https://sputnik-georgia.com/20240201/rogori-iqneba-saqartvelos-mtavrobis-axali-programa-kobaxize-detalebze-286048630.html
როგორი იქნება საქართველოს მთავრობის ახალი პროგრამა - კობახიძე დეტალებზე
როგორი იქნება საქართველოს მთავრობის ახალი პროგრამა - კობახიძე დეტალებზე
Sputnik საქართველო
ახალი სამთავრობო პროგრამა დიდი პროექტების დასრულებას გულისხმობს. 01.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-01T18:59+0400
2024-02-01T18:59+0400
2024-02-01T18:59+0400
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს მთავრობა
ირაკლი კობახიძე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/01/286040971_0:55:1280:776_1920x0_80_0_0_92a687b9fe1e8fd3510ed03c10cc54ce.jpg
თბილისი, 1 თებერვალი - Sputnik. სამთავრობო პროგრამა, რომელსაც საქართველოს პარლამენტს პარასკევს წარუდგენენ, 10 თვეზეა გათვლილი, და ძირითადი აქცენტი გაკეთდება მიმდინარე პროექტებისა და ინიციატივების დასრულებაზე, განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ.ირაკლი ღარიბაშვილმა ორშაბათს, 29 იანვარს მთავრობის მეთაურის თანამდებობიდან გადადგომის შესახება განაცხადა. ირაკლი კობახიძის კანდიდატურა პრემიერის თანამდებობაზე, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წესდების მიხედვით, პოლიტსაბჭოზე 1-ელ თებერვალს ოფიციალურად წარადგინა პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა, ხოლო შემდეგ ამას მხარი დაუჭირა ყრილობამ. უკვე პარასკევს კობახიძე პარლამენტის ნდობის გამოსახატავად მთავრობის პროგრამასა და მინისტრთა კაბინეტს წარუდგენს.აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალი, ანუ ევროპული სატრანზიტო გზა Е-60 სიდიდით მეორე ევროპული სატრანზიტო დერეფანია, რომელიც იწყება ბრესტში (საფრანგეთი) და მთავრდება ირკეშტამში (ყირგიზეთი). საქართველოში Е-60 ფოთთან ახლოს იწყება და აზერბაიჯანთან საზღვარზე მთავრდება. საქართველოში დერეფნის სიგრძე 392 კილომეტრს შეადგენს. აღმოსავლეთი–დასავლეთის გზის ყველა მონაკვეთის მშენებლობის დასრულების შემდეგ „წითელი ხიდიდან" (აზერბაიჯანთან საზღვარი) სარფამდე (თურქეთთან საზღვარი) ჩასვლა რვა საათის ნაცვლად 4–4,5 საათში იქნება შესაძლებელი.მთავრობის პროგრამა 10 თვეზეა გათვლილი, აღნიშნა კობახიძემ.რაც შეეხება ღარიბაშვილს, ის 1–ელ თებერვალს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ აირჩიეს. როგორც მან გადადგომის დღეს აღნიშნა, ახლა გუნდის წინაშე სხვა ამოცანები დგას – „ქართული ოცნება“ უნდა მოემზადოს ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვებისთვის.არჩევნები 2024საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წელს გაიმართება. დეპუტატებს პირველად ახალი სისტემით აირჩევენ: არჩევნები იქნება მთლიანად პროპორციული და საარჩევნო უბნებზე ელექტრონული კენჭისყრით ჩატარდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი იქნება 5%.ბოლო გამოკითხვებით, ბარიერის გადალახვას ორიდან ხუთამდე პარტია შეძლებს. ლიდერობას ინარჩუნებს „ქართული ოცნება", „ნაცმოძრაობა" იკავებს მეორე პოზიციას და ყოველ გამოკითხვის დროს სხვაობა ამ პარტიებს შორის იზრდება „ოცნების" სასარგებლოდ.ამ დროისთვის ოპოზიციურ პარტიებში შესაძლო კოალიციისა და თანამშრომლობის შესახებ მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს. გარდა ამისა, დააანონსეს ახალი პოლიტიკური ძალების გამოჩენაც, რომლებიც გამოკითხვებში ჯერ არ არიან ასახული.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/01/286040971_73:0:1212:854_1920x0_80_0_0_01e50261ace4e1e7d32ad80aa99361a9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს მთავრობა , ირაკლი კობახიძე
პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს მთავრობა , ირაკლი კობახიძე
როგორი იქნება საქართველოს მთავრობის ახალი პროგრამა - კობახიძე დეტალებზე
ახალი სამთავრობო პროგრამა დიდი პროექტების დასრულებას გულისხმობს.
თბილისი, 1 თებერვალი - Sputnik. სამთავრობო პროგრამა, რომელსაც საქართველოს პარლამენტს პარასკევს წარუდგენენ, 10 თვეზეა გათვლილი, და ძირითადი აქცენტი გაკეთდება მიმდინარე პროექტებისა და ინიციატივების დასრულებაზე, განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი ღარიბაშვილმა ორშაბათს, 29 იანვარს მთავრობის მეთაურის თანამდებობიდან გადადგომის შესახება განაცხადა. ირაკლი კობახიძის კანდიდატურა პრემიერის თანამდებობაზე, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წესდების მიხედვით, პოლიტსაბჭოზე 1-ელ თებერვალს ოფიციალურად წარადგინა პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა, ხოლო შემდეგ ამას მხარი დაუჭირა ყრილობამ. უკვე პარასკევს კობახიძე პარლამენტის ნდობის გამოსახატავად მთავრობის პროგრამასა და მინისტრთა კაბინეტს წარუდგენს.
„პირველი რიგის ამოცანა იქნება იმ ღონისძიებების ბოლომდე მიყვანა, რაც დაწყებულია, არსებული სამთავრობო პროგრამის ფარგლებში. არის მსხვილი პროექტები, მათ შორის ავტობანის პროექტი, რომელიც ბოლომდეა მისაყვანი და რა თქმა უნდა განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ამ ღონისძიებებზე. ასევე საუბარი გვექნება იმაზე, თუ როგორ მოვემზადებით შემდეგი ფაზისთვის“, - განაცხადა კობახიძემ.
აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალი, ანუ ევროპული სატრანზიტო გზა Е-60 სიდიდით მეორე ევროპული სატრანზიტო დერეფანია, რომელიც იწყება ბრესტში (საფრანგეთი) და მთავრდება ირკეშტამში (ყირგიზეთი). საქართველოში Е-60 ფოთთან ახლოს იწყება და აზერბაიჯანთან საზღვარზე მთავრდება. საქართველოში დერეფნის სიგრძე 392 კილომეტრს შეადგენს. აღმოსავლეთი–დასავლეთის გზის ყველა მონაკვეთის მშენებლობის დასრულების შემდეგ „წითელი ხიდიდან" (აზერბაიჯანთან საზღვარი) სარფამდე (თურქეთთან საზღვარი) ჩასვლა რვა საათის ნაცვლად 4–4,5 საათში იქნება შესაძლებელი.
მთავრობის პროგრამა 10 თვეზეა გათვლილი, აღნიშნა კობახიძემ.
„მას შემდეგ, რაც მოვიგებთ საპარლამენტო არჩევნებს, იქ უკვე წარვადგენთ განახლებულ ოთხწლიან ჯერ საარჩევნო და შემდეგ სამთავრობო პროგრამას“, – განაცხადა კობახიძემ.
რაც შეეხება ღარიბაშვილს, ის 1–ელ თებერვალს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ აირჩიეს. როგორც მან გადადგომის დღეს აღნიშნა, ახლა გუნდის წინაშე სხვა ამოცანები დგას – „ქართული ოცნება“ უნდა მოემზადოს ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვებისთვის.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წელს გაიმართება. დეპუტატებს პირველად ახალი სისტემით აირჩევენ: არჩევნები იქნება მთლიანად პროპორციული და საარჩევნო უბნებზე ელექტრონული კენჭისყრით ჩატარდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი იქნება 5%.
ბოლო გამოკითხვებით, ბარიერის გადალახვას ორიდან ხუთამდე პარტია შეძლებს. ლიდერობას ინარჩუნებს „ქართული ოცნება", „ნაცმოძრაობა" იკავებს მეორე პოზიციას და ყოველ გამოკითხვის დროს სხვაობა ამ პარტიებს შორის იზრდება „ოცნების" სასარგებლოდ.
ამ დროისთვის ოპოზიციურ პარტიებში შესაძლო კოალიციისა და თანამშრომლობის შესახებ მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს. გარდა ამისა, დააანონსეს ახალი პოლიტიკური ძალების გამოჩენაც, რომლებიც გამოკითხვებში ჯერ არ არიან ასახული.