https://sputnik-georgia.com/20240201/fermerebma-evroparlamentis-win-koconi-daantes-286040056.html
ფერმერებმა ევროპარლამენტის წინ კოცონი დაანთეს: ვიდეო
ფერმერებმა ევროპარლამენტის წინ კოცონი დაანთეს: ვიდეო
Sputnik საქართველო
თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. ევროპელმა ფერმერებმა, რომლებმაც ბრიუსელში საპროტესტო აქცია მოაწყვეს, ქალაქის ცენტრში კოცონები დაანთეს. 01.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-01T18:14+0400
2024-02-01T18:14+0400
2024-02-01T15:53+0400
მსოფლიო დღეს
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
ევროპარლამენტი
ევროკავშირი 
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/01/286039882_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_63e0f4c92910e7eb3d1887f5c9d85af2.jpg
თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. ევროპელმა ფერმერებმა, რომლებმაც ბრიუსელში საპროტესტო აქცია მოაწყვეს, ქალაქის ცენტრში კოცონები დაანთეს.გავრცელებული ინფორმაციით, კოცონი ანთია ლუქსემბურგის მოედანზე, ევროპარლამენტის შენობის წინ.პოლიციას პარლამენტის შესასვლელიგადაკეტილი აქვს და პერიოდულად მხოლოდ ცეცხლის ჩაქრობას ცდილობს. აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირების ნიშნები არ შეიმჩნევა.აქციის ერთ-ერთი მონაწილის თქმით, ფერმერები ძალის გამოყენებას არ აპირებენ, თუმცა ჯერ არც დაშლას გეგმავენ, ვინაიდან ლიდერების პასუხს ელოდებიან.ამ დროისათვის ევროპული კვარტლის მიმდებარე რამდენიმე ქუჩა ტრაქტორებითა და სატვირთოებითაა ჩახერგილი. ბევრმა ფერმერმა პირდაპირ ქუჩაში გაშალა ჩალა, ზოგმა კი თავისი პროდუქცია გზის სავალ ნაწილზეც გამოფინა.ბელგიელების გარდა, ბრიუსელის ცენტრში ფერმერები საფრანგეთიდან, ესპანეთიდან და ევროკავშირის სხვა ქვეყნებიდანაც ჩავიდნენ.ბოლო დღეებში ევროკავშირის ქვეყნებში ფერმერთა პროტესტებმა იმატა, რომლებიც ევროპული აგრარული პოლიტიკის შეცვლას მოითხოვენ —  მათ შორის, შეზღუდვების მოხსნასა და იაფი უცხოური პროდუქციის უკონტროლო იმპორტის შეჩერებას. სხვადასხვა პროფკავშირული ასოციაციების მონაცემებით, ევროკავშირში ფერმერები პრაქტიკულად ვეღარ იღებენ მოგებას ევროკომისიისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოლიტიკის გამო.
ევროკავშირი 
Sputnik საქართველო
 media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
   2024
Sputnik საქართველო
 media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
   ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
 media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
   Sputnik საქართველო
 media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
   ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, ევროპარლამენტი, ევროკავშირი , პოლიტიკა
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, ევროპარლამენტი, ევროკავშირი , პოლიტიკა
თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. ევროპელმა ფერმერებმა, რომლებმაც ბრიუსელში საპროტესტო აქცია მოაწყვეს, ქალაქის ცენტრში კოცონები დაანთეს.
გავრცელებული ინფორმაციით, კოცონი ანთია ლუქსემბურგის მოედანზე, ევროპარლამენტის შენობის წინ.
პოლიციას პარლამენტის შესასვლელიგადაკეტილი აქვს და პერიოდულად მხოლოდ ცეცხლის ჩაქრობას ცდილობს. აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირების ნიშნები არ შეიმჩნევა.
აქციის ერთ-ერთი მონაწილის თქმით, ფერმერები ძალის გამოყენებას არ აპირებენ, თუმცა ჯერ არც დაშლას გეგმავენ, ვინაიდან ლიდერების პასუხს ელოდებიან.
ამ დროისათვის ევროპული კვარტლის მიმდებარე რამდენიმე ქუჩა ტრაქტორებითა და სატვირთოებითაა ჩახერგილი. ბევრმა ფერმერმა პირდაპირ ქუჩაში გაშალა ჩალა, ზოგმა კი თავისი პროდუქცია გზის სავალ ნაწილზეც გამოფინა.
ბელგიელების გარდა, ბრიუსელის ცენტრში ფერმერები საფრანგეთიდან, ესპანეთიდან და ევროკავშირის სხვა ქვეყნებიდანაც ჩავიდნენ.
ბოლო დღეებში ევროკავშირის ქვეყნებში ფერმერთა პროტესტებმა იმატა, რომლებიც ევროპული აგრარული პოლიტიკის შეცვლას მოითხოვენ —  მათ შორის, შეზღუდვების მოხსნასა და იაფი უცხოური პროდუქციის უკონტროლო იმპორტის შეჩერებას. სხვადასხვა პროფკავშირული ასოციაციების მონაცემებით, ევროკავშირში ფერმერები პრაქტიკულად ვეღარ იღებენ მოგებას ევროკომისიისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოლიტიკის გამო.