არასდროს არ ყოფილა საქართველოში ასე ცოტა ტურისტი რუსეთიდან - რესტორატორთა ფედერაცია

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსასტუმრო რედისონი
სასტუმრო რედისონი - Sputnik საქართველო, 1920, 30.01.2024
გამოწერა
სტატისტიკა საქართველოს სასტუმროების რეალობას საერთოდ არ შეესაბამება, განაცხად ასასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელმა
თბილისი, 30 იანვარი – Sputnik. ქართულ სასტუმროებში არასოდეს ყოფილა ასეთი ცოტა რუსი ტურისტი, განაცხადა სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელმა, შალვა ალავერდაშვილმა.
2023 წლის ბოლოს საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტორი რუსეთიდან შემოვიდა - 1,2 მილიონი, რაც მთლიანი რაოდენობის 23,2%-ია (7,1 მილიონი ადამიანი), იტყობინება სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“. მას მოსდევს თურქეთი (21,4%) და სომხეთი (13,5%). რუსეთიდან გასულ წელს 1,42 მილიონი ვიზიტი განხორციელდა, თურქეთიდან - 1,4 მილიონი, სომხეთიდან - 965,5 ათასი ვიზიტი.
„ზოგადად, არ ვიცი ვინ შემოვიდა, რამდენ ხანს დარჩა, საკუთარ კომუნებში ცხოვრობენ თუ კარვებში, მაგრამ სასტუმროში ასეთი ცოტა რუსი არასოდეს ყოფილა. 1,4%-ზეა მათი რაოდენობა ჩამოსული. რეალობა და სტატისტიკა აცდენილია. მთელი გასული წელი ამას ვიმეორებდი და ახლაც ამის თქმა მიწევს“, - განაცხადა ალავერდაშვილმა მედიაპლატფორმა bm.ge-სთან.
მისი თქმით, სტატისტიკა საქართველოს სასტუმროების რეალობას საერთოდ არ შეესაბამება.
„სტატისტიკის დეპარტამენტი სხვა ქვეყანაში ცხოვრობს. ეს ხალხი, ვინც ამას აკეთებს, სხვა ქვეყნის ტურიზმს ითვლის. სხვა, თავისი სამყარო აქვთ. ოთახიდან არ გამოდიან და იმის მიხედვით წერენ. ურეკავენ ვიღაცებს და ასე დგება სტატისტიკა. სტატისტიკის დეპარტამენტის არც ერთი წარმომადგენელი ველზე არ ინახავს არასოდეს. არცერთ წარმომადგენელს არასოდეს სასტუმროში არ დაურეკავს და ინფორმაცია არ აუღიათ“, - განაცხადა ალავერდაშვილმა.
რაზე ხარჯავდნენ ფულს უცხოელები 2023 წელს საქართველოში - ახალი სტატისტიკა >>
„საქსტატის“ მონაცემებით, 2023 წელს უცხოელები საქართველოს 7,1 მილიონჯერ ეწვივნენ, რაც 30,3%-ით მეტია 2022 წელთან შედარებით. ტურისტების უმეტესობა თბილისსა და აჭარას მეორე კვარტალში ეწვია. უცხოელები საქართველოში საშუალოდ 5,4 ღამეს ათენებდნენ, რაც 13,6%-ით ნაკლებია 2022 წლის მაჩვენებელზე.
ყველა ახალი ამბავი
0