მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ევროკავშირი რუსი დიპლომატებისთვის გადაადგილების შეზღუდვაზე მუშაობს

© AP Photo / Shakh Aivazov
  - Sputnik საქართველო, 1920, 05.02.2024
გამოწერა
თბილისი, 5 თებერვალი − Sputnik. ევროკავშირი თავის ტერიტორიაზე რუსი დიპლომატების გადაადგილების შეზღუდვის შესაძლებლობას განიხილავს, იუწყება Politico წყაროზე დაყრდნობით.
გავრცელებული ინფორმაციით, ინიციატივა რუსი დიპლომატებისთვის იმ ქვეყნებში მოგზაურობის შეზღუდვას გულისხმობს, რომლებშიც აკრედიტებული არიან.
აღსანიშნავია, რომ ამ დროისათვის რუს დიპლომატებს თავისუფლად შეუძლიათ შენგენის მთელ ზონაში მოგზაურობა.
შეზღუდვების შემოღება ანტირუსული სანქციების მე-13 პაკეტის ფარგლებში იგეგმება. თუმცა, როგორც Politico-ს წყარო აცხადებს, ამ იდეის რეალიზაცია არც ისე იოლი იქნება. შენგენის ზონის შიგნით გადაადგილება დიდწილად არ კონტროლდება, ვინაიდან ევროკავშირის ქვეყნებს შორის სასაზღვრო-გამშვები პუნქტები არ არსებობს.
გამოცემის ცნობით, რუსი დიპლომატებისთვის ევროკავშირში გადაადგილების შეზღუდვის ინიციატივა ჩეხეთმა წამოაყენა, რომელიც ირწმუნება, რომ მის ტერიტორიაზე ხშირად ჩადიან „რუსეთის დაზვერვისა და სხვა სპეცსამსახურების აგენტები“.
ყველა ახალი ამბავი
0