https://sputnik-georgia.com/20240130/premieris-secvla-mtavorbis-secvlas-gamoiwvevs-politologi-tamar-kiknaze-285989042.html
პრემიერის შეცვლა მთავრობის შეცვლას გამოიწვევს - პოლიტოლოგი ღარიბაშვილის გადადგომაზე
პრემიერის შეცვლა მთავრობის შეცვლას გამოიწვევს - პოლიტოლოგი ღარიბაშვილის გადადგომაზე
Sputnik საქართველო
პრემიერის შეცვლა ჩვეულებრივი როტაციაა არჩევნების წელს, მიიჩნევს თამარ კიკნაძე. 30.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-30T17:33+0400
2024-01-30T17:33+0400
2024-01-30T17:33+0400
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
ქართული ოცნება
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/05/270112998_0:91:1024:667_1920x0_80_0_0_76c587bb6e721e1f3630655818388874.jpg
თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეცვლა ქვეყნის მთავრობაში საკადრო გადაადგილებებს გამოიწვევს, განუცხადა Sputnik-საქართველოს პოლიტოლოგმა, პროფესორმა თამარ კიკნაძემ. ირაკლი ღარიბაშვილმა ორშაბათს ბრიფინგზე პრემიერის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა. ქართული მედიის ინფორმაციით, საკადრო ცვლილებები ასევე ექვს უწყებას შეეხება. ამასთან, პოლიტოლოგი არ მიიჩნევს, რომ რაღაც რადიკალური ცვლილებები მოხდა. მისი თქმით, ეს ჩვეულებრივი როტაციაა. მედიის მონაცემებით, 24 იანვარს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც მიიღეს შემდეგი გადაწყვეტილებები: მმართველი პარტიის ამჟამინდელი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე წარდგენილი იქნება პრემიერ-მინისტრის პოსტზე, ხოლო მოქმედი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას დაიკავებს. საქართველოს ხელისუფლებაში უცნაური საკადრო ცვლილებები ხდება - პოლიტოლოგი>>რაც შეეხება სხვა ცვლილებებს, ტელეკომპანია „მთავარი არხის" ინფორმაციით, შეიცვლებიან საგარეო საქმეთა, იუსტიციის, ჯანდაცვის, თავდაცვისა და კულტურის მინისტრები. თავდაცვის მინისტრის პოსტზე პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის კანდიდატურა განიხილება, რომელიც ჯუანშერ ბურჭულაძეს შეცვლის. არაა გამორიცხული, რომ თავისი თანამდებობა დატოვოს სუსის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/05/270112998_111:0:1020:682_1920x0_80_0_0_f728034019a56776aa6667216c91e4e6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, ქართული ოცნება , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი
პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, ქართული ოცნება , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი
პრემიერის შეცვლა მთავრობის შეცვლას გამოიწვევს - პოლიტოლოგი ღარიბაშვილის გადადგომაზე
პრემიერის შეცვლა ჩვეულებრივი როტაციაა არჩევნების წელს, მიიჩნევს თამარ კიკნაძე.
თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეცვლა ქვეყნის მთავრობაში საკადრო გადაადგილებებს გამოიწვევს, განუცხადა Sputnik-საქართველოს პოლიტოლოგმა, პროფესორმა თამარ კიკნაძემ.
ირაკლი ღარიბაშვილმა ორშაბათს ბრიფინგზე პრემიერის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა. ქართული მედიის ინფორმაციით, საკადრო ცვლილებები ასევე ექვს უწყებას შეეხება.
„მინისტრთა კაბინეტი შეიცვლება. ალბათ არის გარკვეული წარმოდგენა იმის თაობაზე, ვინ როგორ მუშაობს და შესაბამისად, პრემიერ-მინისტრის შეცვლა მინისტრთა კაბინეტის შეცვლას გამოიწვევს. ვნახოთ, რომელი მინისტრები დარჩებიან და რომელი მინისტრები წავლენ", - განაცხადა კიკნაძემ.
ამასთან, პოლიტოლოგი არ მიიჩნევს, რომ რაღაც რადიკალური ცვლილებები მოხდა. მისი თქმით, ეს ჩვეულებრივი როტაციაა.
„არ მიმაჩნია, რომ ეს რადიკალური ცვლილებებია. ჩვეულებრივი როტაციაა პარტიის შიგნით, რადგან ეს არჩევნების წელია. ღარიბაშვილს საკმაოდ კარგი რეიტინგი აქვს და სავარაუდოდ, ის პარტიის ნომერი პირველი იქნება, და ეს პარტიას მხოლოდ წაადგება", - აღნიშნა კიკნაძემ.
მედიის მონაცემებით, 24 იანვარს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც მიიღეს შემდეგი გადაწყვეტილებები: მმართველი პარტიის ამჟამინდელი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე წარდგენილი იქნება პრემიერ-მინისტრის პოსტზე, ხოლო მოქმედი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას დაიკავებს.
რაც შეეხება სხვა ცვლილებებს, ტელეკომპანია „მთავარი არხის" ინფორმაციით, შეიცვლებიან საგარეო საქმეთა, იუსტიციის, ჯანდაცვის, თავდაცვისა და კულტურის მინისტრები. თავდაცვის მინისტრის პოსტზე პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის კანდიდატურა განიხილება, რომელიც ჯუანშერ ბურჭულაძეს შეცვლის.
არაა გამორიცხული, რომ თავისი თანამდებობა დატოვოს სუსის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა.