დასკვნების გაკეთება ნაადრევია - მამუკა არეშიძე საქართველოს გავლით ასაფეთქებლის გადაზიდვაზე

© photo: Sputnikსუსი
სუსი - Sputnik საქართველო, 1920, 05.02.2024
გამოწერა
ქართულმა სპეცსამსახურებმა შეასრულეს თავიანთი პროფესიული მოვალეობა და აღკვეთეს საფრთხე, უპირველეს ყოვლისა, თავად საქართველოსთვის, - განაცხადა ექსპერტმა
თბილისი, 5 თებერვალი – Sputnik. გამოძიების დასრულებამდე შეუძლებელია უკრაინის ხელისუფლების ჩართულობაზე უკრაინიდან საქართველოში ასაფეთქებელი მოწყობილობის შემოტანის და რუსეთში შემდგომი ტრანსპორტირების საქმეში, განუცხადა Sputnik-საქართველოს ანალიტიკოსმა და კავკასიის საკითხებში ექსპერტმა მამუკა არეშიძემ.
ორშაბათს, 5 თებერვალს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დიდი ტერაქტების განსახორციელებლად განკუთვნილი ასაფეთქებელი მოწყობილობების უკრაინიდან რუსეთში ტრანსპორტირების აღკვეთის შესახებ განაცხადა, რომლის ხალხმრავალ ადგილას გააქტიურება დიდ მსხვერპლს გამოიწვევდა. დანაშაულის ორგანიზებაში ბრალდებულია უკრაინის მოქალაქე, წარმოშობით ბათუმელი ალექსანდრე შარაშიძე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ვარაუდობს, რომ ტერაქტის შემთხვევაში იგეგმებოდა ისრების საქართველოზე გადმოტანა.
„ჯერ უნდა ჩატარდეს გამოძიება, შემდეგ გამოვიტანოთ დასკვნები. ახლა გვაქვს ისეთი მოცემულობა, რომ ამ საქმეში საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეები არიან ჩართულნი. ეს შესაძლოა ყოფილიყო რუსეთის მოქალაქეც. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ უკრაინის ხელისუფლებამ ვინმეს ეს საქმეზე დაავალა, ჯერ ასეთი მონაცემები არ გვაქვს, ყველაფერი გასარკვევია“, - განაცხადა არეშიძემ.
ანალიტიკოსს მიაჩნია, რომ ქართულმა სპეცსამსახურებმა შეასრულეს თავიანთი პროფესიული მოვალეობა და თავიდან აიცილეს საფრთხე, პირველ რიგში, თავად საქართველოსთვის.
„პროფესიონალურად იმუშავეს თუ არა მათ (საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები) ძნელი სათქმელია, რადგან ჩვენ არ გვაქვს სრული მონაცემები, მაგრამ თავისთავად სასიხარულოა ის ფაქტი, რომ პირველ რიგში მათ აღკვეთეს საფრთხე ჩვენი ქვეყნისთვის. რადგანაც როდესაც შენს ტერიტორიაზე დასეირნობს ხალხი ასაფეთქებელი ნივთიერებით და იარაღით, ეს არც ისე სასიამოვნოა“, - განაცხადა მან.
არეშიძეს მიაჩნია, რომ ეს ფაქტი არანაირ გავლენას არ მოახდენს საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე, თუმცა აღნიშნა, რომ მეზობელ ქვეყნებს შორის კავშირები გაუმჯობესდა დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკის - „გეოპოლიტიკურ ქაოსში ოქროს შუალედის დაჭერის“ წყალობით.
გამოძიების დეტალები
როგორც გამოძიებამ დაადგინა, ასაფეთქებელი მოწყობილობები საქართველოში უკრაინის ქალაქ ოდესიდან რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის გავლით იქნა შემოტანილი და მათი რუსეთის ქალაქ ვორონეჟში ჩატანა იგეგმებოდა.
სუსის მონაცემებით, S-4 ასაფეთქებელი ნივთიერებები - საერთო მასით 14 კილოგრამი - დაყოფილი იყო ექვს ასაფეთქებელ მოწყობილობად დეტონატორებით და ქრონომეტრებით დაპროგრამებული აფეთქების დროით. ბოროტმოქმედებმა ეს მოწყობილობები ელექტრომობილის ორ ბატარეაში დამალეს - თითოეულ ბატარეაში სამი.
თავდაპირველად იგეგმებოდა ექვსივე ასაფეთქებელი მოწყობილობის რუსეთის ქალაქ ვორონეჟში ჩატანა, თუმცა, მოგვიანებით, დამკვეთის დავალებით გადაწყვეტილება შეიცვალა და პროცესში ჩართულმა პირებმა, ერთ-ერთი კონტეინერის, სადაც სამი ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო მოთავსებული, ქვეყნიდან გატანა სცადეს, დანარჩენი სამი კი თბილისში კონკრეტულ მისამართზე დატოვეს.
სპეცსამსახურებმა უკრაინიდან რუსეთში ასაფეთქებელი ნივთიერების გადაზიდვა აღკვეთეს>>>
კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლების მიერ ამოღებულ იქნა აღნიშნული მოწყობილობები იმ დროს, როდესაც მას უნდა გადაეკვეთა საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარი საქართველოს მხრიდან - ამ დროისთვის გამოძიება ცდილობს დაადგინოს, თბილისში დტოვებული ასაფეთქებელი მოწყობილობები განკუთვნილი იყო საქართველოსთვის თუ შემდგომი ტრანზიტისთვის.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ასაფეთქებელი ნივთიერების უკრაინიდან რუსეთის ფედერაციაში საქართველოს გავლით ტრანზიტის პროცესის ორგანიზატორი იყო უკრაინის მოქალაქე, წარმოშობით ბათუმელი ანდრეი შარაშიძე, რომელიც 2020 წელს იყო დეპუტატობის კანდიდატი მმართველი პარტიიდან „ხალხის მსახური".
გამოძიების ვარაუდით, მისთვის ცნობილი იყო ასაფეთქებელი მოწყობილობების შესახებ, რადგანაც აქტიურად ადევნებდა თვალყურს აღნიშნული ტვირთის გადაადგილებას.
სუს-ის ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობების ტრანზიტის პროცესში ჩართული იყო საქართველოს შვიდი, უკრაინის სამი და სომხეთის ორი მოქალაქე.
ამ ეტაპზე გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას. თუმცა, გამოძიების პროცესში შესაძლოა დაზუსტდეს კვალიფიკაცია და გამოძიება სსკ-ის 18-323 მუხლით გაგრძელდეს, რაც ტერორისტული აქტის მომზადებას გულისხმობს.
ყველა ახალი ამბავი
0