდეგაც პარლამენტის დეპუტატებს საშუალება ექნებათ ტრიბუნიდან შეაფასონ კანდიდატი და მის მიერ წარდგენილი მთავრობა.
დებატების დასასრულს კენჭი ეყრება ნდობის გამოცხადების საკითხს. ის მიღებულად ჩაითვლება, თუ მას პარლამენტის 76 წევრი მაინც დაუჭერს მხარს. მმართველ პარტიას „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“, რომელმაც პრემიერ-მინისტრის პოსტზე ირაკლი კობახიძე წარადგინა, პარლამენტში 84 ადგილი აქვს.
ოფიციალურად, კობახიძე პრემიერ-მინისტრი მხოლოდ მას შემდეგ გახდება, რაც მის დანიშვნას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოაწერს ხელს. თუ ზურაბიშვილი კენჭისყრიდან ორ დღეში უარს იტყვის პრემიერ-მინისტრის დანიშვნაზე, ის ავტომატურად ჩაითვლება მთავრობის მეთაურად.
მინისტრობის კანდიდატები თავის თანამდებობებს პრემიერ-მინისტრის ბრძანების საფუძველზე კობახიძის პრემიერ-მინისტრად დანიშვნიდან ორ დღეში დაიკავებენ.