https://sputnik-georgia.com/20240204/gvalva-da-myinvarebis-dnoba-ra-elis-saqartvelos-286091560.html
გვალვა და მყინვარების დნობა - რა ელის საქართველოს
გვალვა და მყინვარების დნობა - რა ელის საქართველოს
Sputnik საქართველო
სპეციალისტმა ისაუბრა კლიმატურ ცვლილებებზე, რომლებიც საქართველოშია ნავარაუდევი 04.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-04T14:58+0400
2024-02-04T14:58+0400
2024-02-04T14:58+0400
ახალი ამბები
საქართველო
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
საზოგადოება
კლიმატური ცვლილებები და ანომალიები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/05/264986822_0:0:3001:1688_1920x0_80_0_0_684e3f8410681f3e2ed7369bec69fb38.jpg
თბილისი, 4 თებერვალი – Sputnik. აღმოსავლეთ საქართველოში მომდევნო 20-30-წლიან პერიოდში წვიმის დაახლოებით 10-20%-ის კლებაა ნავარაუდევი, დასავლეთ საქართველოში მყინვარების დნობაა მოსალოდნელი, განაცხადა დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსმა ლაშა სუხიშვილმა „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში.წლის განმავლობაში წვიმების რაოდენობა შემცირდება, მაგრამ გაიზრდება წვიმის ინტენსივობა. გაიზრდება გვალვიანი დღეების რაოდენობა, რაც ძალზე მტკივნეული იქნება სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოსთვის, განსაკუთრებით კახეთისა და ქვემო ქართლისთვის.განსახლების არეალი - ტერიტორიის ნაწილი, სადაც მდებარეობს დასახლებული პუნქტები, სახნავ-სათესი და სხვა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.დასავლეთ საქართველოში ამას ემატება მყინვარების დნობა. აღმოსავლეთ საქართველოში არის მყინვარები, რომლებიც უკან იხევენ, ფაქტობრივად, ქრებიან, დასავლეთ საქართველოში უკან იხევენ და ორად იყოფიან, აღნისნა სპეციალისტმა.თუ კლიმატის ცვლილება ასეთი ტემპით გაგრძელდა, მდინარეებში წყლის რესურსების გადაფასება მოგვიწევს, ჰიდროენერგეტიკას სხვა თვალით უნდა შევხედოთ, აღნიშნა სუხიშვილმა.საქართველოში კაშხლების უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტი შემუშავდა>>კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული საფრთხეები - ესაა წყალდიდობები, წყალმოვარდნები, ღვარცოფი, მეწყერი, ზვავები, გვალვა, სეტყვა, ექსტრემალური ამინდები - დაბალი და მაღალი ტემპერატურის დღეები, რის შედეგადაც მატულობს კატასტროფები.მსოფლიოში მყინვარების დნობა ზღვის დონის აწევასაც იწვევს და კლიმატის ცვლილების გამო გრიგალების, ციკლონებისა და შტორმის ინტენსივობაც მატულობს.ქართველი გლაციოლოგი ლევან ტიელიძე აღნიშნავს, რომ ყინული თხელდება და სიმტკიცეს კარგავს, შესაბამისად, ირღვევა მათი სტაბილურობა, ისინი სტიქიური პროცესების მიმართ საშიში ხდებიან.კავკასიონზე მყინვარების დნობის ინტენსივობა ძალიან მომატებულია. ნოემბერში გადაღებული კავკასიონის სატელიტური სურათების მიხედვით ჩანს, რომ რამდენიმე დიდი ზომის ტბაა წარმოქმნილი ლეხსირისა და წანერის მყინვარზე (ორივე მესტიის მუნიციპალიტეტშია), აღნიშნა ტიელიძემ.როცა ტბის ჯებირი გაირღვევა, ამას მოსდევს წყალმოვარდნა და ღვარცოფის წარმოქმნა.სპეციალისტები აცხადებენ, რომ საჭიროა პრევენციის საშუალებების დანერგვა, კერძოდ ესაა მონიტორინგი და წინასწარი შეტყობინების სისტემები, ასევე, მნიშვნელოვანია მოსახლეობის ინფორმირებულობაც მოსალოდნელ საფრთხეებზე.ბოლო ინვენტარიზაციით დადგენილია, რომ 2020 წლის მდგომარეობით, კავკასიონზე 2000-მდე მყინვარია. მყინვარები კი მტკნარი წყლის მარაგია. საქართველოში დიდი მდინარეები მყინვარებიდან გამოედინება. მართალია, ისინი მყინვარებით იკვებებიან, მაგრამ მათ გარეშეც იარსებებდნენ, თუმცა მდინარეული ჩამონადენი უფრო ნაკლები იქნებოდა.თუ ასე გაგრძელდა და კლიმატური ცვლილებების კუთხით არ მოხდება დადებითი ძვრები, 2100 წლისთვის აღმოსავლეთ კავკასიონის ძირითადი მყინვარები გაქრება. ადამიანები ამისათვის მზად უნდა იყონ, რადგან მათ ქრობას მოჰყვება სტიქიური პროცესები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/05/264986822_153:0:2814:1996_1920x0_80_0_0_cd6f7192dbbb51ccaf3b6130c4c82b6c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, საზოგადოება, კლიმატური ცვლილებები და ანომალიები
ახალი ამბები, საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, საზოგადოება, კლიმატური ცვლილებები და ანომალიები
გვალვა და მყინვარების დნობა - რა ელის საქართველოს
სპეციალისტმა ისაუბრა კლიმატურ ცვლილებებზე, რომლებიც საქართველოშია ნავარაუდევი
თბილისი, 4 თებერვალი – Sputnik. აღმოსავლეთ საქართველოში მომდევნო 20-30-წლიან პერიოდში წვიმის დაახლოებით 10-20%-ის კლებაა ნავარაუდევი, დასავლეთ საქართველოში მყინვარების დნობაა მოსალოდნელი, განაცხადა დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსმა ლაშა სუხიშვილმა „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში.
წლის განმავლობაში წვიმების რაოდენობა შემცირდება, მაგრამ გაიზრდება წვიმის ინტენსივობა. გაიზრდება გვალვიანი დღეების რაოდენობა, რაც ძალზე მტკივნეული იქნება სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოსთვის, განსაკუთრებით კახეთისა და ქვემო ქართლისთვის.
„მდინარეებს მოუწევთ ახალი ჰიდროლოგიური რეჟიმის ჩამოყალიბება, რაზეც, სავარაუდოდ, არ იქნება ადაპტირებული ჩვენი განსახლების არეალები - მდინარეები ჩამოაყალიბებენ დიდი რაოდენობით წყალს, წყალმოვარდნას და დატბორავენ ისეთ ტერიტორიებს, რომლებიც აქამდე არ დაუტბორავთ“, - განაცხადა სუხიშვილმა.
განსახლების არეალი - ტერიტორიის ნაწილი, სადაც მდებარეობს დასახლებული პუნქტები, სახნავ-სათესი და სხვა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.
დასავლეთ საქართველოში ამას ემატება მყინვარების დნობა. აღმოსავლეთ საქართველოში არის მყინვარები, რომლებიც უკან იხევენ, ფაქტობრივად, ქრებიან, დასავლეთ საქართველოში უკან იხევენ და ორად იყოფიან, აღნისნა სპეციალისტმა.
თუ კლიმატის ცვლილება ასეთი ტემპით გაგრძელდა, მდინარეებში წყლის რესურსების გადაფასება მოგვიწევს, ჰიდროენერგეტიკას სხვა თვალით უნდა შევხედოთ, აღნიშნა სუხიშვილმა.
კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული საფრთხეები - ესაა წყალდიდობები, წყალმოვარდნები, ღვარცოფი, მეწყერი, ზვავები, გვალვა, სეტყვა, ექსტრემალური ამინდები - დაბალი და მაღალი ტემპერატურის დღეები, რის შედეგადაც მატულობს კატასტროფები.
მსოფლიოში მყინვარების დნობა ზღვის დონის აწევასაც იწვევს და კლიმატის ცვლილების გამო გრიგალების, ციკლონებისა და შტორმის ინტენსივობაც მატულობს.
„საბედნიეროდ, ეს ჩვენთვის არ არის იმდენად საფრთხე, რადგან შავი ზღვა შიდა ზღვაა, მაგრამ სანაპიროსთან დაკავშირებული პრობლემები აქაც მატულობს - უკვე იყო და იქნება შტორმები“, - აღნიშნა სუხიშვილმა.
ქართველი გლაციოლოგი ლევან ტიელიძე აღნიშნავს, რომ ყინული თხელდება და სიმტკიცეს კარგავს, შესაბამისად, ირღვევა მათი სტაბილურობა, ისინი სტიქიური პროცესების მიმართ საშიში ხდებიან.
კავკასიონზე მყინვარების დნობის ინტენსივობა ძალიან მომატებულია. ნოემბერში გადაღებული კავკასიონის სატელიტური სურათების მიხედვით ჩანს, რომ რამდენიმე დიდი ზომის ტბაა წარმოქმნილი ლეხსირისა და წანერის მყინვარზე (ორივე მესტიის მუნიციპალიტეტშია), აღნიშნა ტიელიძემ.
როცა ტბის ჯებირი გაირღვევა, ამას მოსდევს წყალმოვარდნა და ღვარცოფის წარმოქმნა.
სპეციალისტები აცხადებენ, რომ საჭიროა პრევენციის საშუალებების დანერგვა, კერძოდ ესაა მონიტორინგი და წინასწარი შეტყობინების სისტემები, ასევე, მნიშვნელოვანია მოსახლეობის ინფორმირებულობაც მოსალოდნელ საფრთხეებზე.
ბოლო ინვენტარიზაციით დადგენილია, რომ 2020 წლის მდგომარეობით, კავკასიონზე 2000-მდე მყინვარია. მყინვარები კი მტკნარი წყლის მარაგია. საქართველოში დიდი მდინარეები მყინვარებიდან გამოედინება. მართალია, ისინი მყინვარებით იკვებებიან, მაგრამ მათ გარეშეც იარსებებდნენ, თუმცა მდინარეული ჩამონადენი უფრო ნაკლები იქნებოდა.
თუ ასე გაგრძელდა და კლიმატური ცვლილებების კუთხით არ მოხდება დადებითი ძვრები, 2100 წლისთვის აღმოსავლეთ კავკასიონის ძირითადი მყინვარები გაქრება. ადამიანები ამისათვის მზად უნდა იყონ, რადგან მათ ქრობას მოჰყვება სტიქიური პროცესები.