კვარაცხელიას შესყიდვით ლონდონის „არსენალი" დაინტერესდა

© photo: Sputnik / StringerХвича Кварацхелия
Хвича Кварацхелия - Sputnik საქართველო, 1920, 02.02.2024
გამოწერა
მედიის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ კვარაცხელია სერია А-ს გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელია, მისი ხელფასი ერთ-ერთი ყველაზე დაბალია „ნაპოლიში".
თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. ლონდონის „არსენალი" ინტერესს იჩენს იტალიური „ნაპოლის" ქართველი ვინგერის, ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ მას შემდეგ, რაც იტალიურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფეხბურთელი ვერ ახერხებს კლუბთან ახალ კონტრაქტზე შეთანხმებას, იუწყება გამოცემა Football Transfers.
საფეხბურთო კლუბ „ნაპოლის" ხელმძღვანელობამ კვარაცხელიას კონტრაქტის გაგრძელება, ასევე ხელფასის თითქმის ოთხჯერ - 4 მილიონ ევრომდე გაზრდა შესთავაზა, მაგრამ უარი მიიღო.
მედიის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ კვარაცხელია სერია А-ს გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელია, მისი ხელფასი ერთ-ერთი ყველაზე დაბალია „ნაპოლიში" - სულ 1,2 მლნ ევრო წელიწადში.
კვარაცხელიამ სერია А-ში 19 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ხუთი გოლი და გააკეთა სამი შედეგიანი გადაცემა. კვარაცხელია 4 თებერვალს „ვერონის" წინააღმდეგ გამართავს მატჩს.
კვარაცხელიამ „ნაპოლის" ახალ კონტრაქტზე უარი განაცხადა>>
კვარაცხელია ნეაპოლიტანურ კლუბში 2022 წლის ივნისში ბათუმის „დინამოდან" გადავიდა. ის 2022/2023 წლების სეზონის იტალიის ჩემპიონატის ყველაზე ფასეულ მოთამაშედ, ასევე ამავე სეზონის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად აღიარეს.
ამასთან, კვარაცხელია იტალიური კლუბის ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი მოთამაშეა. მისი სტატუსის ფეხბურთელები, ჩვეულებრივ, ბევრად მეტ ხელფასს იღებენ. მაგალითად, ნიგერიელი თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმჰენი 10 მილიონ ევრომდე იღებს.
კვარაცხელიას კონტრაქტი 2027 წლამდეა გათვლილი.
ყველა ახალი ამბავი
0