ისრაელის ელჩს რუსეთის საგარეო უწყებაში დაიბარებენ

© photo: Sputnik / Natalia Seliverstova
  - Sputnik საქართველო, 1920, 05.02.2024
გამოწერა
თბილისი, 5 თებერვალი − Sputnik. რუსეთში ისრაელის ელჩს მიუღებელი განცხადებებისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარებენ, იუწყება „რია ნოვოსტი“ რუსეთის საგარეო უწყებაზე დაყრდნობით.
როგორც სამინისტროში აღნიშნავენ, შიმონ გალპერინის საჯარო განცხადებები დამახინჯებულად წარმოაჩენს რუსეთის საგარეო პოლიტიკურ მიდგომებსა და ისტორიულ რეალობას.
„თეზისები იმის შესახებ, რომ ჰოლოკოსტი მხოლოდ ებრაელი ხალხის განადგურებაა, ეწინააღმდეგება გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას, ხოლო მოსაზრებები რუსეთის „სახელმწიფო კალენდარში“ ცვლილებების აუცილებლობის შესახებ, ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევასთანაა ახლოს“, − აღნიშნავენ რუსეთის საგარეო უწყებაში.
როგორც სამინისტროში უსვამენ ხაზს, განსაკუთრებით აღმაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ისრაელის ელჩი „უპატივცემულოდ საუბრობს“ იმ ძალისხმევის შესახებ, რომლებსაც რუსეთი მძევლების გათავისუფლების საკითხში ახორციელებს.
ყველა ახალი ამბავი
0