https://sputnik-georgia.com/20240205/asafetqebeli-mowyobilobis-gtranzitis-saqme-saqartvelo-ukrainisgan-informacias-elodeba-286114990.html
ასაფეთქებელი მოწყობილობის ტრანზიტის საქმე - საქართველო უკრაინისგან ინფორმაციას ელოდება
ასაფეთქებელი მოწყობილობის ტრანზიტის საქმე - საქართველო უკრაინისგან ინფორმაციას ელოდება
Sputnik საქართველო
ჩვენ ვითანამშრომლებთ არა მხოლოდ უკრაინასთან, არამედ იმ ქვეყნებთან, რომელთა ტერიტორიაზეც გაიარა ამ ტვირთმა, განაცხადა ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელმა. 05.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-05T21:16+0400
2024-02-05T21:16+0400
2024-02-06T01:28+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0b/251142624_0:117:3225:1931_1920x0_80_0_0_c5bf2815bfe0f3411646d2b1d301a0ef.jpg
თბილისი, 5 თებერვალი – Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უკრაინისგან ელოდება შესაბამის ინფორმაციას უკრაინის ქალაქ ოდესიდან რუსეთის ქალაქ ვორონეჟში საქართველოს გავლით ასაფეთქებელი ნივთიერებების ტრანზიტის საქმეზე, განაცხადა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელმა ბაჩა მგელაძემ.ორშაბათს, 5 თებერვალს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დიდი ტერაქტების განსახორციელებლად განკუთვნილი ასაფეთქებელი მოწყობილობების უკრაინიდან რუსეთში ტრანსპორტირების აღკვეთის შესახებ განაცხადა, რომლის ხალხმრავალ ადგილას გააქტიურება დიდ მსხვერპლს გამოიწვევდა. დანაშაულის ორგანიზებაში ბრალდებულია უკრაინის მოქალაქე, წარმოშობით ბათუმელი ალექსანდრე შარაშიძე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ვარაუდობს, რომ ტერაქტის შემთხვევაში იგეგმებოდა ისრების საქართველოზე გადმოტანა.მისი თქმით, უწყებამ უკრაინულ მხარეს უკვე აცნობა საქმის შესახებ.„უკრაინულ მხარეს მივაწოდეთ ინფორმაცია კონკრეტული ფაქტის შესახებ და მივაწოდეთ მეტი დეტალები. ველოდებით მათგან შესაბამის ინფორმაციას, რომელიც დაეხმარება გამოძიებას და დაადასტურებს გარკვეულ დეტალებს", - განაცხადა მგელაძემ.გამოძიების დეტალებიროგორც გამოძიებამ დაადგინა, ასაფეთქებელი მოწყობილობები საქართველოში უკრაინის ქალაქ ოდესიდან რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის გავლით იქნა შემოტანილი და მათი რუსეთის ქალაქ ვორონეჟში ჩატანა იგეგმებოდა.სუსის მონაცემებით, S-4 ასაფეთქებელი ნივთიერებები - საერთო მასით 14 კილოგრამი - დაყოფილი იყო ექვს ასაფეთქებელ მოწყობილობად დეტონატორებით და ქრონომეტრებით დაპროგრამებული აფეთქების დროით. ბოროტმოქმედებმა ეს მოწყობილობები ელექტრომობილის ორ ბატარეაში დამალეს - თითოეულ ბატარეაში სამი.თავდაპირველად იგეგმებოდა ექვსივე ასაფეთქებელი მოწყობილობის რუსეთის ქალაქ ვორონეჟში ჩატანა, თუმცა, მოგვიანებით, დამკვეთის დავალებით გადაწყვეტილება შეიცვალა და პროცესში ჩართულმა პირებმა, ერთ-ერთი კონტეინერის, სადაც სამი ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო მოთავსებული, ქვეყნიდან გატანა სცადეს, დანარჩენი სამი კი თბილისში კონკრეტულ მისამართზე დატოვეს.სპეცსამსახურებმა უკრაინიდან რუსეთში ასაფეთქებელი ნივთიერების გადაზიდვა აღკვეთეს>>>კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლების მიერ ამოღებულ იქნა აღნიშნული მოწყობილობები იმ დროს, როდესაც მას უნდა გადაეკვეთა საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარი საქართველოს მხრიდან - ამ დროისთვის გამოძიება ცდილობს დაადგინოს, თბილისში დტოვებული ასაფეთქებელი მოწყობილობები განკუთვნილი იყო საქართველოსთვის თუ შემდგომი ტრანზიტისთვის.გამოძიებამ დაადგინა, რომ ასაფეთქებელი ნივთიერების უკრაინიდან რუსეთის ფედერაციაში საქართველოს გავლით ტრანზიტის პროცესის ორგანიზატორი იყო უკრაინის მოქალაქე, წარმოშობით ბათუმელი ანდრეი შარაშიძე, რომელიც 2020 წელს იყო დეპუტატობის კანდიდატი მმართველი პარტიიდან „ხალხის მსახური".გამოძიების ვარაუდით, მისთვის ცნობილი იყო ასაფეთქებელი მოწყობილობების შესახებ, რადგანაც აქტიურად ადევნებდა თვალყურს აღნიშნული ტვირთის გადაადგილებას.სუს-ის ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობების ტრანზიტის პროცესში ჩართული იყო საქართველოს შვიდი, უკრაინის სამი და სომხეთის ორი მოქალაქე.ამ ეტაპზე გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას. თუმცა, გამოძიების პროცესში შესაძლოა დაზუსტდეს კვალიფიკაცია და გამოძიება სსკ-ის 18-323 მუხლით გაგრძელდეს, რაც ტერორისტული აქტის მომზადებას გულისხმობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0b/251142624_248:0:2977:2047_1920x0_80_0_0_85da79e0c2bd036dc7849eb6324a1e5f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები
ასაფეთქებელი მოწყობილობის ტრანზიტის საქმე - საქართველო უკრაინისგან ინფორმაციას ელოდება
21:16 05.02.2024 (განახლებულია: 01:28 06.02.2024) ჩვენ ვითანამშრომლებთ არა მხოლოდ უკრაინასთან, არამედ იმ ქვეყნებთან, რომელთა ტერიტორიაზეც გაიარა ამ ტვირთმა, განაცხადა ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელმა.
თბილისი, 5 თებერვალი – Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უკრაინისგან ელოდება შესაბამის ინფორმაციას უკრაინის ქალაქ ოდესიდან რუსეთის ქალაქ ვორონეჟში საქართველოს გავლით ასაფეთქებელი ნივთიერებების ტრანზიტის საქმეზე, განაცხადა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელმა ბაჩა მგელაძემ.
ორშაბათს, 5 თებერვალს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დიდი ტერაქტების განსახორციელებლად განკუთვნილი ასაფეთქებელი მოწყობილობების უკრაინიდან რუსეთში ტრანსპორტირების აღკვეთის შესახებ განაცხადა, რომლის ხალხმრავალ ადგილას გააქტიურება დიდ მსხვერპლს გამოიწვევდა. დანაშაულის ორგანიზებაში ბრალდებულია უკრაინის მოქალაქე, წარმოშობით ბათუმელი ალექსანდრე შარაშიძე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ვარაუდობს, რომ ტერაქტის შემთხვევაში იგეგმებოდა ისრების საქართველოზე გადმოტანა.
„ამ საქმეზე ჩვენ ვითანამშრომლებთ არა მხოლოდ უკრაინასთან, არამედ იმ ქვეყნებთან, რომელთა ტერიტორიაზეც გაიარა ამ ტვირთმა“, - განაცხადა მგელაძემ.
მისი თქმით, უწყებამ უკრაინულ მხარეს უკვე აცნობა საქმის შესახებ.
„უკრაინულ მხარეს მივაწოდეთ ინფორმაცია კონკრეტული ფაქტის შესახებ და მივაწოდეთ მეტი დეტალები. ველოდებით მათგან შესაბამის ინფორმაციას, რომელიც დაეხმარება გამოძიებას და დაადასტურებს გარკვეულ დეტალებს", - განაცხადა მგელაძემ.
როგორც გამოძიებამ დაადგინა, ასაფეთქებელი მოწყობილობები საქართველოში უკრაინის ქალაქ ოდესიდან რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის გავლით იქნა შემოტანილი და მათი რუსეთის ქალაქ ვორონეჟში ჩატანა იგეგმებოდა.
სუსის მონაცემებით, S-4 ასაფეთქებელი ნივთიერებები - საერთო მასით 14 კილოგრამი - დაყოფილი იყო ექვს ასაფეთქებელ მოწყობილობად დეტონატორებით და ქრონომეტრებით დაპროგრამებული აფეთქების დროით. ბოროტმოქმედებმა ეს მოწყობილობები ელექტრომობილის ორ ბატარეაში დამალეს - თითოეულ ბატარეაში სამი.
თავდაპირველად იგეგმებოდა ექვსივე ასაფეთქებელი მოწყობილობის რუსეთის ქალაქ ვორონეჟში ჩატანა, თუმცა, მოგვიანებით, დამკვეთის დავალებით გადაწყვეტილება შეიცვალა და პროცესში ჩართულმა პირებმა, ერთ-ერთი კონტეინერის, სადაც სამი ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო მოთავსებული, ქვეყნიდან გატანა სცადეს, დანარჩენი სამი კი თბილისში კონკრეტულ მისამართზე დატოვეს.
კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლების მიერ ამოღებულ იქნა აღნიშნული მოწყობილობები იმ დროს, როდესაც მას უნდა გადაეკვეთა საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარი საქართველოს მხრიდან - ამ დროისთვის გამოძიება ცდილობს დაადგინოს, თბილისში დტოვებული ასაფეთქებელი მოწყობილობები განკუთვნილი იყო საქართველოსთვის თუ შემდგომი ტრანზიტისთვის.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ასაფეთქებელი ნივთიერების უკრაინიდან რუსეთის ფედერაციაში საქართველოს გავლით ტრანზიტის პროცესის ორგანიზატორი იყო უკრაინის მოქალაქე, წარმოშობით ბათუმელი ანდრეი შარაშიძე, რომელიც 2020 წელს იყო დეპუტატობის კანდიდატი მმართველი პარტიიდან „ხალხის მსახური".
გამოძიების ვარაუდით, მისთვის ცნობილი იყო ასაფეთქებელი მოწყობილობების შესახებ, რადგანაც აქტიურად ადევნებდა თვალყურს აღნიშნული ტვირთის გადაადგილებას.
სუს-ის ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობების ტრანზიტის პროცესში ჩართული იყო საქართველოს შვიდი, უკრაინის სამი და სომხეთის ორი მოქალაქე.
ამ ეტაპზე გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას. თუმცა, გამოძიების პროცესში შესაძლოა დაზუსტდეს კვალიფიკაცია და გამოძიება სსკ-ის 18-323 მუხლით გაგრძელდეს, რაც ტერორისტული აქტის მომზადებას გულისხმობს.