https://sputnik-georgia.com/20240202/mtavrobis-axali-semadgenloba-da-samtavrobo-programa-286074258.html
ერთი ცვლილებით: კობახიძემ მთავრობის ახალი შემადგენლობა ოფიციალურად წარადგინა
ერთი ცვლილებით: კობახიძემ მთავრობის ახალი შემადგენლობა ოფიციალურად წარადგინა
Sputnik საქართველო
თბილისი, 2 თებერვალი – Sputnik. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მთავრობის შემადგენლობა და ახალი სამთავრობო პროგრამა... 02.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-02T18:49+0400
2024-02-02T18:49+0400
2024-02-05T09:44+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
საქართველოს პარლამენტი
ირაკლი კობახიძე
პოლიტიკა
საქართველოს მთავრობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24885/19/248851970_0:44:1280:764_1920x0_80_0_0_cbe87dbf22b14bb521ba5d0ea6a6004e.jpg
თბილისი, 2 თებერვალი – Sputnik. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მთავრობის შემადგენლობა და ახალი სამთავრობო პროგრამა „ევროპული სახელმწფოს მშენებლობისთვის“ წარადგინა.ბიუროს სხდომაზე პრემიერ-მინისტრობის ახალი კანდიდატის და მისი პროგრამის კომიტეტებსა და ფრაქციებში განხილვის განრიგიც დაადგინეს. გრაფიკის მიხედვით, ირაკლი კობახიძის, მისი მთავრობისა და პროგრამისადმი ნდობის გამოცხადების საკითხი პლენარულ სხდომაზე 8 თებერვალს დადგება. როგორც მანამდე თავად პრემიერობის კანდიდატმა განაცხადა, სამთავრობო პროგრამა სახელწოდებით „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ გათვლილია მხოლოდ 10 თვეზე - საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოცხადებამდე. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გამარჯვების შემთხვევაში იგი სრულად განახლდება.რაც შეეხება მთავრობის შემადგენლობას, ცვლილება მხოლოდ თავდაცვის მინისტრს შეეხება — ჯუანშერ ბურჭულაძეს ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირაკლი ჩიქოვანი შეცვლის.მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილია შემდეგი კანდიდატები:ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მეთაურის თანამდებობიდან ორშაბათს, 29 იანვარს, გადადგა. ირაკლი კობახიძის კანდიდატურა პრემიერის პოსტზე, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წესდების მიხედვით, პოლიტსაბჭოზე 1-ელ თებერვალს ოფიციალურად წარადგინა პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა, ხოლო შემდეგ ამას მხარი დაუჭირა ყრილობამ.პრემიერობის კანდიდატს წარადგენს ის პარტია, რომელსაც საპარლამენტო არჩევნებზე საუკეთესო შედეგები ჰქონდა. შემდგომ პარლამენტმა ამ კანდიდატსა და მის მიერ წარდგენილ მთავრობასა და სამთავრობო პროგრამას ნდობა უნდა გამოუცხადოს.მთავრობამ ნდობის მისაღებად პარლამენტის სულ ცოტა 76 დეპუტატის მხარდაჭერა უნდა მიიღოს. მმართველ პარტიას „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“, რომელმაც პრემიერ-მინისტრის პოსტზე ირაკლი კობახიძე წარადგინა, პარლამენტში 84 ადგილი აქვს.ოფიციალურად, კობახიძე პრემიერ-მინისტრი მხოლოდ მას შემდეგ გახდება, რაც მის დანიშვნას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოაწერს ხელს. თუ ზურაბიშვილი კენჭისყრიდან ორი დღის მანძილზე უარს იტყვის პრემიერ-მინისტრის დანიშვნის ხელმოწერაზე, იგი მთავრობის მეთაურად ავტომატურად ჩაითვლება.მინისტრობის კანდიდატები პრემიერ-მინისტრის ბრძანების საფუძველზე თანამდებობებს მხოლოდ კობახიძის პრემიერ-მინისტრად დანიშვნიდან ორ დღეში დაიკავებენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24885/19/248851970_35:0:1174:854_1920x0_80_0_0_8a4ce6ec43b75b0c18241da3b30e0928.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველოს პარლამენტი, ირაკლი კობახიძე, პოლიტიკა, საქართველოს მთავრობა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველოს პარლამენტი, ირაკლი კობახიძე, პოლიტიკა, საქართველოს მთავრობა
თბილისი, 2 თებერვალი – Sputnik. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მთავრობის შემადგენლობა და ახალი სამთავრობო პროგრამა „ევროპული სახელმწფოს მშენებლობისთვის“ წარადგინა.
ბიუროს სხდომაზე პრემიერ-მინისტრობის ახალი კანდიდატის და მისი პროგრამის კომიტეტებსა და ფრაქციებში განხილვის განრიგიც დაადგინეს. გრაფიკის მიხედვით, ირაკლი კობახიძის, მისი მთავრობისა და პროგრამისადმი ნდობის გამოცხადების საკითხი პლენარულ სხდომაზე 8 თებერვალს დადგება.
როგორც მანამდე თავად პრემიერობის კანდიდატმა განაცხადა, სამთავრობო პროგრამა სახელწოდებით „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ გათვლილია მხოლოდ 10 თვეზე - საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოცხადებამდე. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გამარჯვების შემთხვევაში იგი სრულად განახლდება.
რაც შეეხება მთავრობის შემადგენლობას, ცვლილება მხოლოდ თავდაცვის მინისტრს შეეხება — ჯუანშერ ბურჭულაძეს ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირაკლი ჩიქოვანი შეცვლის.
მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილია შემდეგი კანდიდატები:
კულტურისა და სპორტის მინისტრად ისევ თეა წულუკიანია წარდგენილი,
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად – ლევან დავითაშვილი,
საგარეო საქმეთა მინისტრად – ილია დარჩიაშვილი,
ფინანსთა მინისტრად – ლაშა ხუციშვილი,
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრად – ირაკლი ქარსელაძე,
იუსტიციის მინისტრად – რატი ბრეგაძე,
შინაგან საქმეთა მინისტრად– ვახტანგ გომელაური,
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტზე – ოთარ შამუგია,
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრად – გიორგი ამილახვარი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად – ზურაბ აზარაშვილი,
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად – თეა ახვლედიანი.
ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მეთაურის თანამდებობიდან ორშაბათს, 29 იანვარს, გადადგა. ირაკლი კობახიძის კანდიდატურა პრემიერის პოსტზე, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წესდების მიხედვით, პოლიტსაბჭოზე 1-ელ თებერვალს ოფიციალურად წარადგინა პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა, ხოლო შემდეგ ამას მხარი დაუჭირა ყრილობამ.
პრემიერობის კანდიდატს წარადგენს ის პარტია, რომელსაც საპარლამენტო არჩევნებზე საუკეთესო შედეგები ჰქონდა. შემდგომ პარლამენტმა ამ კანდიდატსა და მის მიერ წარდგენილ მთავრობასა და სამთავრობო პროგრამას ნდობა უნდა გამოუცხადოს.
მთავრობამ ნდობის მისაღებად პარლამენტის სულ ცოტა 76 დეპუტატის მხარდაჭერა უნდა მიიღოს. მმართველ პარტიას „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“, რომელმაც პრემიერ-მინისტრის პოსტზე ირაკლი კობახიძე წარადგინა, პარლამენტში 84 ადგილი აქვს.
ოფიციალურად, კობახიძე პრემიერ-მინისტრი მხოლოდ მას შემდეგ გახდება, რაც მის დანიშვნას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოაწერს ხელს. თუ ზურაბიშვილი კენჭისყრიდან ორი დღის მანძილზე უარს იტყვის პრემიერ-მინისტრის დანიშვნის ხელმოწერაზე, იგი მთავრობის მეთაურად ავტომატურად ჩაითვლება.
მინისტრობის კანდიდატები პრემიერ-მინისტრის ბრძანების საფუძველზე თანამდებობებს მხოლოდ კობახიძის პრემიერ-მინისტრად დანიშვნიდან ორ დღეში დაიკავებენ.