https://sputnik-georgia.com/20240129/media-sakadro-cvlilebebi-eqvs-ministrs-sheexeba-285963284.html
მედია: მთავრობაში საკადრო ცვლილებები ექვს მინისტრს შეეხება
მედია: მთავრობაში საკადრო ცვლილებები ექვს მინისტრს შეეხება
Sputnik საქართველო
თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრემიერის ცვლილებიდან გამომდინარე საკადრო ცვლილებები მთავრობაში ექვსი უწყების ხელმძღვანელსაც შეეხება, იუწყება... 29.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-29T16:06+0400
2024-01-29T16:06+0400
2024-01-29T16:06+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს მთავრობა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/05/270112998_0:91:1024:667_1920x0_80_0_0_76c587bb6e721e1f3630655818388874.jpg
თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრემიერის ცვლილებიდან გამომდინარე საკადრო ცვლილებები მთავრობაში ექვსი უწყების ხელმძღვანელსაც შეეხება, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი არხი" საკუთარ წყაროზე დაყრდნობით.მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 24 იანვარს პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა, რომელზეც რიგი გადაწყვეტილებები მიიღეს: მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრის პოსტზე იქნება წარდგენილი, ხოლო მოქმედი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს.რაც შეეხება სხვა ცვლილებებს, „მთავარის" ინფორმაციით, შეიცვლება საგარეო საქმეთა, იუსტიციის, ჯანდაცვის, თავდაცვის და კულტურის მინისტრები. მედია: კობახიძე პრემიერის პოსტზე ღარიბაშვილს შეცვლის>>>ერთ-ერთი ვერსიით, თავდაცვის მინისტრის პოსტზე განიხილება საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის ირაკლი ჩიქოვანის კანდიდატურა, რომელიც ჯუანშერ ბურჭულაძეს შეცვლის.ამასთან, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პოლიტიკურ ასპარეზზე „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის უფროსი ვაჟი, უტა ივანიშვილი გამოჩნდება.გამორიცხული არ არის, რომ პოსტს დატოვებს საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილიც.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/05/270112998_111:0:1020:682_1920x0_80_0_0_f728034019a56776aa6667216c91e4e6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს მთავრობა , ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს მთავრობა , ახალი ამბები
თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრემიერის ცვლილებიდან გამომდინარე საკადრო ცვლილებები მთავრობაში ექვსი უწყების ხელმძღვანელსაც შეეხება, იუწყება ტელეკომპანია
„მთავარი არხი" საკუთარ წყაროზე დაყრდნობით.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 24 იანვარს პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა, რომელზეც რიგი გადაწყვეტილებები მიიღეს: მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრის პოსტზე იქნება წარდგენილი, ხოლო მოქმედი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს.
რაც შეეხება სხვა ცვლილებებს, „მთავარის" ინფორმაციით, შეიცვლება საგარეო საქმეთა, იუსტიციის, ჯანდაცვის, თავდაცვის და კულტურის მინისტრები.
ერთ-ერთი ვერსიით, თავდაცვის მინისტრის პოსტზე განიხილება საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის ირაკლი ჩიქოვანის კანდიდატურა, რომელიც ჯუანშერ ბურჭულაძეს შეცვლის.
ამასთან, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პოლიტიკურ ასპარეზზე „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის უფროსი ვაჟი, უტა ივანიშვილი გამოჩნდება.
გამორიცხული არ არის, რომ პოსტს დატოვებს საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილიც.