მთავრობაში ერთი მინისტრი შეიცვლება - ვინ ტოვებს თანამდებობას?

© photo: Sputnik / Stringerმთავრობის კანცელარია
მთავრობის კანცელარია - Sputnik საქართველო, 1920, 01.02.2024
გამოწერა
თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. საქართველოს მთავრობაში რადიკალური ცვლილებები და განახლება არ იგეგმება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძე პარლამენტს სამთავრობო პროგრამას და მინისტრთა კაბინეტის განახლებულ შემადგენლობას პარასკევს წარუდგენს.
„მე მთავრობის ყველა წევრს შევთავაზე დარჩენა. ერთადერთი, თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ გამოთქვა პოლიტიკიდან სხვა სფეროში გადანაცვლების სურვილი. მე პატივს ვცემ მის გადაწყვეტილებას, შესაბამისად, ერთადერთი ცვლილება განხორციელდება საქართველოს მთავრობაში და თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილი იქნება ირაკლი ჩიქოვანის კანდიდატურა", - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, მთავრობის წევრთა შემადგენლობაში ძირეული ცვლილების არგანხორციელების გადაწყვეტილება ხელისუფლების ბოლო წლების წარმატებებით იყო ნაკარნახევი.
„ბოლო სამი წელი იყო განსაკუთრებით წარმატებული ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენ შევძელით ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება, ეკონომიკის ზრდა და ეს იყო პირველ რიგში მთავრობის წარმატება, ირაკლი ღარიბაშვილის მუშაობის დამსახურება და ამაში განსაკუთრებული წვლილი მთავრობის თითოეულ წევრს მიუძღვის“, - განაცხადა კობახიძემ.
ამრიგად, მინისტრთა კაბინეტი, რომელიც უახლოეს დღეებში პარლამენტს დასამტკიცებლად წარედგინება, ასე გამოიყურება:
კულტურისა და სპორტის მინისტრი - თეა წულუკიანი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - ლევან დავიტაშვილი
საგარეო საქმეთა მინისტრი - ილია დარჩიაშვილი
ფინანსთა მინისტრი - ლაშა ხუციშვილი
რეგიონულ განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - ირაკლი ქარსელაძე
იუსტიციის მინისტრი - რატი ბრეგაძე
შინაგან საქმეთა მინისტრი - ვახტანგ გპმელაური
თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი - ოთარ შაამუგია
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი - მიხეილ ჩხენკელი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთლობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - ზურაბ აზარაშვილი
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრი - თეა ახვლედიანი.
ყველა ახალი ამბავი
0