კვარაცხელიამ „ნაპოლის" ახალ კონტრაქტზე უარი განაცხადა

© Courtesy of SSC Napoliხვიჩა კვარაცხელია
ხვიჩა კვარაცხელია - Sputnik საქართველო, 1920, 31.01.2024
გამოწერა
კვარაცხელიას გარემოცვა უკმაყოფილოა შეთავაზებით და თვლის, რომ ფეხბურთელს წელიწადში არანაკლებ 7-8 მლნ ევრო უნდა ჰქონდეს.
თბილისი, 31 იანვარი — Sputnik. საფეხბურთო კლუბ „ნაპოლის" ხელმძღვანელობამ ქართველ გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის გაგრძელება და ხელფასის თითქმის ოთხჯერ-4 მლნ ევრომდე გაზრდა შესთავაზა, თუმცა უარი მიიღო, იუწყება იტალიური გამოცემა Calciomercato.
მედიის ცნობით, კლუბის პრეზიდენტმა კვარაცხელიას წარმომადგენელს, კერძოდ, კი ფეხბურთელის აგენტ მამუკა ჯუღელს ახალი კონტრაქტის შესახებ წინადადება გაუგზავნა, რომლის თანახმადაც კვარაცხელის ხელფასი (ახლა 1 მლნ ევრომდე წელიწადში) მნიშვნელოვნად 3-4 მლნ ევრომდე გაიზრდება.
თუმცა, გამოცემა წერს, რომ კვარაცხელიას გარემოცვა უკმაყოფილოა შეთავაზებით და თვლის, რომ კვარაცხელიას წელიწადში არანაკლებ 7-8 მლნ ევრო უნდა ჰქონდეს.
კვარაცხელია ნეაპოლიტანურ კლუბში 2022 წლის ივნისში ბათუმის „დინამოდან“ გადავიდა. მანამდე მან ფიფას ნებართვით ყაზანურ კლუბთან კონტრაქტი შეწყვიტა. „ნაპოლისთან" 100 მლნ ევროს ოდენობის კონტრაქტს ვადა 2027 წელს გასდის. გასულ სეზონში ქართველი ფეხბურთელი აღიარეს სერია А–ს საუკეთესო მოთამაშედ, ასევე ყველაზე მეტი საგოლე გადაცემის ავტორად.
ამასთან, კვარაცხელია იტალიური კლუბის ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი მოთამაშეა. მისი სტატუსის ფეხბურთელები ჩვეულებრივ ბევრად მეტს გამოიმუშავებენ. მაგალითად, ნიგერიელი თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი 10 მილიონ ევრომდე იღებს.
ყველა ახალი ამბავი
0