https://sputnik-georgia.com/20240201/burchuladze-sheizleba-natoshi-saqartvelos-elchi-gaxdes-286041324.html
ნატოში საქართველოს ელჩი - დათანხმდება თუ არა ბურჭულაძე შეთავაზებას
ნატოში საქართველოს ელჩი - დათანხმდება თუ არა ბურჭულაძე შეთავაზებას
Sputnik საქართველო
თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს ირაკლი ჩიქოვანი შეცვლის. 01.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-01T16:46+0400
2024-02-01T16:46+0400
2024-02-01T16:46+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს მთავრობა
საქართველოს თავდაცვა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/11/276789968_0:80:1280:801_1920x0_80_0_0_fc49a025214d3046aec555374057ce94.jpg
თბილისი, 1 თებერვალი - Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ჯუანშერ ბურჭულაძე, სავარაუდოდ, ნატოში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას დაიკავებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ბურჭულაძემ თავად განუცხადა.დღეს, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, მთავრობის შემადგენლობაში ერთადერთი ცვლილება განხორციელდება და თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, უმრავლესობის წევრი ირაკლი ჩიქოვანი შეცვლის. როგორც კობახიძემ აღნიშნა, მან მთავრობის ყველა წევრს შესთავაზა შესაბამის თანამდებობებზე დარჩენა. ერთადერთი მინისტრი, რომელმაც პოლიტიკიდან სხვა სფეროში გადანაცვლების სურვილი გამოთქვა, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძეა. იმ შემთხვევაში, თუ ბურჭულაძე შეთავაზებას დათანხმდება, იგი ვიქტორ დოლიძეს შეცვლის, რომელიც 2020 წლიდან არის საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნატოში, საქართველოს მისიის ხელმძღვანელი.კობახიძე პარლამენტს სამთავრობო პროგრამას და მინისტრთა კაბინეტის განახლებულ შემადგენლობას პარასკევს წარუდგენს.ბურჭულაძის ბიოგრაფიაჯუანშერ ბურჭულაძე 1978 წლის 14 იანვარს დაიბადა.1998 წელს დაამთავრა საქართველოს ჰუმანიტარულ-ტექნიკური უნივერსიტეტის საბანკო-საფინანსო ფაკულტეტი.სხვადასხვა პერიოდში ბურჭულაძე მუშაობდა ეროვნულ ბანკში, მმართველი პარტია „ქართული ოცნების" დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ „ქართუ ბანკში”. თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ასევე მუშაობდა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში, აშ-ში საქართველოს საელჩოსა და „სტანდარტ ბანკში”.2021 წელს ჩაიბარა საქართველოს თავდაცვის მინისტრის პორტფელი.ფლობს ქართულ, ინგლისურ, ესპანურ და რუსულ ენებს. ჰყავს მეუღლე და რვა შვილი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/11/276789968_49:0:1214:874_1920x0_80_0_0_8af50d9cb4aa32b0906855951ebd40ad.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს მთავრობა , საქართველოს თავდაცვა, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს მთავრობა , საქართველოს თავდაცვა, ახალი ამბები
ნატოში საქართველოს ელჩი - დათანხმდება თუ არა ბურჭულაძე შეთავაზებას
თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს ირაკლი ჩიქოვანი შეცვლის.
თბილისი, 1 თებერვალი - Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ჯუანშერ ბურჭულაძე, სავარაუდოდ, ნატოში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას დაიკავებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ბურჭულაძემ თავად განუცხადა.
დღეს, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, მთავრობის შემადგენლობაში ერთადერთი ცვლილება განხორციელდება და თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, უმრავლესობის წევრი ირაკლი ჩიქოვანი შეცვლის.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, მან მთავრობის ყველა წევრს შესთავაზა შესაბამის თანამდებობებზე დარჩენა. ერთადერთი მინისტრი, რომელმაც პოლიტიკიდან სხვა სფეროში გადანაცვლების სურვილი გამოთქვა, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძეა.
„მივიღე შემოთავაზება, რისთვისაც მადლობას ვუხდი ირაკლი კობახიძეს, რომ განვიხილო ნატოში საქართველოს ელჩის თანამდებობა. ეს იქნება 4 თვის შემდეგ და სავარაუდოდ, დავთანხმდები ამ შეთავაზებას, თუმცა მე მაქვს ფიქრის დრო", - განაცხადა ბურჭულაძემ ჟურნალისტებთან.
იმ შემთხვევაში, თუ ბურჭულაძე შეთავაზებას დათანხმდება, იგი ვიქტორ დოლიძეს შეცვლის, რომელიც 2020 წლიდან არის საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნატოში, საქართველოს მისიის ხელმძღვანელი.
კობახიძე პარლამენტს სამთავრობო პროგრამას და მინისტრთა კაბინეტის განახლებულ შემადგენლობას პარასკევს წარუდგენს.
ჯუანშერ ბურჭულაძე 1978 წლის 14 იანვარს დაიბადა.
1998 წელს დაამთავრა საქართველოს ჰუმანიტარულ-ტექნიკური უნივერსიტეტის საბანკო-საფინანსო ფაკულტეტი.
სხვადასხვა პერიოდში ბურჭულაძე მუშაობდა ეროვნულ ბანკში, მმართველი პარტია „ქართული ოცნების" დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ „ქართუ ბანკში”. თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ასევე მუშაობდა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში, აშ-ში საქართველოს საელჩოსა და „სტანდარტ ბანკში”.
2021 წელს ჩაიბარა საქართველოს თავდაცვის მინისტრის პორტფელი.
ფლობს ქართულ, ინგლისურ, ესპანურ და რუსულ ენებს. ჰყავს მეუღლე და რვა შვილი.