მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

შეთანხმება შედგა: კიევისთვის 50 მლრდ-ს გამოყოფას ევროკავშირის 27-ვე ქვეყანა დაეთანხმა

© photo : European Union
  - Sputnik საქართველო, 1920, 01.02.2024
გამოწერა
თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. ევროკავშირის ლიდერები ბრიუსელში გამართულ სამიტზე უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს მაკროფინანსური დახმარების გამოყოფაზე შეთანხმდნენ, წერს ევროპის საბჭოს ხელმძღვანელი შარლ მიშელი სოციალურ ქსელ X-ზე.

„შეთანხმება შედგა. ევროკავშირის 27-ვე ლიდერი შეთანხმდა დამატებით 50 მილიარდი ევროს გამოყოფაზე უკრაინის მხარდასაჭერად ევროკავშირის ბიუჯეტიდან. ეს უზრუნველყოფს უკრაინის მდგრად, გრძელვადიან და პროგნოზირებად დაფინანსებას. ევროკავშირი ინარჩუნებს ლიდერობასა და პასუხისმგებლობას უკრაინის მხარდაჭერაში", — ნათქვამია მიშელის განცხადებაში.

როგორც Reuters-ი იტყობინება წყაროებზე დაყრდნობით, ევროკავშირი ყოველწლიურად გადახედავს და დაამტკიცებს კიევისთვის საბიუჯეტო დახმარებას. ეს ვარიანტი გაერთიანებას უნგრეთმა შესთავაზა, რომელიც მანამდე უკრაინისთვის დახმარების გამოყოფას ბლოკავდა. თუმცა, Reuters-ისავე ცნობით, ევროკავშირის სახსრები ბუდაპეშტისთვის მაინც გაყინული დარჩება უკრაინასთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმების მიუხედავად.
ბუდაპეშტს ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი, თუ რატომ მოხსნა ვეტო დახმარებას ამჯერად. Financial Times-მა სამიტის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე გამოაქვეყნა მასალა იმის შესახებ, რომ ევროკავშირი უნგრეთის ეკონომიკის ჩამოშლის გეგმას ამუშავებდა იმ შემთხვევისთვის, თუისკვლავ დაბლოკავდა უკრაინისთვის დახმარებას.
ყველა ახალი ამბავი
0