საგარეო სავაჭრო ბრუნვა იზრდება - 2023 წლის მონაცემები

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliბათუმის პორტი
ბათუმის პორტი - Sputnik საქართველო, 1920, 23.01.2024
გამოწერა
ექსპორტმა დაახლოებით 6,1 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის იანვარ-დეკემბრის მაჩვენებელზე 9,1%-ით მეტია.
თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2023 წელს 2022 წელთან შედარებით, 12,5%-ით გაიზარდა და 21,5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
2023 წელს 15,4 მლრდ დოლარის ღირებულების პროდუქცია გავიდა ქვეყნიდან – 2022 წელთან შედარებით 14%-ით მეტი.
საქართველოს საგარეო ბრუნვა 2023 წელს

მაჩვენებელი

მოცულობა, მლნ დოლარი

ზრდა, %

ექსპორტი

6.090,6

9,1

იმპორტი

15.438,4

14,0

სულ

21.529,0

12,5

ექსპორტმა დაახლოებით 6,1 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის იანვარ-დეკემბრის მაჩვენებელზე 9,1%-ით მეტია.
2023 წელს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 9,3 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წელთან შედარებით 17,4%-ით მეტია.
რით ვაჭრობს საქართველო
საქართველოდან საქონლის ფართო ასორტიმენტი გააქვთ – სპილენძის მადნები და კონცენტრატები, ფეროშენადნობები, ნატურალური ღვინო, სპირტიანი სასმელები, მინერალური წყლები, მსუბუქი ავტომობილები, დამუშავებული ან ნახევრადდამუშავებული ოქრო, თხილი და სხვა კაკლოვანები და ა.შ.
საქართველოდან ექსპორტირებული პროდუქციის ტოპ-ხუთი 2023 წელს

საქონელი

მოცულობა, მლნ დოლარი

ზრდა/ვარდნა, %

მსუბუქი ავტომობილები

2.126,6

134,8

პილენძის მადნები და კონცენტრატები

479,3

-53,2

ღვინო

259,0

2,6

სპირტიანი სასმელები

196,2

41,6

ფეროშენადნობები

180,7

-60,7

2023 წელს ყველაზე მეტად გაიზარდა ექსპორტი მსუბუქი ავტომობილების - თითქმის 135%-ით, სპირტიანი სასმელების - 41,6%-ით, ასევე წყლის, მათ შორის, მინერალური და გაზიანი, შაქრიანი დანამატების შემცვლელი - 31,8%-ით.
ამავე დროს, 2023 წელს დავარდა ფეროშენადნობების ექსპორტი 60,7%-ით, სპილენძისა და კონცენტრატების - 53,2%-ით, ასევე აზოტის სასუქის - 43,7%.
საქართველოში შემოდის ნავთობი და ნავთობპროდუქტები, მსუბუქი ავტომობილები, სპილენძის მადნები და კონცენტრატები, სამკურნალო საშუალებები, ხორბალი, ელექტროენერგია, სატელეფონო აპარატები და სხვ.
საქართველოში იმპორტირებული საქონლის ტოპ-ხუთი 2023 წელს

საქონელი

მოცულობა, მლნ დოლარი

ზრდა/ვარდნა, %

მსუბუქი ავტომობილები

3.162,4

84,5

ნავთობპროდუქტები

1.166,9

-12,6

წამლები

542,8

34,3

გაზი

445,0

-2,8

სატელეფონო აპარატები

375,1

15,9

გასულ წელს ყველაზე მეტად გაიზარდა მსუბუქი ავტომობილების იმპორტი - 84,5%-ით, სატვირთო ავტომობილების - 66,4%, ასევე წამლების - 34,3%-ით.
გარდა ამისა, 2023 წელს შემცირდა სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების იმპორტი 69,5%-ით, გამომთვლელი მანქანებისა და მათი ბლოკების - 13,6%-ით, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების - 12,6%-ით, ასევე ნავთობის გაზისა და სხვა გაზის ნახშირწყალბადების - 2,8%-ით.
ვისთან ვაჭრობს საქართველო
საქართველოს მსხვილ სავაჭრო პარტნიორებს შორის პირველი ადგილი თურქეთს უკავია. მეზობელ ქვეყანასთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2023 წელს თითქმის 3 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 13,8%-ია.
საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ტოპ-ხუთი 2023 წელს

ქვეყანა

მოცულობა, მლნ დოლარი

ზრდა/ვარდნა, %

თურქეთი

2.979,3

6,1

რუსეთი

2.401,5

-3,1

აშშ

2.046,3

60,2

ჩინეთი

1.639,6

-12,0

აზერბაიჯანი

1.515,9

15,5

საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულში ასევე შედიან სომხეთი, გერმანია, ყაზახეთი, ყირგიზეთი და იაპონია.
ყველა ახალი ამბავი
0