https://sputnik-georgia.com/20231223/alt-infos-liderebi-evrokavsiris-drosis-dawvis-gamo-daakaves-285173262.html
„ალტ-ინფოს“ ლიდერები ევროკავშირის დროშის დაწვის გამო დააკავეს
„ალტ-ინფოს“ ლიდერები ევროკავშირის დროშის დაწვის გამო დააკავეს
Sputnik საქართველო
საქართველოში ევროკავშირის და ნატოს დროშების შეურაცხყოფისთვის საკმაოდ სოლიდური ჯარიმაა გათვალისწინებული 23.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-23T12:41+0400
2023-12-23T12:41+0400
2024-02-05T18:16+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
თბილისი დღეს
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/03/268141982_0:133:1280:853_1920x0_80_0_0_f5e3d397c2c51ddab77cae2f12fa5146.jpg
თბილისი, 23 დეკემბერი – Sputnik. გვიან ღამით ორგანიზაცია „ალტ ინფოს“ ბაზაზე შექმნილი „კონსერვატიული მოძრაობის“ ლიდერები ზურაბ მახარაძე და ირაკლი მარტინენკო თბილისში მერიის შენობასთან აღმართული ევროკავშირის დროშის დაწვის შემდეგ დააკავეს.მომხდარის შესახებ მახარაძემ და მარტინენკომ სამართალდამცავებს თავად აცნობეს. ისინი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.კონსერვატორების ლიდერებმა თავიანთი საქციელი ახსნეს სოლიდარობით თავიანთი მხარდამჭერისა და აქტივისტის, ლაშა შარუხიას მიმართ, რომელიც ცოტა ხნის წინ მცხეთაში ევროკავშირის დროშის დაწვის შემდეგ დააკავეს. მას ბრალი ედებოდა „სახელმწიფო ქონების სოციალურად საშიში გზით განადგურებაში“. დანაშაული სამიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შარუხიამ ევროკავშირის დროშა მას შემდეგ დაწვა, რაც 14 დეკემბერს საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა.მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ირაკლი მარტინენკო დააჯარიმეს, ხოლო ზურაბ მახარაძის მიმართ ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყო.მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია შარუხიას დაკავების შესახებ, სოციალურ ქსელებში გაჩნდა „კონსერვატიული მოძრაობის" მხარდამჭერების ათობით ვიდეო, მათ შორის ანაფორიანი ადამიანების, რომლებიც კამერის წინ ევროკავშირის დროშას წვავდნენ.2022 წლის იანვრიდან ევროკავშირისა და ნატოს დროშების შეურაცხყოფისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 1 ათასი ლარის ოდენობით, განმეორებითი სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებულია 2 ათასი ლარის ჯარიმა ან 15 დღიანი პატიმრობა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/03/268141982_143:0:1280:853_1920x0_80_0_0_9c0271ec66b82cf256e1f2ca4b9baecf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, თბილისი დღეს, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, თბილისი დღეს, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა
„ალტ-ინფოს“ ლიდერები ევროკავშირის დროშის დაწვის გამო დააკავეს
12:41 23.12.2023 (განახლებულია: 18:16 05.02.2024) საქართველოში ევროკავშირის და ნატოს დროშების შეურაცხყოფისთვის საკმაოდ სოლიდური ჯარიმაა გათვალისწინებული
თბილისი, 23 დეკემბერი – Sputnik. გვიან ღამით ორგანიზაცია „ალტ ინფოს“ ბაზაზე შექმნილი „კონსერვატიული მოძრაობის“ ლიდერები ზურაბ მახარაძე და ირაკლი მარტინენკო თბილისში მერიის შენობასთან აღმართული ევროკავშირის დროშის დაწვის შემდეგ დააკავეს.
მომხდარის შესახებ მახარაძემ და მარტინენკომ სამართალდამცავებს თავად აცნობეს. ისინი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.
კონსერვატორების ლიდერებმა თავიანთი საქციელი ახსნეს სოლიდარობით თავიანთი მხარდამჭერისა და აქტივისტის, ლაშა შარუხიას მიმართ, რომელიც ცოტა ხნის წინ მცხეთაში ევროკავშირის დროშის დაწვის შემდეგ დააკავეს. მას ბრალი ედებოდა „სახელმწიფო ქონების სოციალურად საშიში გზით განადგურებაში“. დანაშაული სამიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შარუხიამ ევროკავშირის დროშა მას შემდეგ დაწვა, რაც 14 დეკემბერს საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ირაკლი მარტინენკო დააჯარიმეს, ხოლო ზურაბ მახარაძის მიმართ ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყო.
მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია შარუხიას დაკავების შესახებ, სოციალურ ქსელებში გაჩნდა „კონსერვატიული მოძრაობის" მხარდამჭერების ათობით ვიდეო, მათ შორის ანაფორიანი ადამიანების, რომლებიც კამერის წინ ევროკავშირის დროშას წვავდნენ.
2022 წლის იანვრიდან ევროკავშირისა და ნატოს დროშების შეურაცხყოფისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 1 ათასი ლარის ოდენობით, განმეორებითი სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებულია 2 ათასი ლარის ჯარიმა ან 15 დღიანი პატიმრობა.