The Times of India-მ საქართველო ხუთ საუკეთესო ტურისტულ მიმართულებას შორის დაასახელა

© photo: Sputnik / Stringerთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 31.01.2024
გამოწერა
საქართველოსთან ერთად გამოცემა მკითხველს ბუტანში, შრი-ლანკაში, ომანსა და მადაგასკარში მოგზაურობას სთავაზობს.
თბილისი, 31 იანვარი − Sputnik. ინდოეთში ყველაზე რეიტინგული ინგლისურენოვანი გამოცემა The Times of India მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს, ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განვცადებაში.
გამოცემა საქართველოს ხუთ საუკეთესო ტურისტულ მიმართულებას ასახელებს - სიაში ქვეყანა პირველ ადგილზეა.
„ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე საქართველო ამაყობს საოცარი ბუნებით, აქ თოვლით დაფარული კავკასიონის მთები შავ ზღვამდეა გადაჭიმული. თბილისი მოგზაურებს ატყვევებს ისტორიული არქიტექტურით, მრავალფეროვანი ბაზრებით, ხელოვნების შედევრებით. საქართველოში თქვენ აღმოაჩენთ უძველეს მონასტრებს, გასინჯავთ საოცარ ღვინოს და გაიცნობთ სტუმართმოყვარე ხალხს“,- წერს გამოცემა.
The Times of India საქართველოსთან ერთად მკითხველს ბუტანში, შრი-ლანკაში, ომანსა და მადაგასკარში მოგზაურობას სთავაზობს.
უწყების ცნობით, The Times of India-ს მთელ მსოფლიოში ათობით მილიონი მკითხველი და გამომწერი ჰყავს.
ყველა ახალი ამბავი
0