https://sputnik-georgia.com/20231107/saqartvelosi-kasxlebis-usafrtxoebis-sesaxeb-kanonproeqti-semusavda-284052858.html
საქართველოში კაშხლების უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტი შემუშავდა
საქართველოში კაშხლების უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტი შემუშავდა
Sputnik საქართველო
საქართველოში კაშხლების საშუალო ასაკი 60 წელს გადასცილდა, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე ძველია, განაცხადა ექს-მინისტრმა. 07.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-07T18:51+0400
2023-11-07T18:51+0400
2023-11-07T18:51+0400
საქართველოს ენერგეტიკა
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/11/250915226_0:316:3077:2047_1920x0_80_0_0_f2e20872c9fe499eb975391cbd23257a.jpg
თბილისი, 7 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში შემუშავებული კაშხლების უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტი ითვალისწინებს ნაგებობების აღჭურვას მონიტორინგის სისტემებით, ადრეული განგაშის და ადრეული შეტყობინების სისტემით, ასევე ოპერირების დროს მუდმივ დაკვირვებას, განაცხადა ენერგეტიკის ყოფილმა მინისტრმა, საქართველოს მაღალი კაშხლების ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მირცხულავამ.დღეს საქართველოს კანონმდებლობაში არის ხარვეზი კაშხლების უსაფრთხო ექსპლუატაციის საკითხთან დაკავშირებით. თუ კანონს პარლამენტი მიიღებს, ნაგებობების უსაფრთხოების ტექნოლოგიებით აღჭურვა სავალდებულო გახდება.დავით მირცხულავას ინფორმაციით, კაშხლების უსაფრთხოების კანონმდებლობის შემუშავებაში ფრანგი და შვეიცარიელი სპეციალისტები მონაწილებდნენ.როგორც მირცხულავამ განმარტა, კაშხლების საშუალო ასაკი 60 წელს გადასცილდა, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე ძველია. მნიშვნელოვანია, რომ ახალიც და ძველი კაშხალიც იყოს საიმედო.რა ეტაპზეა ახალი ჰესების მშენებლობის პროექტი? მინისტრის განმარტება>>„ასევე გათვლები და კრიტერიუმები იცვლება დროთა განმავლობაში. სეისმური გათვლები მნიშვნელოვნად შეიცვალა. ახალი კანონმდებლობა კი იძლევა იმის საშუალებას, რომ გარანტია ჰქონდეს მოსახლეობას, რომ არის დაცული, რადგან ნებისმიერი მფლობელი ნაგებობის, სახელმწიფოა თუ კერძო პირი, ვალდებული იქნება, უსაფრთხოების ნორმები მაქსიმალურად ჰქონდეს დაცული“, - განაცხადა დავით მირცხულავამ.როგორც მირცხულავამ აღნიშნა, ჯერ კიდევ 3-4 წლის წინ დიდი კაშხლების საერთაშორისო ორგანიზაციამ, რომელიც უმნიშვნელოვანესი ორგანიზაციაა და ძალიან ბევრს აკეთებს, შეიმუშავეს კაშხლების დეკლარაცია, რომელსაც თითქმის ყველა ქვეყანა მიუერთდა, ვისაც ასეთი ნაგებობები აქვს, მათ შორის საქართველო. კაშხლების უსაფრთხოება ნიშნავს, რომ მოსახლეობამ, ვინც კაშხლების ქვედა წელში ცხოვრობს, თავი უნდა იგრძნოს უსაფრთხოდსაქართველოში სტიქიურ უბედურებების ადრეული გაფრთხილების სისტემების დაყენების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური გახდა საქართველოს კურორტ შოვში მომხდარი ტრაგედიის ფონზე, სადაც 3 აგვისტოს მეწყერს 32 ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი დღემდე არ არის ნაპოვნი.ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის (GNERC) თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, დარგის მიერ შემუშავებული ცვლილებების პროექტი პარლამენტს მალე წარედგინება და მისი ძალაში შესვლის საკითხი უკვე უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოზე იქნება დამოკიდებული.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/11/250915226_197:0:2926:2047_1920x0_80_0_0_401e9604d632b39b34d264e3f5995cb2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს ენერგეტიკა, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
საქართველოს ენერგეტიკა, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
საქართველოში კაშხლების უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტი შემუშავდა
საქართველოში კაშხლების საშუალო ასაკი 60 წელს გადასცილდა, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე ძველია, განაცხადა ექს-მინისტრმა.
თბილისი, 7 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში შემუშავებული კაშხლების უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტი ითვალისწინებს ნაგებობების აღჭურვას მონიტორინგის სისტემებით, ადრეული განგაშის და ადრეული შეტყობინების სისტემით, ასევე ოპერირების დროს მუდმივ დაკვირვებას, განაცხადა ენერგეტიკის ყოფილმა მინისტრმა, საქართველოს მაღალი კაშხლების ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მირცხულავამ.
დღეს საქართველოს კანონმდებლობაში არის ხარვეზი კაშხლების უსაფრთხო ექსპლუატაციის საკითხთან დაკავშირებით. თუ კანონს პარლამენტი მიიღებს, ნაგებობების უსაფრთხოების ტექნოლოგიებით აღჭურვა სავალდებულო გახდება.
„კანონპროექტი მოიცავს ყველა იმ ქმედებას, კანონს, რომელიც აუცილებელია, რომ ნაგებობის [კაშხლის] მეპატრონემ იცოდეს და განახორციელოს. ეს იქნება მონიტორინგის სისტემებით აღჭურვა, ადრეული განგაშის და ადრეული შეტყობინების სისტემით აღჭურვა, ასევე ოპერირების დროს მუდმივი დაკვირვება“, - განაცხადა მირცხულავამ მედიაპლატფორმა BMG-ს ეთერში.
დავით მირცხულავას ინფორმაციით, კაშხლების უსაფრთხოების კანონმდებლობის შემუშავებაში ფრანგი და შვეიცარიელი სპეციალისტები მონაწილებდნენ.
როგორც მირცხულავამ განმარტა, კაშხლების საშუალო ასაკი 60 წელს გადასცილდა, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე ძველია. მნიშვნელოვანია, რომ ახალიც და ძველი კაშხალიც იყოს საიმედო.
„ასევე გათვლები და კრიტერიუმები იცვლება დროთა განმავლობაში. სეისმური გათვლები მნიშვნელოვნად შეიცვალა. ახალი კანონმდებლობა კი იძლევა იმის საშუალებას, რომ გარანტია ჰქონდეს მოსახლეობას, რომ არის დაცული, რადგან ნებისმიერი მფლობელი ნაგებობის, სახელმწიფოა თუ კერძო პირი, ვალდებული იქნება, უსაფრთხოების ნორმები მაქსიმალურად ჰქონდეს დაცული“, - განაცხადა დავით მირცხულავამ.
როგორც მირცხულავამ აღნიშნა, ჯერ კიდევ 3-4 წლის წინ დიდი კაშხლების საერთაშორისო ორგანიზაციამ, რომელიც უმნიშვნელოვანესი ორგანიზაციაა და ძალიან ბევრს აკეთებს, შეიმუშავეს კაშხლების დეკლარაცია, რომელსაც თითქმის ყველა ქვეყანა მიუერთდა, ვისაც ასეთი ნაგებობები აქვს, მათ შორის საქართველო. კაშხლების უსაფრთხოება ნიშნავს, რომ მოსახლეობამ, ვინც კაშხლების ქვედა წელში ცხოვრობს, თავი უნდა იგრძნოს უსაფრთხოდ
„ამას სჭირდება უზარმაზარი შრომა, ნაგებობების აღჭურვა უსაფრთხოების ტექნოლოგიით, რომელიც იძლევა საშუალებას, მართოს შესაბამისი რისკები. აქ არ არის მარტო კაშხლებზე საუბარი. შოვის ტრაგედიამ დაგვანახა, რომ უამრავი ადრეული გაფრთხილების სისტემებია გასაკეთებელი ბევრგან“,- განაცხადა მირცხულავამ.
საქართველოში სტიქიურ უბედურებების ადრეული გაფრთხილების სისტემების დაყენების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური გახდა საქართველოს კურორტ შოვში მომხდარი ტრაგედიის ფონზე, სადაც 3 აგვისტოს მეწყერს 32 ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი დღემდე არ არის ნაპოვნი.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის (GNERC) თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, დარგის მიერ შემუშავებული ცვლილებების პროექტი პარლამენტს მალე წარედგინება და მისი ძალაში შესვლის საკითხი უკვე უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოზე იქნება დამოკიდებული.