გერმანიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

© AFP 2024 / Patrik Stollarz პოლიცია
 პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 30.01.2024
გამოწერა
სისხლის სამართლის საქმე ქურდობის ფაქტზე აღიძრა.
თბილისი, 30 იანვარი – Sputnik. გერმანიაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2" გერმანულ მედიაზე დაყრდნობით.
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ საქართველოს მოქალაქესთან ერთად რუსეთის მოქალაქეც დააკავა.
აღნიშნულმა პირებმა ჰამბურგში მდებარე ერთ-ერთ პარფიუმერიულ მაღაზიაში ქურდობა ჩაიდინეს. მათ სუნამოები ქურთუკების შიდა ჯიბეებში დამალეს, თუმცა მათი ეს ქმედება დაცვის თანამშრომელმა შენიშნა და პოლიცია გამოიძახა.
ამ დროისთვის ორივე ეჭვმიტანილი წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. სისხლის სამართლის საქმე ქურდობის ფაქტზე აღიძრა.
ყველა ახალი ამბავი
0