https://sputnik-georgia.com/20240128/saqartvelos-mmartveli-partia-da-opozicia-evrokavsiris-cxra-pirobaze-musaibas-iwyeben-285942687.html
საქართველოს მმართველი პარტია და ოპოზიცია ევროკავშირის ცხრა პირობაზე მუშაობას იწყებენ
საქართველოს მმართველი პარტია და ოპოზიცია ევროკავშირის ცხრა პირობაზე მუშაობას იწყებენ
Sputnik საქართველო
ოპოზიციამ და არასამთავრობო ორგანიზაციების უმეტესობამ მთელი თავისი პიარ-კამპანია ააგეს იმაზე, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებდა, განაცხადა... 28.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-28T13:40+0400
2024-01-28T13:40+0400
2024-01-28T13:40+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ქართული ოცნება
ქართული ოპოზიცია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24357/79/243577957_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_618d153357d264f03393e1088767732f.jpg
თბილისი, 28 იანვარი – Sputnik. ოპოზიციის ნაწილი გააგრძელებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ცხრა პირობის განხილვის ფორმატში მონაწილეობას მხოლოდ იმისთვის, რომ პროცესში დესტრუქციულობა შეიტანოს, განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ დავით მათიკაშვილმა.2023 წლის დეკემბერში საქართველომ მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა. საპარლამენტო უმრავლესობის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების პირველი სამუშაო შეხვედრა, სადაც ევროკავშირის ცხრა პირობა უნდა განიხილონ, 29 იანვარს არის დაგეგმილი.მისი თქმით, ოპოზიციამ, არასამთავრობო ორგანიზაციების უდიდესმა ნაწილმა მთელი თავისი პიარ-კამპანია ააგეს იმაზე, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებდა, რომ „ქართული ოცნება“ არ დგას ევროპასთან დაახლოების გზაზე.„მათ თვითონ გაითხარეს ის პოლიტიკური სამარე, რომელშიც ახლა არიან“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.ოპოზიციის ნაწილმა, მათ შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა, გამოთქვეს სურვილი, მონაწილეობა მიეღოთ ევროკავშირის ახალი პირობების განხორციელების განხილვაში.დარჩიაშვილი: კანდიდატის სტატუსის მოპოვების გზაზე საქართველო ქვეყნის ინტერესებს იცავდა >>„ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციასთან მუშაობის მზადყოფნა გამოთქვა. თუმცა პარტიის ზოგიერთი წევრი ოპოზიციასთან დიალოგს უაზროდ მიიჩნევს. „ოცნებაში“ განაცხადეს, რომ როდესაც სულ ცოტა ხნის წინ მმართველი პარტია მუშაობდა ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზე კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად, იგივე ოპოზიციური პარტიები მასთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებდნენ.ოპოზიციონერები კი მაშინ აცხადებდნენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ზურგი აქცია დასავლეთს და ის მხოლოდ თავს იკატუნებს, თითქოს ევროკავშირის პირობებს ასრულებს. მიუხედავად ამისა, ქვეყანამ შესრულებული სამუშაოს დადებითი შეფასება და კანდიდატის სტატუსი მიიღო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24357/79/243577957_341:0:3072:2048_1920x0_80_0_0_de391de80020cba1dff5bb965b849d12.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ქართული ოცნება , ქართული ოპოზიცია
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ქართული ოცნება , ქართული ოპოზიცია
საქართველოს მმართველი პარტია და ოპოზიცია ევროკავშირის ცხრა პირობაზე მუშაობას იწყებენ
ოპოზიციამ და არასამთავრობო ორგანიზაციების უმეტესობამ მთელი თავისი პიარ-კამპანია ააგეს იმაზე, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებდა, განაცხადა დეპუტატმა.
თბილისი, 28 იანვარი – Sputnik. ოპოზიციის ნაწილი გააგრძელებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ცხრა პირობის განხილვის ფორმატში მონაწილეობას მხოლოდ იმისთვის, რომ პროცესში დესტრუქციულობა შეიტანოს, განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ დავით მათიკაშვილმა.
2023 წლის დეკემბერში საქართველომ მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა. საპარლამენტო უმრავლესობის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების პირველი სამუშაო შეხვედრა, სადაც ევროკავშირის ცხრა პირობა უნდა განიხილონ, 29 იანვარს არის დაგეგმილი.
„ოპოზიციის მცირე ნაწილი, ალბათ გააგრძელებს თავისი პოზიტიური როლის შესრულებას პრიორიტეტთან დაკავშირებით, ნაწილი ამ ფორმატებს მხოლოდ და მხოლოდ დესტრუქციისთვის გამოიყენებს, ასევე იქნება რაღაც ნაწილი, რომელიც ამ პროცესში მონაწილეობას საერთოდ არ მიიღებს“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
მისი თქმით, ოპოზიციამ, არასამთავრობო ორგანიზაციების უდიდესმა ნაწილმა მთელი თავისი პიარ-კამპანია ააგეს იმაზე, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებდა, რომ „ქართული ოცნება“ არ დგას ევროპასთან დაახლოების გზაზე.
„მათ თვითონ გაითხარეს ის პოლიტიკური სამარე, რომელშიც ახლა არიან“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.
ოპოზიციის ნაწილმა, მათ შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა, გამოთქვეს სურვილი, მონაწილეობა მიეღოთ ევროკავშირის ახალი პირობების განხორციელების განხილვაში.
„ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციასთან მუშაობის მზადყოფნა გამოთქვა. თუმცა პარტიის ზოგიერთი წევრი ოპოზიციასთან დიალოგს უაზროდ მიიჩნევს. „ოცნებაში“ განაცხადეს, რომ როდესაც სულ ცოტა ხნის წინ მმართველი პარტია მუშაობდა ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზე კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად, იგივე ოპოზიციური პარტიები მასთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებდნენ.
ოპოზიციონერები კი მაშინ აცხადებდნენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ზურგი აქცია დასავლეთს და ის მხოლოდ თავს იკატუნებს, თითქოს ევროკავშირის პირობებს ასრულებს. მიუხედავად ამისა, ქვეყანამ შესრულებული სამუშაოს დადებითი შეფასება და კანდიდატის სტატუსი მიიღო.