პოლიტოლოგი: „პრემიერ-მინისტრობა პასუხისმგებლობაა, და არა „მოვიდა-წავიდა“

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 30.01.2024
გამოწერა
საქართველოს მოსახლეობას „აღარც კი ახსოვს, რამდენი პრემიერ-მინისტრი ჰყავდა ქვეყანას ბოლო 10 წლის განმავლობაში“, მიაჩნია ექსპერტს
თბილისი, 30 იანვარი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრების ხშირი გადანაცვლება გახდა ამ თანამდებობის ე.წ. დევალვაციის მიზეზი, ამბობს პოლიტოლოგი არჩილ სიხარულიძე.
ამის შესახებ ექსპერტმა ონლაინ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელიც Sputnik-საქართველოს მულტიმედიურ პრესცენტრში გაიმართა.
ორშაბათს ღარიბაშვილმა გადადგომისა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ დანიშვნის შესახებ განაცხადა. მისი თქმით, გუნდის წინაშე ახლა სხვა ამოცანები დგას: „ქართული ოცნება“ 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვებისთვის უნდა მოემზადოს.
„ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ეს არის არა სახელმწიფოს პირველი პირი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში უნდა მართავდეს ქვეყანას და გარკვეულ პასუხისმგებლობას გრძნობდეს, არამედ „მოვიდა-წავიდა“... ძალიან ვწუხვარ, რომ ეს ტენდენცია გრძელდება და ძალიან ვწუხვარ, რომ ასე გადაწყვიტეს ამ ადამიანებმა (მმართველმა პარტიამ – რედ.) პრემიერ-მინისტრის ინსტიტუტის განვითარება ასე გადაწყვიტეს“, - განაცხადა სიხარულიძემ.
ღარიბაშვილმა პრემიერის პოსტი პირველად 2013 წელს დაიკავა. მან ამ თანამდებობაზე „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი შეცვალა, თუმცა თანამდებობა 2015 წლის 30 დეკემბერს დატოვა. მთავრობის მომდევნო მეთაური გიორგი კვირიკაშვილი იყო. კვირიკაშვილი მოგვიანებით ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ შეცვალა. ბახტაძის შემდეგ მთავრობის მეთაურად გიორგი გახარია დაინიშნა.
დეპუტატი: შეთქმულების თეორიების ძიების საფუძველი არ არსებობს>>
შემდეგ ღარიბაშვილმა პრემიერის პოსტი კვლავ 2021 წლის 22 თებერვალს დაიკავა და გახარია შეცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობის მეთაურის მთავარი კანდიდატი პარტიის მოქმედი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეა - ის გახდება პრემიერ-მინისტრი, რომელსაც პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მმართველობის 11 წლის განმავლობაში მეშვიდედ დანიშნავს.
„სახელმწიფოს პირველი პირის გადადგომის პროცედურასაც კი პატივი უნდა მივაგოთ, მაგრამ საქართველოს შემთხვევაში ასეთი გადადგომები ჩვენთვის უკვე დიდი ხანია რიგითი მოვლენაა. თუ გახსოვთ, ერთ დროს მამუკა ბახტაძემ საზოგადოებას გადადგომის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტის საშუალებით აცნობა“, - შეახსენა სიხარულიძემ.
ექსპერტმა აღნიშნა, რომ ნებისმიერ სხვა ქვეყანაში ხელისუფლების სათავეში ასეთი მკვეთრი ცვლილებები „აღიქმება როგორც ველურობა".
„წარმოგიდგენიათ, რომ გერმანიაში ანგელა მერკელი გამოვიდეს და თქვას: „ესე იგი, მივდივარ ყოველგვარი მიზეზის გარეშე, ეს ადამიანი ჩემს ნაცვლად იმუშავებს?“ - განაცხადა ექსპერტმა.
სიხარულიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს მოსახლეობას „აღარც კი ახსოვს, რამდენი პრემიერ-მინისტრი ჰყავდა ქვეყანას ბოლო 10 წლის განმავლობაში“.
მაგრამ მიუხედავად პარტიაში ასეთი ცვლილებებისა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მმართველ გუნდში არც ისე კარგადაა ყველაფერი, ქართული ოპოზიცია 2024 წლის არჩევნებს „მშრალად“ წააგებს, მიაჩნია პოლიტოლოგს.
„არჩევნებზე გვეყოლება მიხეილ სააკაშვილი (საქართველოს ექს-პრეზიდენტი - რედ.) და ოპოზიცია, რომელიც გაერთიანდება მის გარშემო, რადგან სხვა ალტერნატივა არ იქნება და იქნება „ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით. ვინც რაც არ უნდა თქვას, მაგრამ ოცდაათ წელს გადაცილებული ადამიანები, ვინც ცხოვრობდა და ახსოვს მიხეილ სააკაშვილის დრო, ხმას მისცემს „ოცნებას" ან საერთოდ არ მივა არჩევნებზე. ახალგაზრდობა კი, რომელზეც ფსონს ოპოზიცია აკეთებს, ჯერ არ არის იმ ასაკში, რომ იაქტიუროს არცევნებზე“, - განაცხადა სიხარულიძემ.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნები იქნება პირველი არჩევნები, რომელიც მთლიანად პროპორციული სისტემით ჩატარდება, პარლამენტში მოხვდებიან ის პარტიები, რომლებიც ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებენ.
ყველა ახალი ამბავი
0