დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 30 იანვარი

© photo: Sputnik / Stringerზამთრის პეიზაჟი
ზამთრის პეიზაჟი - Sputnik საქართველო, 1920, 30.01.2024
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები.
დღეს 2024 წლის 30 იანვარია, სამშაბათი. ამ დღეს პლანეტა მარსი მფარველობს.
ჰოროსკოპი დღეს უდიდეს დიპლომატიურობას გვირჩევს. ძალიან დიდი რისკია კამათის დროს დაპირისპირებისა და უფრო უარესი - ხანგრძლივი კონფლიქტში ჩართვისა. ამიტომ სიტყვები ფრთხილად უნდა შევარჩიოთ და არავინ გავაკრიტიკოთ. ფული ეკონომიურად უნდა დავხარჯოთ - მხოლოდ აუცილებელ ნივთებზე. არ არის საჭირო, ყველაფერს საკუთარი ძალებით გავუმკლავდეთ - ხანდახან შეგვიძლია სპეციალისტებს მივმართოთ.
არარეკომენდებულია სილამაზის სალონში, კოსმეტოლოგთან წასვლა - სამწუხაროდ, შედეგი არ მოგვეწონება.
ვერძი: ძირითადი მიზანი დიპლომატიურობა უნდა იყოს - ძალზე ადვილია რაღაც სიტყვის თქმა და ამით ურთიერთობების სამუდამოდ გაფუჭება. ამიტომ აუცილებელია დაფიქრება, სანამ რამეს იტყვით და მოთმენა საყვარელი ადამიანების მიმართ. ასტროლოგები გირჩევენ, რთულ მომენტებში დახმარება მეგობრებს სთხოვოთ - ასე ყველაფერს გაუმკლავდებით.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 15.05.2023
რომელი პროფესია შეგეფერებათ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
კურო: თავი იმ ადამიანების ადგილზე დააყენეთ, ვისთანაც ურთიერთობები გაქვთ. ნურავის გააკრიტიკებთ, ყველას აქვს ამა თუ იმ საქციელის მიზეზი. რომ განვაზოგადოთ, დღეს ურთიერთობებზე ბევრი რამაა დამოკიდებული. გჭირდებათ მხარდაჭერა, დახმარება. ასე რომ, იყავით დიპლომატიური, ლოიალური. არარეკომენდებულია იმიჯის შეცვლა.
ტყუპი: დღეს გაგიჭირდებათ ამოქმედება, სიზარმაცე აქტიურობას დაუპირისპირდება. მაგრამ, საბედნიეროდ, შუადღისას ფორმაში ჩადგებით და რთულ საკითხებს შეუდგებით. შეიძლება ვიღაცამ ძალიან გაგაღიზიანოთ, მაგრამ არ განერვიულდეთ - ამ ადამიანს ასეთი მოქმედებების საკუთარი მიზეზები აქვს. ზოგადად, შეგიძლიათ იღბლის იმედი გქონდეთ.
კირჩხიბი: ადვილი არ იქნება ურთიერთობები, მათ შორის, ყველაზე ახლობელ და საყვარელ ადამიანებთან, მოგინდებათ ყველას გაკრიტიკება. მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ ყველას აქვს რაღაც მიზეზი, როდესაც ასე თუ ისე მოქმედებს. რთულ ვითარებაში საქმის სპეციალისტი მოძებნეთ, ყველაფრის გაკეთებას საკუთარი ხელით ნუ შეეცდებით
კონფლიქტი - Sputnik საქართველო, 1920, 25.08.2023
პროფესია - ცოლი: ზოდიაქოს ნიშნების ხუმრობანარევი, მაგრამ ყველაზე მართალი რეიტინგი
ლომი: დღეს თქვენი სუპერძალა იმაშია, რომ ნებისმიერ ადამიანთან შეგიძლიათ საუბრის გაბმა. ამიტომ გამოიყენეთ ეს ერთდღიანი უნარი. მიუხედავად ამისა, ასტროლოგები არ გირჩევენ საქმის სხვებთან ერთად გაკეთებას - გუნდში ვერ მიაღწევთ იმას, რისი იმედიც გქონდათ. ამიტომ აჯობებს, ამოცანებს საკუთარი ძალებით შეეჭიდოთ.
ქალწული: სიფრთხილე გმართებთ ყველაფერში - არასტანდარტულმა ვითარებებმა, შესაძლოა, კალაპოტიდან ამოგაგდოთ. გაგიჩნდებათ რამე ლამაზისა და ძვირის ყიდვის სურვილი. ამ სურვილს ნუ გაუძალიანდებით, მაგრამ ისე არ გააკეთოთ, რომ ხვალ ელემენტარულისთვის აღარ დაიტოვოთ თანხა. დღეს, როგორც ასტროლოგები ამბობენ, ბევრი რამ გამოსდის სიმტკიცეზე თქვენს ნერვებს, ამიტომ მყარად იდექით.
სასწორი: ყველაფერი გეგმის მიხედვით არ წავა - დიდი ალბათობით, ზოგიერთ გარემოებასთან მორგება მოგიწევთ. მაგრამ სურვილებს ნუ აჰყვებით - ახლა შეიძლება ბევრი ფული და ძალა დახარჯოთ, მაგრამ სანუკვარ მიზანს ვერ მიაღწიოთ. ჯობია, ეს სხვა დროისთვის გადადოთ. ჰოროსკოპი მეგობრებთან ურთიერთობებს გირჩევთ, ისინი მხარში ამოგიდგებიან.
ქალი მეწამულ ფონზე  - Sputnik საქართველო, 1920, 28.01.2023
ზოდიაქოს ყველაზე იღბლიანი ნიშნები
მორიელი: იყავით დიპლომატიური, რადგან ირგვლივ ბევრი ადამიანი იქნება, რომელიც კამათისა და კონფლიქტისთვისაა განწყობილი. მოძებნეთ მათთან რამე საერთო და ყველანაირად ეცადეთ დაძაბულობის განმუხტვას. ჰოროსკოპი გირჩევთ, წესებით ითამაშოთ. საკუთარი ხაზის გატარებისთვის საშიში დღეა, რადგან დიდია შეცდომების დაშვების ალბათობა.
მშვილდოსანი: შეიძლება და რეკომენდებულიცაა, საქმეებს მოწყდეთ და კოლეგებთან და ახლობლებთან ისაუბროთ. ასე თქვენი ენერგია დღის ბოლომდე შენარჩუნდება. მაგრამ საუბრის დროს დიპლომატიური უნდა იყოთ - ეს ის დღეა, როდესაც ძალზე ადვილია კამათსა და კონფლიქტში ჩართვა. ამიტომ ფრთხილად იყავით. სასურველია, ყველა საქმეს თავად გაუმკლავდეთ, არ ღირს დახმარების თხოვნა.
თხის რქა: დიპლომატიურობა ნამდვილად არ გაწყენთ. ლაპარაკისას ადვილი იქნება ჩხუბში ჩაბმა, რაც გრძელვადიან კონფლიქტში შეიძლება გადაიზარდოს. ამიტომ ეცადეთ, არავინ გააკრიტიკოთ, პირიქით, ეძებეთ საერთო თემები - ასე მეგობრების წრეს გააფართოებთ. არ ღირს იმიჯის შეცვლა - დიდი ალბათობით, შედეგი არ მოგეწონებათ.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 21.11.2018
ზოდიაქოს თითოეული ნიშნის „აქილევსის ქუსლი“
მერწყული: აჩვენეთ ირგვლივ მყოფებს თქვენი საუკეთესო მხარეები - ნახონ, რისი გაკეთება შეგიძლიათ. ამან, შესაძლოა, არა მარტო მნიშვნელოვან ადამიანებთან დააგაახლოვოთ, არამედ ახალ თანამდებობასაც გამოჰკრათ ხელი. იყავით დიპლომატიური - დღეს ადვილია კამათსა და ჩხუბში ჩაბმა, მაგრამ მერე ამ ვითარების გამოსწორება ძალიან გაგიჭირდებათ.
თევზები: აჯობებს, პრიორიტეტები თავიდან გაანაწილოთ. არაა გამორიცხული, რომ ზოგიერთმა მიზანმა აქტუალობა დაკარგა და ახლა სულ სხვა რამე გინდათ. დააკვირდით ირგვლივ მყოფებს. შესაძლოა, რომელიმე უბრალოდ, თქვენი სიკეთით სარგებლობს. მაგრამ, ამავე დროს, ასტროლოგები გირჩევენ, იყოთ დიპლომატიური, რადგან დღეს ძალიან ადვილია კონფლიქტში ჩაბმა.
ყველა ახალი ამბავი
0