https://sputnik-georgia.com/20240131/korufciastan-brzola-deputati-saertasoriso-gamwvirvalobis-monacemebs-ar-endoba-286000003.html
კორუფციასთან ბრძოლა: დეპუტატი „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მონაცემებს არ ენდობა
კორუფციასთან ბრძოლა: დეპუტატი „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მონაცემებს არ ენდობა
Sputnik საქართველო
ინსინუაციები, დამახინჯებული რეალობის გასაღების მცდელობა ჯერ კიდევ აქტუალურია საქართველოში, აღნიშნა სარჯველაძემ 31.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-31T09:48+0400
2024-01-31T09:48+0400
2024-01-31T09:48+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველო კორუფციის წინააღმდეგ
ქართული ოცნება
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/05/282966368_0:112:2048:1265_1920x0_80_0_0_ae497fac9625e2f7bd865a9bf5b8e177.jpg
თბილისი, 31 იანვარი – Sputnik. ეკა გიგაურისა და მისი არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გავრცელებულ მონაცემებს სარწმუნოობაზე პრეტენზია ვერ ექნება, რადგან ყველა ავტორიტეტული კვლევა მიუთითებს, რომ საქართველომ კორუფციასთან ბრძოლის კუთხით წარმატებას მიაღწია, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ.საქართველო 53 ქულით იკავებს 49-ე ადგილს 180 ქვეყანას შორის Transparency International-ის „კორუფციის აღქმის ინდექსში“, რაც წინა წელთან შედარებით 3 ქულით ნაკლებია. ორგანიზაციის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო კვლავაც რეგიონში წამყვან პოზიციებზეა, მას ასეთი დაბალი ქულა 2015 წლის შემდეგ არ ჰქონია.ინსინუაციები, სპეკულაციური ინტერპრეტაციები, დამახინჯებული რეალობის გასაღების მცდელობა აქტუალურია ჩვენ ქვეყანაში, აღნიშნა მან.„როცა მიუკერძოებელი არბირტი, გლობალური შემფასებელი აცხადებს, რომ საქართველოს აქვს წარმატება და გიგაური და მასთან დაკავშირებული ამფსონები ბრძანებენ, რომ დრამატული ვითარებაა, ვის უნდა ენდოს ამომრჩეველი, გასაგებია. უნდა ენდოს გლობალურ შეფასებებს. არ არსებობს ავტორიტეტული კვლევა კორუფციის მიმართულებით, რომლის მიხედვითაც საქართველოს არ აქვს წარმატებული პოზიციები“, - განაცხადა სარჯველაძემ.საქართველო კორუფციასთან ბრძოლის კუთხით ერთ-ერთ წარმატებულ ქვეყანად არის მიჩნეული.მსოფლიო ბანკმა საქართველოს კორუფციასთან ბრძოლის მაჩვენებელს ისტორიული უწოდა >>World Justice Project-ის წლევანდელ „კანონის უზენაესობის ინდექსის" ისეთ წამყვან ფაქტორში, როგორიცაა კორუფციისგან თავისუფლება, საქართველო მსოფლიოში 33-ე ადგილზე გავიდა, ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა, ხოლო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველი ადგილი დაიკავა.მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის „გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშის" თანახმად, კორუფციის კონტროლის რეიტინგში საქართველო მსოფლიოში მე-20, ევროპაში მე-11, პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის კი მე-2 ადგილზეა და უსწრებს ევროკავშირისა და ნატოს წევრ მრავალ სახელმწიფოს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/05/282966368_101:95:1794:1365_1920x0_80_0_0_8969d5ca1dc23fb17d110cb24f945602.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველო კორუფციის წინააღმდეგ, ქართული ოცნება , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველო კორუფციის წინააღმდეგ, ქართული ოცნება , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა
კორუფციასთან ბრძოლა: დეპუტატი „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მონაცემებს არ ენდობა
ინსინუაციები, დამახინჯებული რეალობის გასაღების მცდელობა ჯერ კიდევ აქტუალურია საქართველოში, აღნიშნა სარჯველაძემ
თბილისი, 31 იანვარი – Sputnik. ეკა გიგაურისა და მისი არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გავრცელებულ მონაცემებს სარწმუნოობაზე პრეტენზია ვერ ექნება, რადგან ყველა ავტორიტეტული კვლევა მიუთითებს, რომ საქართველომ კორუფციასთან ბრძოლის კუთხით წარმატებას მიაღწია, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ.
საქართველო 53 ქულით იკავებს 49-ე ადგილს 180 ქვეყანას შორის Transparency International-ის „კორუფციის აღქმის ინდექსში“, რაც წინა წელთან შედარებით 3 ქულით ნაკლებია. ორგანიზაციის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო კვლავაც რეგიონში წამყვან პოზიციებზეა, მას ასეთი დაბალი ქულა 2015 წლის შემდეგ არ ჰქონია.
„ქალბატონი გიგაურის და არამხოლოდ მისი ამ ორგანიზაციაში, პირადი პოზიციები, დამოკიდებულებები და განწყობები ხელისუფლების მიმართ, მგონი მკაფიო არგუმენტია იმასთან დაკავშირებით, რომ მაინც და მაინც სარწმუნოობაზე ვერ ექნება პრეტენზია მათ განცხადებებს, ინფორმაციას და ა.შ. მიუკერძოებელი კვლევები მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოს აქვს წარმატება“, - განაცხადა სარჯველაძემ.
ინსინუაციები, სპეკულაციური ინტერპრეტაციები, დამახინჯებული რეალობის გასაღების მცდელობა აქტუალურია ჩვენ ქვეყანაში, აღნიშნა მან.
„როცა მიუკერძოებელი არბირტი, გლობალური შემფასებელი აცხადებს, რომ საქართველოს აქვს წარმატება და გიგაური და მასთან დაკავშირებული ამფსონები ბრძანებენ, რომ დრამატული ვითარებაა, ვის უნდა ენდოს ამომრჩეველი, გასაგებია. უნდა ენდოს გლობალურ შეფასებებს. არ არსებობს ავტორიტეტული კვლევა კორუფციის მიმართულებით, რომლის მიხედვითაც საქართველოს არ აქვს წარმატებული პოზიციები“, - განაცხადა სარჯველაძემ.
საქართველო კორუფციასთან ბრძოლის კუთხით ერთ-ერთ წარმატებულ ქვეყანად არის მიჩნეული.
World Justice Project-ის წლევანდელ „კანონის უზენაესობის ინდექსის" ისეთ წამყვან ფაქტორში, როგორიცაა კორუფციისგან თავისუფლება, საქართველო მსოფლიოში 33-ე ადგილზე გავიდა, ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა, ხოლო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველი ადგილი დაიკავა.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის „გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშის" თანახმად, კორუფციის კონტროლის რეიტინგში საქართველო მსოფლიოში მე-20, ევროპაში მე-11, პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის კი მე-2 ადგილზეა და უსწრებს ევროკავშირისა და ნატოს წევრ მრავალ სახელმწიფოს.