დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 29 იანვარი

© photo: Sputnik / Vitaly Timkiv / გადასვლა მედიაბანკშივარსკვლავიანი ცა
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 29.01.2024
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები.
დღეს 2024 წლის 29 იანვარია, ორშაბათი. ამ დღეს პლანეტა მთვარე მფარველობს.
უამრავი საქმე იქნება გასაკეთებელი, ამიტომ მუშაობაა საჭირო. ენერგია ბევრი დაიხარჯება, მაგრამ საქმეებთან გამკლავებას შეძლებთ. ყურადღება უნდა გამახვილდეს დეტალებზე, რადგან სწორედ მათ შეუძლია შედეგების გაფუჭება. რეკომენდებულია კოლეგებთან ბევრი ლაპარაკი – სწორედ მათ შეუძლია საინტერესო აზრის მოწოდება, რომელიც მომავალში შემოსავლის კარგი წყარო გახდება.
ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სიფრთხილეა საჭირო – არის ავად გახდომის რისკი.
ვერძი: მოგიწევთ გუნდში მუშაობა და ასე ბევრად მეტ საქმეს მოასწრებთ, ამასთან, ახალ მეგობრებსაც შეიძენთ. მარტოობა უკუნაჩვენებია – თქვენ გვერდით მუდამ ვიღაც უნდა იყოს, მაგრამ ურთიერთობების დროს იფრთხილეთ – ზოგიერთმა სასაუბრო თემამ შეიძლება კამათი და სკანდალი გამოიწვიოს. ასტროლოგების რჩევაა, არ იჩქაროთ – ყველაფერს მოასწრებთ.
გალაქტიკა - Sputnik საქართველო, 1920, 27.06.2018
მედლის ორი მხარე – ზოდიაქოს ნიშნების დახასიათება
კურო: დღეს უნდა გამოთქვათ თქვენი აზრები, მოსაზრებები. ემოციებისა და სიტყვების გულში დატოვება არ ღირს – ეს შიგნიდან დაგღრღნით. არ შეუშინდეთ რთულ საქმეებთან შეჭიდებას – ყველაფერი გამოგივათ და თქვენი თვითშეფასება გაიზრდება. კარგი დღეა საქმიანი შეხვედრებისთვის – დღეს მცირე დეტალებსაც ჩაუღრმავდებით და მიხვდებით, როგორ წაიწიოთ კარიერულ კიბეზე.
ტყუპი: ველოსიპედის გამოგონება დღეს საჭირო არაა, ჯობია ნაცადი მეთოდებით იმოქმედოთ და წარმატება არ დააყოვნებს. ხშირად გამართეთ საქმიანი საუბრები – ახლა მეტი დამაჯერებლობით გამოირჩევით. ახალი საქმეების დაწყება არ არის სასურველი – ჯერ ძველი ამოცანები დაამთავრეთ. გამოიყენეთ მოცემული შანსები – ასე განამტკიცებთ კარიერას და ურთიერთობებს.
კირჩხიბი: წესებით თამაში მოგიწევთ და ასე დღე საუკეთესოდ წარიმართება. ნაცნობობა არარეკომენდებულია – დიდია რისკი, რომ შეხვდეთ ადამიანებს, რომლებსაც მხოლოდ თქვენი გამოყენება აინტერესებთ. საქმიანი მოლაპარაკებების წინ კარგად მოემზადეთ. ამოცანებს შემოქმედებით პრიზმაში შეხედეთ, ეს წარმატებას მოგიტანთ.
ჩიტები ხის ტოტზე  - Sputnik საქართველო, 1920, 15.10.2019
ზოდიაქოს ამ სამი ნიშნით ყველაზე ცოტა ადამიანი იბადება
ლომი: დღეს თქვენი მოსაზრებები უნდა გაიტანოთ. უარი არ თქვათ იმაზე, რაც დაგეგმეთ – წინ თამამად იარეთ და ყველაფერი გამოგივათ. თქვენს ყურადღებას უსიამოვნო მოგონებები გაფანტავს. ჯობია, მათზე არ იფიქროთ – ასე უფრო მსუბუქად იგრძნობთ თავს. ასტროლოგები გირჩევენ, თქვენი იდეები თქვენთვის შეინახოთ და არავის გაანდოთ.
ქალწული: დღეს თქვენი ფინანსები უნდა გააკონტროლოთ. შეიძლება ფული ისე დაგეხარჯოთ, რომ ვერც მიხვდეთ, რაში. ასე რომ, მოერიდეთ მაღაზიებში ზედმეტად შესვლას. საქმეები მარტივად და მსუბუქად არ გამოგივათ, ზოგიერთს დიდი ძალისხმევა დასჭირდება. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ყველაფერს შეძლებთ. დაეხმარეთ ირგვლივ მყოფებს და სიკეთე უკან მალე დაგიბრუნდებათ.
სასწორი: ჯობია, მნიშვნელოვანი საქმეები საღამოსთვის გადადოთ. ყურადღება მიაქციეთ ორგანიზმის შეგრძნებებს – დიდია გაციების ან ვირუსის გადადების ალბათობა. კრიტიკას მშვიდად შეხვდით – შესაძლოა, ამან თქვენი გეგმების პრობლემური მონაკვეთები კარგად დაგანახოთ. საღამო ხმაურიანად და მხიარულად გაატარეთ მეგობრებთან ერთად.
ახალგაზრდა ჭორფლიანი ქალი შლაპით - Sputnik საქართველო, 1920, 11.07.2023
ზოდიაქოს ხუთი ყველაზე კაშკაშა ნიშანი, რომელთა შეყვარება ძალიან ადვილია
მორიელი: დღეს ადვილი იქნება როგორც ძველ, ისე ახალ საქმეებთან გამკლავება. მთავარია, მათ სხვა კუთხით შეხედოთ. ამოცანების შესრულებისას ყურადღება დეტალებს მიაქციეთ – ისინი შეიძლება ძალზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს. ილაპარაკეთ მნიშვნელოვანზე – ბიზნესზე, კარიერაზე, გაიცანით ადამიანები – ისინი სულ მალე დაგეხმარებიან.
მშვილდოსანი: წარმატებული დღე გელოდებათ. გამოიყენეთ ვარსკვლავების მხარდაჭერა იმისთვის, რომ რთული და სერიოზული საკითხები გადაჭრათ. შეიძლება ახალი საქმის დაწყებაც. გამოგადგებათ დიპლომატიური უნარები, რადგან, შესაძლოა, დაპირისპირებული მხარეების შერიგება დაგჭირდეთ. დღის მეორე ნახევარი თანხის მიღებას და სიურპრიზებს (მათ შორის, რომანტიკულს) გპირდებათ.
თხის რქა: დღეს განწყობას საუბრები გაგიფუჭებთ – შესაძლოა, ნეგატიური თანამოსაუბრე შეგხვდეთ, ასევე არაა გამორიცხული, რომ თქვენი აზრები არასწორად გაიგონ. ამიტომ აჯობებს, ნაკლები ილაპარაკოთ და ხშირად განმარტოვდეთ. იმუშავეთ, გადაულახავი დაბრკოლებები გზაზე არ შეგხვდებათ. საღამო სახლში გაატარეთ, ოჯახის წევრებთან ერთად დააწყვეთ საერთო გეგმები.
საზოგადოება - Sputnik საქართველო, 1920, 06.11.2023
კრიმინალური ტალანტი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მერწყული: მოემზადეთ – დღეს თვის ერთ–ერთი ყველაზე რთული დღე გელოდებათ. ადრიანად შეუდექით საქმეებს, რომელიც ძალიან ბევრი გექნებათ. კარგი ისაა, რომ საქმეების უმრავლესობა თქვენთვის ძალზე საინტერესო აღმოჩნდება. კამათისას თავი შეიკავეთ, რომ საქმე კონფლიქტამდე არ მივიდეს. ასტროლოგები ამბობენ, რომ დღეს სიურპრიზები გელოდებათ და მათი უმეტესობა გაგახარებთ.
თევზები: არაა გამორიცხული, ვინმემ გაგაღიზიანოთ. ურთიერთობების გაწყვეტა ყველაზე იოლია, შენარჩუნებისთვის კი ძალისხმევა არ უნდა დაიშუროთ. საუკეთესო ვარიანტია, თუ დღეს მარტო გაატარებთ და არ გარისკავთ არც ურთიერთობებით და არც – ნერვებით. არავის მისცეთ უფლება, თქვენი საზღვარები დაარღვიოს. შეინარჩუნეთ სულიერი სიმტკიცე და თამამად იარეთ წინ.
ყველა ახალი ამბავი
0