https://sputnik-georgia.com/20240129/tebervlis-astroprognozi-zodiaqos-nisnebistvis-2024-285963840.html
საინტერესო და უნიკალური პერიოდი: თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
საინტერესო და უნიკალური პერიოდი: თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
Sputnik საქართველო
რა მოგვიმზადა თებერვალმა, რა გველოდება ზამთრის ბოლო თვეში ზოდიაქოს ნიშნების წარმომადგენლებს - გაეცანით ჩვენს ჰოროსკოპს. 29.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-29T19:10+0400
2024-01-29T19:10+0400
2024-01-29T19:10+0400
ასტროლოგიური პანორამა
ჩვენ და ბუნება
წასაკითხი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/18/252412321_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_be3302324791d019f90892398da14de0.jpg
ვარსკვლავების განლაგება თებერვალში საინტერესო და თავისებურად უნიკალურ პერიოდს გვპირდება. 20 რიცხვამდე მერწყულის ნიშანი - ყველაფერი უჩვეულოს, ორიგინალურისა და ჯადოსნურის მოყვარული - იქნება გაბატონებული. ბევრს გაიტაცებს სიახლისთვის „კბილის მოსინჯვა", ახლის დანახვა და მისი გემოს გაგება, ახლის შექმნა... ცვლილებების წყურვილი სხვადასხვა სფეროში გამოვლინდება. ასე რომ, ენდეთ თქვენს მისწრაფებებს და თამამად მოსინჯეთ ახალი, გაუგეთ გემო განსხვავებულს... 10 თებერვლიდან თვის ბოლომდე გააქტიურდება ურთიერთობების სფერო: ამ პერიოდში ვენერა ვნებათა პლანეტებს, მარსსა და პლუტონს შეერწყმება. მოსალოდნელია ეჭვიანობა წყვილებში, ურთიერთობების გამორკვევა, ემოციები. თუ გსურთ, ურთიერთობებს ნაპერწკალი შესძინოთ, ახლა სწორედ ამის დროა: გულღია საუბრები, ფლირტი, სადმე წასვლა ერთად, ექსპერიმენტები სექსუალური კუთხით და ა.შ. თებერვლის ბოლო კვირაში თევზების ნიშანი მოიპოვებს გავლენას. ენერგია შესუსტდება, გაჩნდება განმარტოების სურვილი. ესაა რაღაც არამიწიერთან, არამატერიალურთან, ფაქიზ რაღაცებთან კონტაქტის პერიოდი. არ ღირს თავის იძულება, რომ ჩვეულ ყოფით და სამუშაო ჩარჩოებს დაუბრუნდეთ. მაგრამ თევზების ნიშანს პირქუში მხარე აქვს - ის გვიბიძგებს დათრგუნული და დეპრესიული განწყობისკენ. ამას ყველანაირად უნდა ავარიდოთ თავი. ვერძი: თქვენ ცხოვრებაში სრულიად მოულოდნელი რაღაცები შეიძლება მოხდეს, რადგანაც ვერძის ნიშანზე ერთდროულად რამდენიმე პლანეტა მოქმედებს. და რა აერთიანებთ ვერძსა და მერწყულს? არაპროგნოზირებადობა, კრეატივი და თავისუფალი აზროვნება. ამიტომ ეცადეთ, ყურადღება არ მიაქციოთ გარშემომყოფების გაოცებულ მზერასა და კომენტარებს, ხორცი შეასხით ყველაზე თამამ იდეებსა და მისწრაფებებს. თქვენ ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ მეგობრები, ახლობლები. არ მოგერიდოთ რჩევების კითხვა მათთვის, ვინც თქვენი მსგავსი გზა გაიარა. ზოგადად, ეცადეთ, გუნდთან ერთად იმუშაოთ. კურო: მაქსიმალურად მრავალფეროვანი და არაპროგნოზირებადი თვე გელოდებათ. თვის პირველი დეკადა წარმატებებსა და იღბლიანობას გპირდებათ საქმეებში, ურთიერთობებში, თვითრეალიზაციაში, სოციუმში წინსვლაში. მეორე დეკადაში კი ამავე სფეროებში ქაოსი, დაძაბულობა და შოკებია მოსალოდნელი. ამიტომ ასტროლოგები გირჩევენ, ყველა სერიოზული მიზანი, გეგმა და საკითხი 1-ელიდან 10 თებერვლის ჩათვლით განახორციელოთ. ტყუპი: თებერვალი თქვენთვის ერთგვარ თავისუფლებას მოიტანს. თვის პირველ ნახევარში შეძლებთ ყოველდღიურობის, რუტინისა და ვალდებულებების ჩარჩოების გარღვევას. მოულოდნელი შვებულება, მივლინება ან, უბრალოდ, უქმეები მეგობრებთან ერთად საშუალებას მოგცემთ, მთელი სისავსით შეიგრძნოთ თავგადასავლები, დაიმუხტოთ ახალი შთაბეჭდილებებით. ამ თვეში თქვენი ცხოვრება დაემსგავსება სათავგადასავლო რომანს, რომელიც სავსეა ნაცნობობით, შეხვედრებით, ახალი ადგილებით, ინფორმაციით, აღმოჩენებით... კირჩხიბი: აიღეთ სადავეები ხელში და არ გაუშვათ, სანამ საჭირო შედეგებს არ მიიღებთ. ყოველ შემთხვევაში, ეს თვის პირველ ნახევარს ეხება. როგორც ჩანს, ირგვლივ მყოფები არ იქნებიან მზად რამე კონსტრუქციული ქმედებებისთვის, გადაწყვეტილებებისა და დიალოგისთვის და ხან აგრესიული გახდებიან, ხან დეპრესიული და ხან - ჭირვეული. თქვენ კი თავზე საყრელად გექნებათ უამრავი საქმე, რომლებიც აუცილებლად გასაკეთებელია. ლომი: ასტროლოგები გირჩევენ, გულში „შემოქმედებითი ან ვნებების ცეცხლი ააგიზგიზოთ". იანვრის ცივმა და პირქუშმა დღეებმა თქვენს ჩვეულ სიცოცხლის სიყვარულსა და ოპტიმისტურ განწყობას წყალი შეუყენა. თებერვლის პირველი ნახევარი რთული იქნება როგორც ფსიქოლოგიურად, ისე ფიზიკურად და ფინანსურად. ამიტომ აუცილებლად მოძებნეთ რამე გამოსავალი, რომელიც არ მოგცემთ საშუალებას, სულიერად დაეცეთ. ქალწული: თებერვალი თქვენთვის კარგი თვეა მატერიალური თვალსაზრისით. ის გიბიძგებთ მეტი ფულის გამომუშავების, კარიერაში წინსვლისკენ, ასევე საოჯახო საქმეების გაკეთებისა და უფრო ფაქიზი, შემოქმედებითი სფეროებისკენ. ეს თვე დაგეხმარებათ, მოიხსნათ ე.წ. დამცავი ბარიერები, რაც ძლიერი გრძნობებისა და განცდებისგან გიცავთ. გიჭირთ ადამიანებთან ბოლომდე გახსნა. ხელს გიშლით მერყეობა, რომ საკუთარი ძალებისა და შესაძლებლობების ირწმუნოთ, შიში, რომ ვიღაც თქვენი ნდობით ისარგებლებს და გაწყენინებთ ან უფრო უარესი - გიღალატებთ. სასწორი: თქვენთვის თებერვალში დაახლოებით იგივე სურათი იხატება, რაც იანვარში - თვის დასაწყისი საკმაოდ სტრესული იქნება, ხოლო 10-12 თებერვლიდან დაძაბულობა შემცირდება და სიხარულის ბევრი მიზეზი გაჩნდება. პირველ დეკადაში რაღაც ვალდებულებები შეგახსენებთ თავს, რომლებიც გარკვეული დროის წინ დაგეკისრათ. ამის გამო თავს საკმაოდ დათრგუნულად და შებოჭილად იგრძნობთ, მაგრამ სხვა გზა არა გაქვთ - ვალდებულებები უნდა შეასრულოთ. მორიელი: დროა, ფეხქვეშ მყარი ნიადაგი იგრძნოთ. თუ აქამდე არ ხართ დამოუკიდებელი - საცხოვრებლის, ფინანსური თუ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, დროა, ამ მიმართულებით ნაბიჯები გადადგათ. ყველაზე კარგი ისაა, რომ თებერვალში ამისკენ თავად ცხოვრება გიბიძგებთ, თან ძალზე რბილად, დრამების გარეშე. თქვენი ერთადერთი ამოცანაა, მოვლენების ბუნებრივ მსვლელობას არ შეეწინააღმდეგოთ. მშვილდოსანი: თებერვალი გაგახარებთ ერთი მხრივ, კაშკაშა ემოციებით და მეორე მხრივ - სტაბილურობით. პირველი ორი დეკადა რაღაც ზეიმს ან წვეულებას გპირდებათ, სადაც შეგიძლიათ მთელი თქვენი ნიჭიერებითა და ღირსებებით გაიბრწყინოთ. შესაძლოა, ამ ღონისძიების მომზადებაშიც მიიღოთ მონაწილეობა, რასაც ბრწყინვალედ გაუმკლავდებით. თქვენზე უკეთ ვის შეუძლია ყველაფრის ორგანიზება: მუსიკის, პროგრამის შერჩევა, შენობის გაფორმება, ფოტოგრაფის მოძიება და სხვ. თხის რქა: თქვენთვის თებერვალში იანვრის ტენდენციები გაგრძელდება, მაგრამ თვის შუა რიცხვებისთვის მოვლენების, მღელვარებისა და ახალი ამბების კონცენტრაცია შენელდება. თუმცა, თვის დასაწყისი საკმაოდ „ცეცხლოვანი" გელოდებათ. ვენერას, მარსისა და პლუტონის შერწყმა მერწყულის ნიშანში გააქარწყლებს თქვენს თავშეკავებულობას, ცივსისხლიანობასა და რაციონალიზმს. თქვენი მმართველი გახდება სპონტანური მისწრაფებები, ინსტინქტები და ემოციები. მერწყული: თებერვლის ჰოროსკოპი რაღაც ახლის დაბადებას გპირდებათ: იდეის, პროექტის, გეგმის, გრძნობის, ურთიერთობების... ეს ტენდენცია განსაკუთრებით თვის შუა რიცხვებში გამოვლინდება. დაგეუფლებათ საოცარი ემოციური და შემოქმედებით აღმასვლა, რომლის წყალობითაც „მთების გადადგმასა" და შეუძლებლის გაკეთებას შეძლებთ. უფრო მეტად ენდეთ საკუთარ თავს და ნუ დაუგდებთ ყურს ირგვლივ მყოფების მოსაზრებებს - დროა, უპირატესობა მისცეთ საკუთარ თავს და არა სხვებს. თევზები: თებერვალი თქვენთვის წარმოადგენს ტრამპლინს ახალ რეალობაში თავბრუდამხვევი ნახტომისთვის. ახლა ვარსკვლავებს „მიზანში ჰყავხართ" ამოღებული და დიდ ყურადღებას გაქცევენ. ახლა თქვენი დაბადების დღეები მოდის - ეს წლის განსაკუთრებული დროა. დრო ერთი ციკლიდან მეორეზე გადართვის, რაღაცასთან განშორების და მომავალთან შეხვედრის. დრო, როდესაც თქვენ ირგვლივ იწყებს სამყარო ბრუნვას და გაძლევთ ახალი არჩევნის, გარემოცვის, შესაძლებლობების შანსებს.
https://sputnik-georgia.com/20231102/2024-wlis-horoskopi-zodiaqos-nisnebistvis-drakoni-283907907.html
https://sputnik-georgia.com/20230927/2024-armosavluri-horoskopit-risi-weli-modis-282713964.html
https://sputnik-georgia.com/20230105/bosuri-horoskopi-273675964.html
https://sputnik-georgia.com/20220111/zodiaqo-reitingebi-siyvaruli-megobroba-musaoba-263516202.html
https://sputnik-georgia.com/20221106/zodiaqos-nisnebi-berznuli-mitologia-271951659.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/18/252412321_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_6bdf5a47254ff2f985e905935257fdc9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
საინტერესო და უნიკალური პერიოდი: თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
რა მოგვიმზადა თებერვალმა, რა გველოდება ზამთრის ბოლო თვეში ზოდიაქოს ნიშნების წარმომადგენლებს - გაეცანით ჩვენს ჰოროსკოპს.
ვარსკვლავების განლაგება თებერვალში საინტერესო და თავისებურად უნიკალურ პერიოდს გვპირდება. 20 რიცხვამდე მერწყულის ნიშანი - ყველაფერი უჩვეულოს, ორიგინალურისა და ჯადოსნურის მოყვარული - იქნება გაბატონებული. ბევრს გაიტაცებს სიახლისთვის „კბილის მოსინჯვა", ახლის დანახვა და მისი გემოს გაგება, ახლის შექმნა... ცვლილებების წყურვილი სხვადასხვა სფეროში გამოვლინდება. ასე რომ, ენდეთ თქვენს მისწრაფებებს და თამამად მოსინჯეთ ახალი, გაუგეთ გემო განსხვავებულს...
10 თებერვლიდან თვის ბოლომდე გააქტიურდება ურთიერთობების სფერო: ამ პერიოდში ვენერა ვნებათა პლანეტებს, მარსსა და პლუტონს შეერწყმება. მოსალოდნელია ეჭვიანობა წყვილებში, ურთიერთობების გამორკვევა, ემოციები. თუ გსურთ, ურთიერთობებს ნაპერწკალი შესძინოთ, ახლა სწორედ ამის დროა: გულღია საუბრები, ფლირტი, სადმე წასვლა ერთად, ექსპერიმენტები სექსუალური კუთხით და ა.შ.
თებერვლის ბოლო კვირაში თევზების ნიშანი მოიპოვებს გავლენას. ენერგია შესუსტდება, გაჩნდება განმარტოების სურვილი. ესაა რაღაც არამიწიერთან, არამატერიალურთან, ფაქიზ რაღაცებთან კონტაქტის პერიოდი. არ ღირს თავის იძულება, რომ ჩვეულ ყოფით და სამუშაო ჩარჩოებს დაუბრუნდეთ.
მაგრამ თევზების ნიშანს პირქუში მხარე აქვს - ის გვიბიძგებს დათრგუნული და დეპრესიული განწყობისკენ. ამას ყველანაირად უნდა ავარიდოთ თავი.
ვერძი: თქვენ ცხოვრებაში სრულიად მოულოდნელი რაღაცები შეიძლება მოხდეს, რადგანაც ვერძის ნიშანზე ერთდროულად რამდენიმე პლანეტა მოქმედებს. და რა აერთიანებთ ვერძსა და მერწყულს? არაპროგნოზირებადობა, კრეატივი და თავისუფალი აზროვნება. ამიტომ ეცადეთ, ყურადღება არ მიაქციოთ გარშემომყოფების გაოცებულ მზერასა და კომენტარებს, ხორცი შეასხით ყველაზე თამამ იდეებსა და მისწრაფებებს. თქვენ ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ მეგობრები, ახლობლები. არ მოგერიდოთ რჩევების კითხვა მათთვის, ვინც თქვენი მსგავსი გზა გაიარა. ზოგადად, ეცადეთ, გუნდთან ერთად იმუშაოთ.
კურო: მაქსიმალურად მრავალფეროვანი და არაპროგნოზირებადი თვე გელოდებათ. თვის პირველი დეკადა წარმატებებსა და იღბლიანობას გპირდებათ საქმეებში, ურთიერთობებში, თვითრეალიზაციაში, სოციუმში წინსვლაში. მეორე დეკადაში კი ამავე სფეროებში ქაოსი, დაძაბულობა და შოკებია მოსალოდნელი. ამიტომ ასტროლოგები გირჩევენ, ყველა სერიოზული მიზანი, გეგმა და საკითხი 1-ელიდან 10 თებერვლის ჩათვლით განახორციელოთ.
27 სექტემბერი 2023, 14:00
ტყუპი: თებერვალი თქვენთვის ერთგვარ თავისუფლებას მოიტანს. თვის პირველ ნახევარში შეძლებთ ყოველდღიურობის, რუტინისა და ვალდებულებების ჩარჩოების გარღვევას. მოულოდნელი შვებულება, მივლინება ან, უბრალოდ, უქმეები მეგობრებთან ერთად საშუალებას მოგცემთ, მთელი სისავსით შეიგრძნოთ თავგადასავლები, დაიმუხტოთ ახალი შთაბეჭდილებებით. ამ თვეში თქვენი ცხოვრება დაემსგავსება სათავგადასავლო რომანს, რომელიც სავსეა ნაცნობობით, შეხვედრებით, ახალი ადგილებით, ინფორმაციით, აღმოჩენებით...
კირჩხიბი: აიღეთ სადავეები ხელში და არ გაუშვათ, სანამ საჭირო შედეგებს არ მიიღებთ. ყოველ შემთხვევაში, ეს თვის პირველ ნახევარს ეხება. როგორც ჩანს, ირგვლივ მყოფები არ იქნებიან მზად რამე კონსტრუქციული ქმედებებისთვის, გადაწყვეტილებებისა და დიალოგისთვის და ხან აგრესიული გახდებიან, ხან დეპრესიული და ხან - ჭირვეული. თქვენ კი თავზე საყრელად გექნებათ უამრავი საქმე, რომლებიც აუცილებლად გასაკეთებელია.
ლომი: ასტროლოგები გირჩევენ, გულში „შემოქმედებითი ან ვნებების ცეცხლი ააგიზგიზოთ". იანვრის ცივმა და პირქუშმა დღეებმა თქვენს ჩვეულ სიცოცხლის სიყვარულსა და ოპტიმისტურ განწყობას წყალი შეუყენა. თებერვლის პირველი ნახევარი რთული იქნება როგორც ფსიქოლოგიურად, ისე ფიზიკურად და ფინანსურად. ამიტომ აუცილებლად მოძებნეთ რამე გამოსავალი, რომელიც არ მოგცემთ საშუალებას, სულიერად დაეცეთ.
ქალწული: თებერვალი თქვენთვის კარგი თვეა მატერიალური თვალსაზრისით. ის გიბიძგებთ მეტი ფულის გამომუშავების, კარიერაში წინსვლისკენ, ასევე საოჯახო საქმეების გაკეთებისა და უფრო ფაქიზი, შემოქმედებითი სფეროებისკენ. ეს თვე დაგეხმარებათ, მოიხსნათ ე.წ. დამცავი ბარიერები, რაც ძლიერი გრძნობებისა და განცდებისგან გიცავთ. გიჭირთ ადამიანებთან ბოლომდე გახსნა. ხელს გიშლით მერყეობა, რომ საკუთარი ძალებისა და შესაძლებლობების ირწმუნოთ, შიში, რომ ვიღაც თქვენი ნდობით ისარგებლებს და გაწყენინებთ ან უფრო უარესი - გიღალატებთ.
სასწორი: თქვენთვის თებერვალში დაახლოებით იგივე სურათი იხატება, რაც იანვარში - თვის დასაწყისი საკმაოდ სტრესული იქნება, ხოლო 10-12 თებერვლიდან დაძაბულობა შემცირდება და სიხარულის ბევრი მიზეზი გაჩნდება. პირველ დეკადაში რაღაც ვალდებულებები შეგახსენებთ თავს, რომლებიც გარკვეული დროის წინ დაგეკისრათ. ამის გამო თავს საკმაოდ დათრგუნულად და შებოჭილად იგრძნობთ, მაგრამ სხვა გზა არა გაქვთ - ვალდებულებები უნდა შეასრულოთ.
მორიელი: დროა, ფეხქვეშ მყარი ნიადაგი იგრძნოთ. თუ აქამდე არ ხართ დამოუკიდებელი - საცხოვრებლის, ფინანსური თუ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, დროა, ამ მიმართულებით ნაბიჯები გადადგათ. ყველაზე კარგი ისაა, რომ თებერვალში ამისკენ თავად ცხოვრება გიბიძგებთ, თან ძალზე რბილად, დრამების გარეშე. თქვენი ერთადერთი ამოცანაა, მოვლენების ბუნებრივ მსვლელობას არ შეეწინააღმდეგოთ.
მშვილდოსანი: თებერვალი გაგახარებთ ერთი მხრივ, კაშკაშა ემოციებით და მეორე მხრივ - სტაბილურობით. პირველი ორი დეკადა რაღაც ზეიმს ან წვეულებას გპირდებათ, სადაც შეგიძლიათ მთელი თქვენი ნიჭიერებითა და ღირსებებით გაიბრწყინოთ. შესაძლოა, ამ ღონისძიების მომზადებაშიც მიიღოთ მონაწილეობა, რასაც ბრწყინვალედ გაუმკლავდებით. თქვენზე უკეთ ვის შეუძლია ყველაფრის ორგანიზება: მუსიკის, პროგრამის შერჩევა, შენობის გაფორმება, ფოტოგრაფის მოძიება და სხვ.
თხის რქა: თქვენთვის თებერვალში იანვრის ტენდენციები გაგრძელდება, მაგრამ თვის შუა რიცხვებისთვის მოვლენების, მღელვარებისა და ახალი ამბების კონცენტრაცია შენელდება. თუმცა, თვის დასაწყისი საკმაოდ „ცეცხლოვანი" გელოდებათ. ვენერას, მარსისა და პლუტონის შერწყმა მერწყულის ნიშანში გააქარწყლებს თქვენს თავშეკავებულობას, ცივსისხლიანობასა და რაციონალიზმს. თქვენი მმართველი გახდება სპონტანური მისწრაფებები, ინსტინქტები და ემოციები.
მერწყული: თებერვლის ჰოროსკოპი რაღაც ახლის დაბადებას გპირდებათ: იდეის, პროექტის, გეგმის, გრძნობის, ურთიერთობების... ეს ტენდენცია განსაკუთრებით თვის შუა რიცხვებში გამოვლინდება. დაგეუფლებათ საოცარი ემოციური და შემოქმედებით აღმასვლა, რომლის წყალობითაც „მთების გადადგმასა" და შეუძლებლის გაკეთებას შეძლებთ. უფრო მეტად ენდეთ საკუთარ თავს და ნუ დაუგდებთ ყურს ირგვლივ მყოფების მოსაზრებებს - დროა, უპირატესობა მისცეთ საკუთარ თავს და არა სხვებს.
თევზები: თებერვალი თქვენთვის წარმოადგენს ტრამპლინს ახალ რეალობაში თავბრუდამხვევი ნახტომისთვის. ახლა ვარსკვლავებს „მიზანში ჰყავხართ" ამოღებული და დიდ ყურადღებას გაქცევენ. ახლა თქვენი დაბადების დღეები მოდის - ეს წლის განსაკუთრებული დროა. დრო ერთი ციკლიდან მეორეზე გადართვის, რაღაცასთან განშორების და მომავალთან შეხვედრის. დრო, როდესაც თქვენ ირგვლივ იწყებს სამყარო ბრუნვას და გაძლევთ ახალი არჩევნის, გარემოცვის, შესაძლებლობების შანსებს.