https://sputnik-georgia.com/20240130/deputati-shetkmulebis-teoriebis-ziebis-sapuzveli-ar-arsebobs-285993269.html
დეპუტატი: შეთქმულების თეორიების ძიების საფუძველი არ არსებობს
დეპუტატი: შეთქმულების თეორიების ძიების საფუძველი არ არსებობს
Sputnik საქართველო
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, პერიოდი, როცა საქართველოს მთავრობას სათავეში ედგა ღარიბაშვილი, იყო ქვეყნისთვის წარმატებული. 30.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-30T19:17+0400
2024-01-30T19:17+0400
2024-01-30T19:17+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოცნება
საქართველოს მთავრობა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/15/250409011_0:0:1776:999_1920x0_80_0_0_eaa96e44434347a7cbd06a315d14e09a.jpg
თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობიდან გადადგომა იყო საჭირო და მიზანშეწონილი არა მოახლოებული საპარლამენტო არჩევნებისთვის, არამედ ქვეყნისთვის და არ არის აუცილებელი ამაში შეთქმულების თეორიების ძებნა, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ.პრემიერმა ღარიბაშვილმა ორშაბათს, 29 იანვარს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა. სამომავლო გეგმებზე საუბრისას ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მიიღო პოლიტსაბჭოს შეთავაზება მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის პოსტის დაკავების თაობაზე.როგორც დეპუტატმა აღნიშნა, პერიოდი, როცა საქართველოს მთავრობას სათავეში ედგა ღარიბაშვილი, იყო ქვეყნისთვის წარმატებული.„ეს სამწლიანი პერიოდი, როდესაც საქართველოს მთავრობას ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობდა, იყო წარმატებული. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მისი გვირგვინი იყო კანდიდატის სტატუსის მოპოვება. ეს იყო აბსოლუტურად მიზანმიმართული. ერთი ადამიანის მეორით შეცვლა არ ნიშნავს, რომ რაღაც იყო ცუდად და ახლა ჩვენ კარგზე უნდა გადავერთოთ", - განაცხადა სარჯველაძემ.მედია: კობახიძე პრემიერის პოსტზე ღარიბაშვილს შეცვლის>>>41 წლის ღარიბაშვილი საქართველოს მთავრობის მეთაურის თანამდებობას, უკვე მეორე ვადით, 2021 წლის 22 თებერვლიდან იკავებდა. მანამდე კი, 2013 წელს იგი პრემიერის პოსტზე მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის მემკვიდრე გახდა, რომელთანაც პოლიტიკოსს მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებს. მაშინ ღარიბაშვილი გახდა საქართველოს ისტორიაში მთავრობის ყველაზე ახალგაზრდა მეთაური (31 წლის).2015 წლის დეკემბერში ყველასთვის მოულოდნელად ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა.მმართველი პარტიის ლიდერები უკვე ღიად ადასტურებენ, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს განიხილავენ.რაც შეეხება კობახიძეს, იგი 46 წლისაა. 2021 წლის იანვრიდან პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარეა. მანამდე კი მმართველი გუნდის აღმასრულებელი მდივნის პოსტი ეკავა.2016-2019 წლებში იგი იყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე - აღნიშნული თანამდებობა თბილისში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სკანდალის შემდეგ დატოვა. 2020 წელს კობახიძე იყო მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბის უფროსი.კობახიძე განათლებით იურისტია. „ქართულ ოცნებაში“ მოსვლამდე მუშაობდა გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით განხორციელებული ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის პროექტის მენეჯერად.იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველოს" ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის პროგრამის ექსპერტთა კომიტეტის წევრი, საქართველოში ევროპის საბჭოს წარმომადგენლობის ოფისში ექსპერტი სტრატეგიული დაგეგმვის საკითხებში, გაეროს განვითარების პროგრამის ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული განვითარების პროექტების ექსპერტი და მენეჯერი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/15/250409011_61:0:1578:1138_1920x0_80_0_0_f2819b54a9003b291ff0ad19e760e3bf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , საქართველოს მთავრობა , ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , საქართველოს მთავრობა , ახალი ამბები
დეპუტატი: შეთქმულების თეორიების ძიების საფუძველი არ არსებობს
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, პერიოდი, როცა საქართველოს მთავრობას სათავეში ედგა ღარიბაშვილი, იყო ქვეყნისთვის წარმატებული.
თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობიდან გადადგომა იყო საჭირო და მიზანშეწონილი არა მოახლოებული საპარლამენტო არჩევნებისთვის, არამედ ქვეყნისთვის და არ არის აუცილებელი ამაში შეთქმულების თეორიების ძებნა, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ.
პრემიერმა ღარიბაშვილმა ორშაბათს, 29 იანვარს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა. სამომავლო გეგმებზე საუბრისას ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მიიღო პოლიტსაბჭოს შეთავაზება მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის პოსტის დაკავების თაობაზე.
„არავის აქვს მიზეზი და არც საჭიროება, რომ კონსპირაციების თეორიები ეძებონ, რაც ხელმოსაჭიდ საშუალებას გაუჩენს ოპოზიციას კრიტიკისთვის. საკმაოდ კარგად იყო ახსნილი მიზეზები, რომლებმაც აიძულა პარტია განეხორციელებინა მსგავსი ცვლილებები. ეს იყო საჭირო და მიზანშეწონილი არა არჩევნებისთვის, არამედ ქვეყნისთვის“, - განაცხადა სარჯველაძემ ჟურნალისტებს.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, პერიოდი, როცა საქართველოს მთავრობას სათავეში ედგა ღარიბაშვილი, იყო ქვეყნისთვის წარმატებული.
„ეს სამწლიანი პერიოდი, როდესაც საქართველოს მთავრობას ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობდა, იყო წარმატებული. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მისი გვირგვინი იყო კანდიდატის სტატუსის მოპოვება. ეს იყო აბსოლუტურად მიზანმიმართული. ერთი ადამიანის მეორით შეცვლა არ ნიშნავს, რომ რაღაც იყო ცუდად და ახლა ჩვენ კარგზე უნდა გადავერთოთ", - განაცხადა სარჯველაძემ.
41 წლის ღარიბაშვილი საქართველოს მთავრობის მეთაურის თანამდებობას, უკვე მეორე ვადით, 2021 წლის 22 თებერვლიდან იკავებდა. მანამდე კი, 2013 წელს იგი პრემიერის პოსტზე მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის მემკვიდრე გახდა, რომელთანაც პოლიტიკოსს მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებს. მაშინ ღარიბაშვილი გახდა საქართველოს ისტორიაში მთავრობის ყველაზე ახალგაზრდა მეთაური (31 წლის).
2015 წლის დეკემბერში ყველასთვის მოულოდნელად ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა.
მმართველი პარტიის ლიდერები უკვე ღიად ადასტურებენ, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს განიხილავენ.
რაც შეეხება კობახიძეს, იგი 46 წლისაა. 2021 წლის იანვრიდან პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარეა. მანამდე კი მმართველი გუნდის აღმასრულებელი მდივნის პოსტი ეკავა.
2016-2019 წლებში იგი იყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე - აღნიშნული თანამდებობა თბილისში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სკანდალის შემდეგ დატოვა. 2020 წელს კობახიძე იყო მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბის უფროსი.
კობახიძე განათლებით იურისტია. „ქართულ ოცნებაში“ მოსვლამდე მუშაობდა გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით განხორციელებული ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის პროექტის მენეჯერად.
იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველოს" ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის პროგრამის ექსპერტთა კომიტეტის წევრი, საქართველოში ევროპის საბჭოს წარმომადგენლობის ოფისში ექსპერტი სტრატეგიული დაგეგმვის საკითხებში, გაეროს განვითარების პროგრამის ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული განვითარების პროექტების ექსპერტი და მენეჯერი.