როგორ შეიცვალა ფასები სამრეწველო პროდუქციაზე – ახალი სტატისტიკა

საწარმო - Sputnik საქართველო, 1920, 30.01.2024
გამოწერა
დეკემბერში, ნოემბერთან შედარებით, ფასები სამრეწველო პროდუქციაზე 0,9%-ით შემცირდა.
თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 2023 წლის დეკემბერში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 1,3%-ით შემცირდა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
ინდექსის ფორმირებაზე ძირითადად გავლენა იქონია ფასების შემცირებამ გადამამუშავებელ მრეწველობაში – 1,6%-ით, მათ შორის ფასები სურსათზე გაიზარდა – 0,2%–ით, ხოლო სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში 4,9%-ით.
დეკემბერში, ნოემბერთან შედარებით, ფასები სამრეწველო პროდუქციაზე 0,9%-ით შემცირდა, იუწყება „საქსტატი".
ადგილობრივი წარმოება
ფასები შიდა ბაზრისთვის გათვლილ საქართველოში წარმოებულ პროდუქციაზე დეკემბერში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 1,7%-ით გაიზარდა.
ყველაზე მეტად ფასები გაიზარდა სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში – 4,5%-ით, გადამამუშავებელ მრეწველობაში 2,2%-ით.
ექსპორტი და იმპორტი
ექსპორტზე გატანილი სამრეწველო პროდუქციის ფასების ინდექსი დეკემბერში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 6,4%-ით შემცირდა.
საგარეო სავაჭრო ბრუნვა იზრდება - 2023 წლის მონაცემები>>>
სამთო-მომპოვებელი მრეწველობის პროდუქციაზე ფასები 5%-ით გაიზარდა. გადამამუშავებელი მრეწველობის ექსპორტირებულ პროდუქციაზე ფასები შემცირდა 7,9%-ით, მათ შორის ქიმიურ პროდუქციაზე შემცირდა 23,9%-ით.
საქართველოში იმპორტირებულ სამრეწველო პროდუქციაზე ფასები საანგარიშო პერიოდში 4,8%-ით შემცირდა. ამასთან გადამამუშავებელი მრეწველობის იმპორტირებული პროდუქცია 3,3%-ით გაიაფდა.
სამომხმარებლო ფასები
წლიური ინფლაციის დონემ 2023 წლის დეკემბერში 0,4% შეადგინა (მიზნობრივი მაჩვენებელია 3%). ამასთან, წლის მანძილზე სურსათზე ფასები 2,7%-ით შემცირდა. 2023 წლის დეკემბერში ნოემბერთან შედარებით, ინფლაციის დონემ 0,1% შეადგინა.
ყველა ახალი ამბავი
0