https://sputnik-georgia.com/20240203/dasaxelda-saqartvelos-mtavrobis-prioritetebi-detalebi-286085299.html
დასახელდა საქართველოს მომავალი მთავრობის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები: დეტალები
დასახელდა საქართველოს მომავალი მთავრობის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები: დეტალები
Sputnik საქართველო
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი სამთავრობო პროგრამას პარლამენტის წევრებს მომავალ კვირას წარუდგენს. 03.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-03T22:41+0400
2024-02-03T22:41+0400
2024-02-03T22:41+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს მთავრობა
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0b/251141571_0:161:3069:1887_1920x0_80_0_0_4f0fe7b9b02e0fbc7b36823a032d4618.jpg
თბილისი, 3 თებერვალი – Sputnik. ევროკავშირში ინტეგრაცია, რუსეთთან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება და საქართველოში სტაბილურობის უზრუნველყოფა - ეს იქნება მთავრობის საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტები, რომელსაც ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს.სამთავრობო პროგრამა სახელწოდებით „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ და ასევე მთავრობის ახალი შემადგენლობა ირაკლი კობახიძემ პარასკევს, 2 თებერვალს წარუდგინა პარლამენტს.გარდა ამისა, პროგრამაში აღნიშნულია, რომ საქართველოს რეგიონული და გლობალური როლის კიდევ უფრო განმტკიცება ქვეყნის შემდგომი სწრაფი განვითარების უზრუნველყოფის მიზნით.ასევე კობახიძის მთავრობისთვის მნიშვნელოვან ამოცანად რჩება ევროკავშირთან საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის კიდევ უფრო გამყარება და იმ კომპონენტიდან ურთიერთსარგებლის მიღება, რომელიც ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წევრობასა და ტრანს-ევროპულ სატრანსპორტო ქსელში ჩართულობას უკავშირდება.ევროინტეგრაციის კონტექსტში საქართველოს მთავრობა ევროკავშირის ქვეყნებთან და თავად გაერთიანებასთან ურთიერთობების გაღრმავებას გეგმავს სხვადასხვა სფეროში, მათ შორის უსაფრთხოების საკითხებში.ქვეყნის ევროინტეგრაციის პარალელურად, საქართველოს მთავარი მიზანი რჩება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი აღდგენა და ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცება.„საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს რუსეთსაქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის განხორციელებას“, - ნათქვამია პროგრამაში.ამ მიმართულებით ქვეყანა განაგრძობს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში შედეგზე ორიენტირებულ ჩართულობას, რომელიც რუსეთ-საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის ერთადერთი ფორმატია.კობახიძის მთავრობა ასევე აპირებს სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებას შეერთებულ შტატებთან და ჩინეთთან. ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის დეკლარაციის ფარგლებში თანამშრომლობას დოკუმენტით განსაზღვრული ყველა პრიორიტეტული მიმართულებით.ამასთან, მთავრობა აღნიშნავს პარტნიორ და მეგობარ სახელმწიფოებთან ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობას.საქართველო განაგრძობს რეგიონში დაბალანსებული და ურთიერთსასარგებლო პარტნიორულ თანამშრომლობაზე დამყარებული პოლიტიკის გატარებას და ამ გზით, საკუთარი მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას რეგიონის მდგრადი და სტაბილური განვითარების პროცესში.„სწრაფად ცვალებადი გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, საქართველოსთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, მრავალმხრივი ფორმატების ფარგლებში, გლობალურ და რეგიონულ საერთაშორისო ორგანიზაციებში აქტიური ჩართულობა. შესაბამისად, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება სწორედ საერთაშორისო ორგანიზაციებში აქტიური ჩართულობა და ქვეყნის ეროვნული ინტერესების შესაბამისი პოლიტიკის გატარება/პოზიციონირება იქნება“, - აღნიშნულია პროგრამაში.პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი სამთავრობო პროგრამას პარლამენტის წევრებს მომავალ კვირას წარუდგენს.საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს პლენარულ სხდომაზე 8 თებერვალს უყრიან კენჭს.ოფიციალურად, კობახიძე პრემიერ-მინისტრი მხოლოდ მას შემდეგ გახდება, რაც მის დანიშვნას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოაწერს ხელს. თუ ზურაბიშვილი კენჭისყრიდან ორ დღეში უარს იტყვის პრემიერ-მინისტრის დანიშვნაზე, ის ავტომატურად ჩაითვლება მთავრობის მეთაურად.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0b/251141571_168:0:2899:2048_1920x0_80_0_0_626ddde3d04db3458ebf9a71184ad520.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს მთავრობა , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ირაკლი კობახიძე
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს მთავრობა , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ირაკლი კობახიძე
დასახელდა საქართველოს მომავალი მთავრობის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები: დეტალები
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი სამთავრობო პროგრამას პარლამენტის წევრებს მომავალ კვირას წარუდგენს.
თბილისი, 3 თებერვალი – Sputnik. ევროკავშირში ინტეგრაცია, რუსეთთან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება და საქართველოში სტაბილურობის უზრუნველყოფა - ეს იქნება მთავრობის საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტები, რომელსაც ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს.
სამთავრობო პროგრამა სახელწოდებით „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ და ასევე მთავრობის ახალი შემადგენლობა ირაკლი კობახიძემ პარასკევს, 2 თებერვალს წარუდგინა პარლამენტს.
„სახელმწიფოს მთავარ ამოცანად რჩება საქართველოს ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანება, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა“, - ნათქვამია პროგრამაში.
გარდა ამისა, პროგრამაში აღნიშნულია, რომ საქართველოს რეგიონული და გლობალური როლის კიდევ უფრო განმტკიცება ქვეყნის შემდგომი სწრაფი განვითარების უზრუნველყოფის მიზნით.
ასევე კობახიძის მთავრობისთვის მნიშვნელოვან ამოცანად რჩება ევროკავშირთან საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის კიდევ უფრო გამყარება და იმ კომპონენტიდან ურთიერთსარგებლის მიღება, რომელიც ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წევრობასა და ტრანს-ევროპულ სატრანსპორტო ქსელში ჩართულობას უკავშირდება.
ევროინტეგრაციის კონტექსტში საქართველოს მთავრობა ევროკავშირის ქვეყნებთან და თავად გაერთიანებასთან ურთიერთობების გაღრმავებას გეგმავს სხვადასხვა სფეროში, მათ შორის უსაფრთხოების საკითხებში.
ქვეყნის ევროინტეგრაციის პარალელურად, საქართველოს მთავარი მიზანი რჩება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი აღდგენა და ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცება.
„საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს რუსეთსაქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის განხორციელებას“, - ნათქვამია პროგრამაში.
ამ მიმართულებით ქვეყანა განაგრძობს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში შედეგზე ორიენტირებულ ჩართულობას, რომელიც რუსეთ-საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის ერთადერთი ფორმატია.
კობახიძის მთავრობა ასევე აპირებს სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებას შეერთებულ შტატებთან და ჩინეთთან. ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის დეკლარაციის ფარგლებში თანამშრომლობას დოკუმენტით განსაზღვრული ყველა პრიორიტეტული მიმართულებით.
ამასთან, მთავრობა აღნიშნავს პარტნიორ და მეგობარ სახელმწიფოებთან ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობას.
„ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია ევროპის ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების სტრატეგიულ დონეზე აყვანა, მოკავშირე ქვეყნებთან პარტნიორული ურთიერთობების გაგრძელება და მისი შემდგომი გაღრმავება“, - ნათქვამია პროგრამაში.
საქართველო განაგრძობს რეგიონში დაბალანსებული და ურთიერთსასარგებლო პარტნიორულ თანამშრომლობაზე დამყარებული პოლიტიკის გატარებას და ამ გზით, საკუთარი მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას რეგიონის მდგრადი და სტაბილური განვითარების პროცესში.
„სწრაფად ცვალებადი გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, საქართველოსთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, მრავალმხრივი ფორმატების ფარგლებში, გლობალურ და რეგიონულ საერთაშორისო ორგანიზაციებში აქტიური ჩართულობა. შესაბამისად, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება სწორედ საერთაშორისო ორგანიზაციებში აქტიური ჩართულობა და ქვეყნის ეროვნული ინტერესების შესაბამისი პოლიტიკის გატარება/პოზიციონირება იქნება“, -
აღნიშნულია პროგრამაში.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი სამთავრობო პროგრამას პარლამენტის წევრებს მომავალ კვირას წარუდგენს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს პლენარულ სხდომაზე 8 თებერვალს უყრიან კენჭს.
ოფიციალურად, კობახიძე პრემიერ-მინისტრი მხოლოდ მას შემდეგ გახდება, რაც მის დანიშვნას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოაწერს ხელს. თუ ზურაბიშვილი კენჭისყრიდან ორ დღეში უარს იტყვის პრემიერ-მინისტრის დანიშვნაზე, ის ავტომატურად ჩაითვლება მთავრობის მეთაურად.