https://sputnik-georgia.com/20240205/evrokavsiris-drosis-dawvis-braldebit-dakavebuli-alt-infos-wevri-giraoti-gaatavisufles-286112094.html
ევროკავშირის დროშის დაწვის ბრალდებით დაკავებული „ალტ-ინფოს“ წევრი გირაოთი გაათავისუფლეს
ევროკავშირის დროშის დაწვის ბრალდებით დაკავებული „ალტ-ინფოს“ წევრი გირაოთი გაათავისუფლეს
Sputnik საქართველო
ბრალდებულმა ევროკავშირის დროშა მას შემდეგ დაწვა, რაც 14 დეკემბერს საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა. 05.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-05T19:30+0400
2024-02-05T19:30+0400
2024-02-05T19:30+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24597/58/245975853_0:136:3000:1824_1920x0_80_0_0_58980408f981d5edc57bea1eee7d3496.jpg
თბილისი, 5 თებერვალი – Sputnik. მცხეთის რაიონულმა სასამართლომ 2 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა ორგანიზაცია „ალტ-ინფოს“ წევრი ლაშა შარუხია, რომელმაც მცხეთის ადმინისტრაციულ შენობასთან აღმართული ევროკავშირის დროშა დაწვა, იუწყება ტელეარხი „ალტ-ინფო“.შარუხია 2023 წლის 16 დეკემბერს დააკავეს. მან ევროკავშირის დროშა მას შემდეგ დაწვა, რაც 14 დეკემბერს საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა.საქმის არსებითი განხილვა 16 თებერვალს, მცხეთის რაიონულ სასამართლოში სედგება.„ალტ-ინფოს“ ლიდერები ევროკავშირის დროშის დაწვის გამო დააკავეს >>გათავისუფლებისთანავე შარუხიამ მხარდაჭერისთვის მადლობა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს გადაუხადა.„მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს ღმერთს, რომ არსებობს ჩემი პატრიარქი და ძალიან მიყვარს მე ჩემი პატრიარქი, ჩემი საქართველო. პატრიარქო, ჩემი გული ხარ... რაც შეეხება ჩემს საქართველოს, გაათავისუფლეთ ცოდვებისგან, ძალიან გთხოვთ და მადლობა „ალტ-ინფოს", - ამბობს შარუხია.მან ასევე თქვა, რომ არ სურს რომ საქართველოში ვრცელდებოდეს სოდომური ცოდვები და მისთვის ყველაზე მთავარი წმინდა არის ოჯახი.შარუხიას ბრალი ედება „სახელმწიფო ქონების სოციალურად საშიში გზით განადგურებაში“. დანაშაული სამიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია შარუხიას დაკავების შესახებ, სოციალურ ქსელებში გაჩნდა „კონსერვატიული მოძრაობის" მხარდამჭერების ათობით ვიდეო, მათ შორის ანაფორიანი ადამიანების, რომლებიც კამერის წინ ევროკავშირის დროშას წვავდნენ.2022 წლის იანვრიდან ევროკავშირისა და ნატოს დროშების შეურაცხყოფისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 1 ათასი ლარის ოდენობით, განმეორებითი სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებულია 2 ათასი ლარის ჯარიმა ან 15 დღიანი პატიმრობა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24597/58/245975853_194:0:2806:1959_1920x0_80_0_0_11c0929679ec9454f12a2278dfe704f8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა
ევროკავშირის დროშის დაწვის ბრალდებით დაკავებული „ალტ-ინფოს“ წევრი გირაოთი გაათავისუფლეს
ბრალდებულმა ევროკავშირის დროშა მას შემდეგ დაწვა, რაც 14 დეკემბერს საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა.
თბილისი, 5 თებერვალი – Sputnik. მცხეთის რაიონულმა სასამართლომ 2 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა ორგანიზაცია „ალტ-ინფოს“ წევრი ლაშა შარუხია, რომელმაც მცხეთის ადმინისტრაციულ შენობასთან აღმართული ევროკავშირის დროშა დაწვა, იუწყება ტელეარხი „ალტ-ინფო“.
შარუხია 2023 წლის 16 დეკემბერს დააკავეს. მან ევროკავშირის დროშა მას შემდეგ დაწვა, რაც 14 დეკემბერს საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა.
საქმის არსებითი განხილვა 16 თებერვალს, მცხეთის რაიონულ სასამართლოში სედგება.
გათავისუფლებისთანავე შარუხიამ მხარდაჭერისთვის მადლობა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს გადაუხადა.
„მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს ღმერთს, რომ არსებობს ჩემი პატრიარქი და ძალიან მიყვარს მე ჩემი პატრიარქი, ჩემი საქართველო. პატრიარქო, ჩემი გული ხარ... რაც შეეხება ჩემს საქართველოს, გაათავისუფლეთ ცოდვებისგან, ძალიან გთხოვთ და მადლობა „ალტ-ინფოს", - ამბობს შარუხია.
მან ასევე თქვა, რომ არ სურს რომ საქართველოში ვრცელდებოდეს სოდომური ცოდვები და მისთვის ყველაზე მთავარი წმინდა არის ოჯახი.
შარუხიას ბრალი ედება „სახელმწიფო ქონების სოციალურად საშიში გზით განადგურებაში“. დანაშაული სამიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია შარუხიას დაკავების შესახებ, სოციალურ ქსელებში გაჩნდა „კონსერვატიული მოძრაობის" მხარდამჭერების ათობით ვიდეო, მათ შორის ანაფორიანი ადამიანების, რომლებიც კამერის წინ ევროკავშირის დროშას წვავდნენ.
2022 წლის იანვრიდან ევროკავშირისა და ნატოს დროშების შეურაცხყოფისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 1 ათასი ლარის ოდენობით, განმეორებითი სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებულია 2 ათასი ლარის ჯარიმა ან 15 დღიანი პატიმრობა.